თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2014, 15:14
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 4658,
კომენტარები: 14
"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ
"ბაიერნი" – "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
ტურნირი: ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი, მეორე მატჩი
მსაჯი: იონას ერიქსონი
თარიღი: ოთხშაბათი, 9 აპრილი 2014 წელი.
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)
ტრანსლაცია: "ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ) "ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ) "ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
"ბაიერნი"

ტრავმირებულები: ალკანტარა, კონტენტო, შტარკე, ჩაქირი
დისკვალიფიკაცია: მარტინესი, შვაინსტაიგერი
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ

"ბაიერნი" ბევრი პრობლემით ხვდება მატჩს, გუარდიოლას არ ეყოლება არც შვაინსტაიგერი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო გასულ მატჩში, არც მარტინესი, დისკვალიფიკაციის გამო, ასევე ტრავმის გამო არ იქნებიან ალკანტარა, კონტენტო, შტარკე და ჩაქირი. გუნდი აშკარად დიდ დანაკლისს განიცდის.

"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ვან პერსი
დისკვალიფიკაცია: არავინ.
კითხვისნიშნისქვეშ: იანგი, რუნი.

"იუნაიტედს" მცირე პრობლემები ჰქონდა გასულ მატჩში ლიგაზე, არ ჰყავდა ევრა, რომელიც დღეს ძირითადშია. კლუბს რა თქმა უნდა დააკლდება რობინ ვან პერსი, რომელსაც კვლავ ტრამვა აქვს. ასევე გუნდ დააკლდება, რაფაელი, ევანსი და ფელაინი, ისინიც მანჩესტერში დარჩნენ და მიუნხენში არ გაჰყოლიან გუნდს.

"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

მიუხედავად ბოლო 2 ცუდად ჩატარებული მატჩისა ბუნდესლიგაზე, "ბაინერი" საერთო ჯამში საუკეთესო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს ევროპაში. გასული სეზონის ლიგის გამარჯვებული გუნდი დღეს სახლში მიიღებს "იუნაიტედს" და მიუხედავად დანაკლისებისა, ყველა ვარაუდობს, რომ მიუნხენური კლუბის გამარჯვებას მოიპოვებს დღეს. ბოლო მატჩი გერმანულმა კლუბმა ბუნდესლიგაში გასვლაზე დათმო "აუგსბურგთან", ანგარიშით 1-0, ცნობისთვის ეს პირველი მარცხი იყო ამ კლუბისთვის სეზონში გერმანიის მასშტაბით, ხოლო მის წინ გუნდმა საკუთარ კედლებში უმასპინძლა "ჰოფენჰაიმს", შეხვედრა კი 3-3 დასრულდა.


"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

მიუხედავად იმისა, რომ დევიდ მოიესმა პრემიერ ლიგის ბოლო მატჩები აბსოლიტურად კარგად ჩაატარა, გერმანიაში მისი წარმატების შანსი ძალიან ცოტაა. კლუბმა პრემიერ ლიგის ბოლო 2 მატჩში 8 გოლი გაიტანა, გაუშვა მხოლოდ 1. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" 29 მარტს სძლია "ასტონ ვილას" ანგარიშით 4-1, ოლდ ტრაფორდზე, ხოლო 5 აპრილს კლუბმა გასვლაზე მოიგო ანგარიშით 4-0, მისი მეტოქე კი "ნიუკასლი" იყო.


გუნდების დაპირისპირებები



მატჩის წინა განცხადებები


დევიდ მოიესი: ""მატჩის დაწყებას მოუთმენლად ველი. აქ ნახევარფინალისტების ბედი წყდება. ეს არის ყველაზე მნიშნველოვანი მატჩი, ვფიქრობ გუნდის ყველა წევრი ასე ფიქრობს. უნდა ვთქვა, რომ ინგლისურმა კლუბებმა ამ სეზონში ბაიერნის წინააღმდეგ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. ჩვენ წინაშე ურთულესი ამოცანა დგას, უნდა დავამარცხოთ გერმანიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მაგრამ ჩემს განკარგულებაში პროფესიონალი ფეხბურთელები არიან, რომელთაც შეუძლიათ მატჩის ბედის მთლიანად შეცვლა."

დარენ ფლეთჩერი: "ჩვენ ბაიერნს ბოლოს 2010 წელს დავუპირისპირდით, მატჩის შემდეგ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი დავრჩით. თამაში თავიდან ჩვენს სასარგებლოთ განვითარდა, მაგრამ ბოლოს შეცდომების შედეგად ლიგის მიღმა დავრჩით. იმედია ჩვენ დღეს მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას მოვიპოვებთ და ისევ იმედგაცრუებულნი არ დავრჩებით."

უეინ რუნი: "ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და გვჯერა, რომ მათი წყალობით ლიგაზე წარმატებებს მივაღწევთ. ამისათვის ბევრი უნდა ვიშრომოთ და კონცენტრირება მთლიანად ამ მატჩზე გადავიტანოთ. დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი მატჩი. რა თქმა უნდა მჯერა, რომ ჩვენ გადავლახავთ ბაიერნის წინაღობას და განვაგრძობთ ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად."

"ალიანს არენაზე" არანაკლები მხარდაჭერა ექნება "ბაიერნს", ვიდრე ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედს"

"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)




"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრომო)

მატჩის წინ
14 კომენტარი
№11
ავტორი: Beck.7
9 აპრილი 2014 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
უუუ მაგარი იგრაა იქნება მიდით ბიჭებოოოო ჯოჯოხეთი ბავარიას ჩვენ ხო წითელი ეშმაკები ვართ likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Red Devils ♥
№12
ავტორი: love united
9 აპრილი 2014 20:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მთავარია რუნი იყოს ხოდზე.ღირსეულად უნდა ითამაშონ
0
№13
ავტორი: RojoDiablo
9 აპრილი 2014 21:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დღეს ამ მატჩს უდიდესი იმედითა და რწმენით ვხვდები. მჯერა, რომ ჩვენი ბიჭები არიან ამის შემძლებელნი. მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება სწორედ რწმენის წყალობით. ვთხოოვ ღმერთს, რომ მოახდინოს სასწაული და დღეს ყველაფერი ისე დაასრულოს, როგორც ჩვენ გვსურს...რამეთუ უფალი ბრძანებს! ითხოვე და მოგეცემა, მაგრამ მოგეცემა ისე, როგორც გწამს...მე მწამს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: tupaca
9 აპრილი 2014 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
აუ ტიპმა ფლანგზე სმოლინგი დააყენა...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top