თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2014, 17:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2826,
კომენტარები: 12
ვიდიჩი სეზონს მიმოიხილავს
ნემანია წლევანდელ წელზე საუბრობს.
ვიდიჩი სეზონს მიმოიხილავს
სერბმა მცველმა, ნემანია ვიდიჩმა, რომელიც მომდევნო წელს იტალიის სერია ა-ში გააგრძელებს, არ აპირებს კონკრეტული მიზეზები დაასახელოს თუ რატომ გამოდგა ეს სეზონი წარუმატებელი.

სერ ალექს ფერგიუსონის რჩეული, დევიდ მოიესი გასულ თვეში გაათავისუფლეს. მისი 10 თვიანი მუშაობის განმავლობაში "იუნაიტედმა" მხოლოდ მე-7 ადგილს მიაღწია.

როგორც მოსალოდნელია "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჰოლანდიელი სპეციალისტი, ლუი ვან გაალი დაიკავებს, თანაც ეს უახლოეს 48 საათში მოხდება.

ვიდიჩმა თვისი მე-300 და უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში და "სენტ მერიზე" მისი მანჩესტერული კარიერაც დასრულდა.

თუმცა იგი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ბოლო წელი "იუნაიტედში" ასეთი წარუმატებლობით იქნებოდა დამძიმებული და "წითლები" პირველად 1981 წლის შემდეგ ევროტურნირების გარეშე დარჩებოდნენ.

"არ მინდა რაიმეს დავაბრალო. ყველაფერი ერთ კვირაში არ მომხდარა. ეს გარდამავალი პერიოდი იყო. ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს."

"ვფიქრობდით, რომ წელს ტიტულის მოგება ძნელი იქნებოდა, ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო სეზონის დასაწყისი. რთული მატჩები გვქონდა და ყველაში დავმარცდით. 6 მატჩის შემდეგ ექვსი თუ შვიდი ქულით ჩამოვრჩებოდით სხვა გუნდებს. გუნდი წნეცის ქვეშ იყო და ამ ყველაფერს შედეგიც მოჰყვა."


მას შემდეგ რაც "იუნაიტედი" აპრილში "ბაიერნს" დაუპირისპირდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და საერთოდ ანგარიშით 4-2 დამარცხადა, ეს წარუმატებლობაც გარკვეულ წარმატებად მოინათლა.

"ეს არის წნეხი, რომელიც მედიამ შექმნა. მოთამაშეები გამოკითხეს, მენეჯერი გამოკითხეს, გუნდი გამოკითხეს. ხალხმა დაიწყო საუბარი, რომ აღარ ვიყავით საკმარისად კარგები და ახალი მოთამაშეები უნდა მოგვეყვანა"

"არ ვამბობ რომ კარგი სეზონი გვქონდა. ეს ცუდი პერიოდი იყო და მოთამაშეებსაც შეეძლოთ უკეთ ეთამაშათ. მაგრამ ყველამ დაკარგა გუნდის რწმენა. "


BBC
სიახლეები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
14 მაი 2014 17:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრამ ყველამ დაკარგა გუნდის რწმენა

good2
0
№2
ავტორი: UTD-Rule
14 მაი 2014 17:56
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
კარგად დაასრულა! winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: RojoDiablo
14 მაი 2014 17:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მართლაც დიადი სერბია ჩვენი კაპიტანი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: kOsTiA
14 მაი 2014 18:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
უძლიერესი.
0
№5
ავტორი: Manchester_M
14 მაი 2014 18:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ახლა ვინ ჩაიბარებს კაპიტნის სამკლაურს მაგაზეც რომ გაეკეთებინა კომენტარი კაი იქნებოდა ისე ძან საინტერესოა ვის ერგება კაპიტნის სამკლაური
0
№6
ავტორი: love united
14 მაი 2014 19:56
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მომენატრება ვიდა love იმედია ღირსეულ შემცვლელს მოიყვანენ
0
№7
ავტორი: Manchester_M
14 მაი 2014 20:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ტრანსფერებთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ არის ?
0
№8
ავტორი: desktop utd
15 მაი 2014 07:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 43
Manchester_M,
სავარაუდოდ რუნი გახდება გუნდის კაპიტანი.
0
№9
ავტორი: red devil
15 მაი 2014 09:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
desktop utd,
ვანგაალი თუ მოვიდა შეიძლება პერსი გახდეს
0
№10
ავტორი: Macklemore
15 მაი 2014 16:30
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვიდა შენზე მაგარი კაპიტანი ამ ფორმაციის მანჩესტერს ვერ ეყოლება! ძალიან მაგარი იყავი და ხარ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top