თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2014, 20:01
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2317,
კომენტარები: 17
ჰოჯსონი: კლუბში თუ ვერ თამაშობ, ნაკრებში ვერ ითამაშებ
ჰოჯსონი "იუნაიტედის" ფეხბურთელებზე
ჰოჯსონი: კლუბში თუ ვერ თამაშობ, ნაკრებში ვერ ითამაშებ
როი ჰოჯსონის განცხადებით, ის არ აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელის წაყვანას მუნდიალიზე. ინგლისის ბოსი შიშობს, რომ კლუბის ცუდი გამოსვლები მათზე იმოქმედებს და კარგად ვერ მოახერხებენ თამაშს. ამ ფეხბურთელთა სიაში კი მაიკლ ქერიკი, დენი უელბეკი, ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, ეშლი იანგი და ტომ ქლევერლი მოხვდნენ.

უელბეკი და ქერიკი რეგულარულად იღებდნენ მუნდიალის საკვალიფიკაციო თამაშებში მონაწილეობას, თუმცა მათი წაყვანის შანსები "იუნაიტედის" იმედგამაცრუებელმა სეზონმა შეამცირა.

ჰოჯსონი: კლუბში თუ ვერ თამაშობ, ნაკრებში ვერ ითამაშებ ჰოჯსონი: კლუბში თუ ვერ თამაშობ, ნაკრებში ვერ ითამაშებ

ქერიკი და უელბეკი ნაკრებში გარანტირებული ადგილებისგან შორს არიან.


ჰოჯსონი: კლუბში თუ ვერ თამაშობ, ნაკრებში ვერ ითამაშებ ჰოჯსონი: კლუბში თუ ვერ თამაშობ, ნაკრებში ვერ ითამაშებ

თუ ჰოჯსონი მათ წაიყვანს, ინგლისის დაცვაში სმოლინგისა და ჯონსის დუეტს ვიხილავთ.


ჰოჯსონმა, მტკიცედ განაცხადა, რომ მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ხდება კლუბში:

"მანჩესტერ იუნაიტედი" იმ ცოტა გუნდიდან ერთ-ერთია, რომელშიც ბევრი ინგლისელი თამაშობს. ფეხბურთელები დამეთანხმებიან იმაზე, რომ მათი სანაკრებო კარიერა მათ საკლუბო კარიერაზეა დამოკიდებული. თუ ისინი კლუბში ვერ აკეთებენ ყველაფერს სათანადო დონეზე, ესნაკრებთან დაკავშირებით პრობლემებს შეუქმნით, ხოლო თუ ისინი საოცრად თამაშობენ კლუბებში, მაშინ ისინი უეჭველად გამოძახებულნი იქნებიან ნაკრებებში."

ჰოჯსონი: კლუბში თუ ვერ თამაშობ, ნაკრებში ვერ ითამაშებ ჰოჯსონი: კლუბში თუ ვერ თამაშობ, ნაკრებში ვერ ითამაშებ

ტომ ქლევერლი და ეშლი იანგი ბრაზილიის საგზურისთვის იბრძვიან.


"დარწმუნებული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები გამიგებენ. მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება, თუ ახლა ცოტა თამაშის ჩატარება მოუწიათ, გაცილებით მეტს ჩაატარებენ მომავალში. ამ მომენტში მე რაც მევალება, ეს მოცემულ პოზიციებზე საუკეთესო ფეხბურთელების არჩევაა,"-დაასრულა ინგლისის მწრთვნელმა.

უეინ რუნი, ტრამვების მიუხედავად, ალბათ უეჭველად გამოიძახებენ ნაკრებში და ის პირვლივე მატჩს ჩაატარებს იტალიის წინააღმდეგ 14 ივნისს. ქერიკი, უელბეკი, ჯონსი და სმოლინგი იბრძოლებენ ძირითადში მოსახვედრად. მაგრამ რაც შეეხებათ ქლევერლისა და იანგს, მათი შანსები ალბათ უკვე ამოწურულია და მათ აღარც კი უნდა იფიქრონ ბრაზილიაში წასვლაზე.

"პრემიერ ლიგის" დასრულების შემდეგ, 12 მაისს, ჰოჯსონი ფეხბურთელთა სიას გამოაქვეყნებს.

DailyMail
სიახლეები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 მაი 2014 20:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არაა, წავშალე ჩემი სტატია. მეც დავწერე, ამგრამ ასეთი გაფორმებული არაა :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: RedGirl
4 მაი 2014 20:12
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
RojoDiablo,
არ მინახავს, თორე არ დავწერდი :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: VaRdo
4 მაი 2014 20:16
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: მარიამი
RojoDiablo,
არ მინახავს, თორე არ დავწერდი :დ


შენ მე რაც გითხარი ის დაწერე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: RojoDiablo
4 მაი 2014 20:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არა, შენ დამასწარი რამდენიმე წამით, ვერც ნახავდი ;) შენი ჯობია მაინც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Best 7
4 მაი 2014 20:51
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Iangs da kleverlis AR waiyvanen ratqmaunda da iunaitedidan ramdens waiyvanen mainteresebd
0
№6
ავტორი: Jubo
4 მაი 2014 22:07
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ჯონსისგან რაღა უნდა? კერიკმაც კი მოუკლო მარა სათადარიგოზე აუცილებლად დაჭირდება
ქლევერლი და იანგი ბაზარი არაა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: Lomsa099
4 მაი 2014 22:13
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
იანგი სმოლინგი და ქლევერლი ბაზარი არაა მარა ველბეკს ზამენაზე მაინც დააგდებ სწრაფია და გამოდგება რამეში, ქერიქისთვის შეილება კიარადა ბოლო მსოფლიოა და ჯონსი თუარ წაიყვანა მართლა პიტალოა ესმწვრთნელი რა ისედაც არმევასება ფუ:@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№8
ავტორი: Malboro463
4 მაი 2014 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
უილშერი, ბარკლი, ჯერარდი,ლამპარდი, კერიკი
ცენტრალური ნახევარმცველებიდან ესენი უეჭველი უდნა წაიყვანოს
0
№9
ავტორი: GeorgeBest
4 მაი 2014 22:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ქლევერლი–იანგი რა წასაყვანები არიან. გაიოვსება ლივერპულელებით ნაკრები მაგრად მიტყდება

ველბეკს გარანტირებული უნდა ჰქონდეს წესით ადგილი, ნაკრებში ძაან კარგია და მგონი უკმაყოფილოები არ უნდა იყვნენ
0
№10
ავტორი: Lev
4 მაი 2014 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ყველა ხვდება რომ ეგენი არაფრის მაქნისი ფეხბურთელები არიან .კერიკის და ჯონსის გარდა. ველბეკსაც გარისკავდა კაცი. ერთი ჩვენ ვართ რო ახალ კონრაქტებს ვუდებთ ეგეთ უნიჭო ფეხბურთელებს როგორებიც ქლევერლი და იანგი არიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top