თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2014, 13:44
ავტორი: Luka Gelashvili,
ნანახია: 2606,
კომენტარები: 14
შავმა კატებმა ეშმაკი განდევნეს
"მანჩესტერ იუნაიტედი" რაიან გიგზის ხელმძღვანელობით სენსაციურად დამარცხდა "სანდერლენდის" წინააღმდეგ
შავმა კატებმა ეშმაკი განდევნეს
"მანჩესტერ იუნაიტედი" რაიან გიგზის ხელმძღვანელობით სენსაციურად დამარცხდა "სანდერლენდის" წინააღმდეგ

აუცილებელი იყო თუ არა მოიესის წასვლა?

ნამდვილად არა! დევიდ მოიესი - იგი არ არის სერ ალექს ფერგიუსონი, რომელმაც კლუბის ისტორიაში ადგილი დაიკავა. ის არ არის ჟოზე მოურინიო, ხოსეპ გვარდიოლა ან თუნდაც კარლო ანჩელოტი. მაგრამ ეს არჩევანი გააკეთა ისეთმა ლეგენდარულმა ადამიანმა რომლის გადაწყვეტილებასაც ყველამ პატივი უნდა სცეს. გუნდი მოიესთან ერთად 21-ე საუკუნეში პირველად დამარცხა ამ რაოდენობით. მაგრამ არის თუ არა მხოლოდ მოიესი ამაში დამნაშავე? არ არის ცუდი , როდესაც "ახალი" მწვრთნელი "ახალ" გუნდს აშენებს. გულშემატკივრებმა და გლეიზერებმა ჩათვალეს , რომ შოტლანდიელი სპეციალისტი სულაც არ ყოფილა სპეციალისტი, არამედ "ევერტონის" დონის მწვრთნელი.

დავუბრუნდეთ თემას. ის ვინც ამბობს , რომ რაიან გიგზი - საუკეთესო არჩევანია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ცდება. რაიანი რა თქმა უნდა უაღრესად პატივსაცემი ადამიანია და არავის ეპარება ეჭვი იმაში , რომ ის მალე დიდ კლუბს გაწვრთვნის, მაგრამ ახლა ეს ასე არ არის, სამწუხაროდ. "ნორვიჩთან" გამარჯვება სერიოზული იყო, ეს მატჩი მოტივაციური გამოდგა გულშემატკივრებისთვის და ფეხბურთელებისთვის, მეტი არაფერი.

ვინ დავადანაშაულოთ?

სერ ალექს ფერგიუსონის ვერ დავადანაშაულებთ , რაც მან გუნდისთვის გააკეთა დაფასებული უნდა იყოს ყველა ერთგული გუნშემატკივრის მიერ.
გუნდში არ არიან ისეთი ფეხბურთელები , რომლებიც მატჩის ბედს გადაწყვეტენ. მხოლოდ ერთი-ორს თუ გამოვარჩევდი, ეს არის უეინ რუნი და დევიდ დე ხეა. დანარჩენები მოედნის ცენტრში აკეთებენ პასებს. დიახ არსებობს მატა , არსებობს ახალგაზრდა იანუზაი , მაგრამ ისინი თამაშის ბედს იშვიათად წყვეტენ. დაცვის შესახებ უბრალოდ გავჩუმდები და თავს დავხრი. ვინ არის აქ საუკეთესო? ევრა და ჯონსი. მაგრამ მათ სჭირდებათ დახმარება , რომელსაც ვერ უწევენ ვიდიჩი და ფერდინანდი, რაც ცუდია.

გლეიზერები ალბათ ნანობენ მოიესის დაკარგვას , თუმცა მათთვის მხოლოდ ფული და აქციებია მნიშვნელოვანი. "იუნაიტედი" უკვე დიდი ხანია ბრენდია. თუმცა შეცდომა უნდა გამოსწორდეს და ვის შეუძლია ამის გაკეთება? ვან გაალს - სხვას ვის? მისი ხასიათის მწვრთნელი მშვენიერი კანდიდატურაა "წითელი ეშმაკებისთვის". ხოლო შემდეგ უკვე სატრანსფერო პოლიტიკას უნდა ველოდოთ.

