როი ჰოჯსონის განცხადებით, ის არ აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელის წაყვანას მუნდიალიზე. ინგლისის ბოსი შიშობს, რომ კლუბის ცუდი გამოსვლები მათზე იმოქმედებს და კარგად ვერ მოახერხებენ თამაშს. ამ ფეხბურთელთა სიაში კი მაიკლ ქერიკი, დენი უელბეკი, ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, ეშლი იანგი და ტომ ქლევერლი მოხვდნენ.
უელბეკი და ქერიკი რეგულარულად იღებდნენ მუნდიალის საკვალიფიკაციო თამაშებში მონაწილეობას, თუმცა მათი წაყვანის შანსები "იუნაიტედის" იმედგამაცრუებელმა სეზონმა შეამცირა.
ქერიკი და უელბეკი ნაკრებში გარანტირებული ადგილებისგან შორს არიან.
თუ ჰოჯსონი მათ წაიყვანს, ინგლისის დაცვაში სმოლინგისა და ჯონსის დუეტს ვიხილავთ.ჰოჯსონმა, მტკიცედ განაცხადა, რომ მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ხდება კლუბში:
"მანჩესტერ იუნაიტედი" იმ ცოტა გუნდიდან ერთ-ერთია, რომელშიც ბევრი ინგლისელი თამაშობს. ფეხბურთელები დამეთანხმებიან იმაზე, რომ მათი სანაკრებო კარიერა მათ საკლუბო კარიერაზეა დამოკიდებული. თუ ისინი კლუბში ვერ აკეთებენ ყველაფერს სათანადო დონეზე, ესნაკრებთან დაკავშირებით პრობლემებს შეუქმნით, ხოლო თუ ისინი საოცრად თამაშობენ კლუბებში, მაშინ ისინი უეჭველად გამოძახებულნი იქნებიან ნაკრებებში."
ტომ ქლევერლი და ეშლი იანგი ბრაზილიის საგზურისთვის იბრძვიან. "დარწმუნებული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები გამიგებენ. მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება, თუ ახლა ცოტა თამაშის ჩატარება მოუწიათ, გაცილებით მეტს ჩაატარებენ მომავალში. ამ მომენტში მე რაც მევალება, ეს მოცემულ პოზიციებზე საუკეთესო ფეხბურთელების არჩევაა,"-დაასრულა ინგლისის მწრთვნელმა.
უეინ რუნი, ტრამვების მიუხედავად, ალბათ უეჭველად გამოიძახებენ ნაკრებში და ის პირვლივე მატჩს ჩაატარებს იტალიის წინააღმდეგ 14 ივნისს. ქერიკი, უელბეკი, ჯონსი და სმოლინგი იბრძოლებენ ძირითადში მოსახვედრად. მაგრამ რაც შეეხებათ ქლევერლისა და იანგს, მათი შანსები ალბათ უკვე ამოწურულია და მათ აღარც კი უნდა იფიქრონ ბრაზილიაში წასვლაზე.
"პრემიერ ლიგის" დასრულების შემდეგ, 12 მაისს, ჰოჯსონი ფეხბურთელთა სიას გამოაქვეყნებს.
DailyMail