თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2014, 13:44
ავტორი: Luka Gelashvili,
ნანახია: 2606,
კომენტარები: 14
შავმა კატებმა ეშმაკი განდევნეს
"მანჩესტერ იუნაიტედი" რაიან გიგზის ხელმძღვანელობით სენსაციურად დამარცხდა "სანდერლენდის" წინააღმდეგ
შავმა კატებმა ეშმაკი განდევნეს
"მანჩესტერ იუნაიტედი" რაიან გიგზის ხელმძღვანელობით სენსაციურად დამარცხდა "სანდერლენდის" წინააღმდეგ

აუცილებელი იყო თუ არა მოიესის წასვლა?

ნამდვილად არა! დევიდ მოიესი - იგი არ არის სერ ალექს ფერგიუსონი, რომელმაც კლუბის ისტორიაში ადგილი დაიკავა. ის არ არის ჟოზე მოურინიო, ხოსეპ გვარდიოლა ან თუნდაც კარლო ანჩელოტი. მაგრამ ეს არჩევანი გააკეთა ისეთმა ლეგენდარულმა ადამიანმა რომლის გადაწყვეტილებასაც ყველამ პატივი უნდა სცეს. გუნდი მოიესთან ერთად 21-ე საუკუნეში პირველად დამარცხა ამ რაოდენობით. მაგრამ არის თუ არა მხოლოდ მოიესი ამაში დამნაშავე? არ არის ცუდი , როდესაც "ახალი" მწვრთნელი "ახალ" გუნდს აშენებს. გულშემატკივრებმა და გლეიზერებმა ჩათვალეს , რომ შოტლანდიელი სპეციალისტი სულაც არ ყოფილა სპეციალისტი, არამედ "ევერტონის" დონის მწვრთნელი.

დავუბრუნდეთ თემას. ის ვინც ამბობს , რომ რაიან გიგზი - საუკეთესო არჩევანია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ცდება. რაიანი რა თქმა უნდა უაღრესად პატივსაცემი ადამიანია და არავის ეპარება ეჭვი იმაში , რომ ის მალე დიდ კლუბს გაწვრთვნის, მაგრამ ახლა ეს ასე არ არის, სამწუხაროდ. "ნორვიჩთან" გამარჯვება სერიოზული იყო, ეს მატჩი მოტივაციური გამოდგა გულშემატკივრებისთვის და ფეხბურთელებისთვის, მეტი არაფერი.

ვინ დავადანაშაულოთ?

სერ ალექს ფერგიუსონის ვერ დავადანაშაულებთ , რაც მან გუნდისთვის გააკეთა დაფასებული უნდა იყოს ყველა ერთგული გუნშემატკივრის მიერ.
გუნდში არ არიან ისეთი ფეხბურთელები , რომლებიც მატჩის ბედს გადაწყვეტენ. მხოლოდ ერთი-ორს თუ გამოვარჩევდი, ეს არის უეინ რუნი და დევიდ დე ხეა. დანარჩენები მოედნის ცენტრში აკეთებენ პასებს. დიახ არსებობს მატა , არსებობს ახალგაზრდა იანუზაი , მაგრამ ისინი თამაშის ბედს იშვიათად წყვეტენ. დაცვის შესახებ უბრალოდ გავჩუმდები და თავს დავხრი. ვინ არის აქ საუკეთესო? ევრა და ჯონსი. მაგრამ მათ სჭირდებათ დახმარება , რომელსაც ვერ უწევენ ვიდიჩი და ფერდინანდი, რაც ცუდია.

გლეიზერები ალბათ ნანობენ მოიესის დაკარგვას , თუმცა მათთვის მხოლოდ ფული და აქციებია მნიშვნელოვანი. "იუნაიტედი" უკვე დიდი ხანია ბრენდია. თუმცა შეცდომა უნდა გამოსწორდეს და ვის შეუძლია ამის გაკეთება? ვან გაალს - სხვას ვის? მისი ხასიათის მწვრთნელი მშვენიერი კანდიდატურაა "წითელი ეშმაკებისთვის". ხოლო შემდეგ უკვე სატრანსფერო პოლიტიკას უნდა ველოდოთ.

ბოლოს კი გულშემატკივრებს მივმართავ. დავმშვიდდეთ და გავაცნობიეროთ , რომ სეზონი ჩავარდა და დასაკარგი არაფერია. როდესაც ახალი მწვრთნელი მოვა - გვჯეროდეს, იმედი ვიქონიოთ და დაველოდოთ.
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
4 მაი 2014 20:11
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მოიესი უნდა წასულიყო. მაგრად შემეცოდა მაგრამ ჩემი კლუბის ნგრევას ვეღარ ვუყურებდი. მხოლოდ წაგებულ თამაშებზე არ არის საუბარი. ეს ის იუანიტედი აღარ იყო. ელემენტარული ბრძოლას ვერ ვხედავდი ხოლმე. რაც შეეხება გიგზს, ბაზარი არ არის კარგი ფეხბურთელი არ ნიშნავს კარგ მწრთვნელს, მაგრამ მგონია რომ სამი ოთხი სეზონის შემდეგ (ასისტენტად რომ დარჩეს) მაგარი მწრთნელი იქნება. გიგზს ეს დარჩენილი ოთხი თამაშ რომ მოეგო მაინც ვერ შევაფასებდით, საინტერესო ის იყო როგორ ითამაშებდა ზაფხულში რეალსა და ბარსასთან. რაც შეეხება ახალ მწრთვნელს აუცილებლად მხარში დავუდგებით და იმედი მაქვს არ დაგვაღალატებს :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№12
ავტორი: Juan Mata
4 მაი 2014 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
RojoDiablo,
SACKED არსად ეწერა :))
0
№13
ავტორი: Malboro463
4 მაი 2014 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
მოესი გასაშვები იყო აბა რა? მოვა ეხლა ვან გალი და გაკეთებს საჭირო ტრანსფერებს ეგ კიდე ვის მოათრევდა კაცმა არი ცის
0
№14
ავტორი: Macklemore
5 მაი 2014 02:06
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Juan Mata,
სწორედ ეგ სიტყვა ეწერა ყველგან. ფელაინის ინტერვიუში ზუსტად ეგ სიტყვა ეწერა რო ვწუხვარ რო გააგდესო.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top