სერბმა მცველმა, ნემანია ვიდიჩმა, რომელიც მომდევნო წელს იტალიის სერია ა-ში გააგრძელებს, არ აპირებს კონკრეტული მიზეზები დაასახელოს თუ რატომ გამოდგა ეს სეზონი წარუმატებელი.
სერ ალექს ფერგიუსონის რჩეული, დევიდ მოიესი გასულ თვეში გაათავისუფლეს. მისი 10 თვიანი მუშაობის განმავლობაში "იუნაიტედმა" მხოლოდ მე-7 ადგილს მიაღწია.
როგორც მოსალოდნელია "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჰოლანდიელი სპეციალისტი, ლუი ვან გაალი დაიკავებს, თანაც ეს უახლოეს 48 საათში მოხდება.
ვიდიჩმა თვისი მე-300 და უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში და "სენტ მერიზე" მისი მანჩესტერული კარიერაც დასრულდა.
თუმცა იგი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ბოლო წელი "იუნაიტედში" ასეთი წარუმატებლობით იქნებოდა დამძიმებული და "წითლები" პირველად 1981 წლის შემდეგ ევროტურნირების გარეშე დარჩებოდნენ.
"არ მინდა რაიმეს დავაბრალო. ყველაფერი ერთ კვირაში არ მომხდარა. ეს გარდამავალი პერიოდი იყო. ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს."
"ვფიქრობდით, რომ წელს ტიტულის მოგება ძნელი იქნებოდა, ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო სეზონის დასაწყისი. რთული მატჩები გვქონდა და ყველაში დავმარცდით. 6 მატჩის შემდეგ ექვსი თუ შვიდი ქულით ჩამოვრჩებოდით სხვა გუნდებს. გუნდი წნეცის ქვეშ იყო და ამ ყველაფერს შედეგიც მოჰყვა."
მას შემდეგ რაც "იუნაიტედი" აპრილში "ბაიერნს" დაუპირისპირდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და საერთოდ ანგარიშით 4-2 დამარცხადა, ეს წარუმატებლობაც გარკვეულ წარმატებად მოინათლა.
"ეს არის წნეხი, რომელიც მედიამ შექმნა. მოთამაშეები გამოკითხეს, მენეჯერი გამოკითხეს, გუნდი გამოკითხეს. ხალხმა დაიწყო საუბარი, რომ აღარ ვიყავით საკმარისად კარგები და ახალი მოთამაშეები უნდა მოგვეყვანა"
"არ ვამბობ რომ კარგი სეზონი გვქონდა. ეს ცუდი პერიოდი იყო და მოთამაშეებსაც შეეძლოთ უკეთ ეთამაშათ. მაგრამ ყველამ დაკარგა გუნდის რწმენა. "