ბოლოს კი გულშემატკივრებს მივმართავ. დავმშვიდდეთ და გავაცნობიეროთ , რომ სეზონი ჩავარდა და დასაკარგი არაფერია. როდესაც ახალი მწვრთნელი მოვა - გვჯეროდეს, იმედი ვიქონიოთ და დაველოდოთ.
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
4 მაი 2014 13:47
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
შეფასება თქვენთვის მომინდვია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: Lev
4 მაი 2014 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
Luka Gelashvili,
დიდებული სტატია. მოკლე და კონკრეტულია და ამავე დროს ყველა კითხვაზე პასუხს სცემს. საღოლ ძმა. დაველოდოთ ზაფხულის სატრანსფერო სეზონს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: GeorgeBest
4 მაი 2014 14:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არანაირად არ გეთანხმები. მოიესის წასვლა საჭირო იყო 100% და ამაზ ემგონი აღარვინ დაობს. შეიძლება არც გიგზია ის ვინც გვინდა რომ იყოს მაგრამ ეგ მოიესს არ ამართლებს, ვერ ვუყურებდით გუნდის ნგრევას, ამას ყველა მიხვდა დ აგაუშვეს. სწორედ ფერგიუსონმა რომ მოიყვანა იმიტომ იყო მთელი სეზონი გუნდში და ყველანაირი შანსი გამოიყენა
0
№4
ავტორი: Manchester_M
4 მაი 2014 14:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ლუკა ეს შენ მიერ გაცემული პასუხებია თუ ვინმემ მისცა ეს ინტერვიუ ?
საერთო ჯამში კაია !!!!
0
№5
ავტორი: Luka Gelashvili
4 მაი 2014 14:21
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
Manchester_M,
ჩემს მიერ გაცემული პასუხებია.

გიორგი,
უბრალოდ ხაზი გავუსვი იმას , რომ ფერგის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ ,თორე მოიესის წასვლა არანაკლებად გამიხარდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№6
ავტორი: Best 7
4 მაი 2014 16:04
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Moisi ver shedzlebda iunaitedis gaxarebas, da gleizerebi AR swuxdnen iqneba midi was lit, imitom rom am sezonshi imdeni wavaget rom araperia gasakviri
0
№7
ავტორი: RojoDiablo
4 მაი 2014 16:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Luka Gelashvili,
მადლობა ძმაო ამ თემას რო შეეხე, მაგრამ შენ ნათქვამს გამოვეხმაურები.

უბრალოდ ხაზი გავუსვი იმას , რომ ფერგის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ ,თორე მოიესის წასვლა არანაკლებად გამიხარდა.
რას ნიშნავ ფერგის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ფერგიმ რომ თქვას მოიესი დაიტოვეთ, იმან კიდე 3-4 წელი ვერაფერი ქნას მაინც უნდა დავიტოვთ? ფერგიუსონიც ადამიანია და ისიც, როგორც ყველა შეიძლება შეცდეს.ფერგიუსონს პირადად პატივს ვცემ, მაგრამ მისი გადაწყვეტილებები მაშინ მორჩა, როცა გუნდი დატოვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Luka Gelashvili
4 მაი 2014 16:44
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
RojoDiablo,
3-4წელი სხვა საკითხია. ამხელა დროში რო მწვრთნელმა ვერაფერი ქნას არავინ დატოვებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№9
ავტორი: Juan Mata
4 მაი 2014 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
მოიესი თვითონვე წავიდა არავის გაუგდია :)) ვან გაალის იმედიღა მრჩება...
0
№10
ავტორი: RojoDiablo
4 მაი 2014 19:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Juan Mata,
თვითონ წავიდა? საიდან მოიტანთ ხალხო ასეთ რამეებს? მოიესის ინტერვიუ არ წაგიკითხავთ? წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, დრო არ მომცესო და გარდა ამისა კომპენსაციის თანხა გადაუხადეს. თAვისი ნებით წასულს არავინ მისცემდა. მოიესი კი არ წავიდა, გაუშვეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top