თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2014, 15:14
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 4333,
კომენტარები: 14
"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ
"ბაიერნი" – "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
ტურნირი: ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი, მეორე მატჩი
მსაჯი: იონას ერიქსონი
თარიღი: ოთხშაბათი, 9 აპრილი 2014 წელი.
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)
ტრანსლაცია: "ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ) "ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ) "ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
"ბაიერნი"

ტრავმირებულები: ალკანტარა, კონტენტო, შტარკე, ჩაქირი
დისკვალიფიკაცია: მარტინესი, შვაინსტაიგერი
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ

"ბაიერნი" ბევრი პრობლემით ხვდება მატჩს, გუარდიოლას არ ეყოლება არც შვაინსტაიგერი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო გასულ მატჩში, არც მარტინესი, დისკვალიფიკაციის გამო, ასევე ტრავმის გამო არ იქნებიან ალკანტარა, კონტენტო, შტარკე და ჩაქირი. გუნდი აშკარად დიდ დანაკლისს განიცდის.

"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ვან პერსი
დისკვალიფიკაცია: არავინ.
კითხვისნიშნისქვეშ: იანგი, რუნი.

"იუნაიტედს" მცირე პრობლემები ჰქონდა გასულ მატჩში ლიგაზე, არ ჰყავდა ევრა, რომელიც დღეს ძირითადშია. კლუბს რა თქმა უნდა დააკლდება რობინ ვან პერსი, რომელსაც კვლავ ტრამვა აქვს. ასევე გუნდ დააკლდება, რაფაელი, ევანსი და ფელაინი, ისინიც მანჩესტერში დარჩნენ და მიუნხენში არ გაჰყოლიან გუნდს.

"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

მიუხედავად ბოლო 2 ცუდად ჩატარებული მატჩისა ბუნდესლიგაზე, "ბაინერი" საერთო ჯამში საუკეთესო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს ევროპაში. გასული სეზონის ლიგის გამარჯვებული გუნდი დღეს სახლში მიიღებს "იუნაიტედს" და მიუხედავად დანაკლისებისა, ყველა ვარაუდობს, რომ მიუნხენური კლუბის გამარჯვებას მოიპოვებს დღეს. ბოლო მატჩი გერმანულმა კლუბმა ბუნდესლიგაში გასვლაზე დათმო "აუგსბურგთან", ანგარიშით 1-0, ცნობისთვის ეს პირველი მარცხი იყო ამ კლუბისთვის სეზონში გერმანიის მასშტაბით, ხოლო მის წინ გუნდმა საკუთარ კედლებში უმასპინძლა "ჰოფენჰაიმს", შეხვედრა კი 3-3 დასრულდა.


"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

მიუხედავად იმისა, რომ დევიდ მოიესმა პრემიერ ლიგის ბოლო მატჩები აბსოლიტურად კარგად ჩაატარა, გერმანიაში მისი წარმატების შანსი ძალიან ცოტაა. კლუბმა პრემიერ ლიგის ბოლო 2 მატჩში 8 გოლი გაიტანა, გაუშვა მხოლოდ 1. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" 29 მარტს სძლია "ასტონ ვილას" ანგარიშით 4-1, ოლდ ტრაფორდზე, ხოლო 5 აპრილს კლუბმა გასვლაზე მოიგო ანგარიშით 4-0, მისი მეტოქე კი "ნიუკასლი" იყო.


გუნდების დაპირისპირებები



მატჩის წინა განცხადებები


დევიდ მოიესი: ""მატჩის დაწყებას მოუთმენლად ველი. აქ ნახევარფინალისტების ბედი წყდება. ეს არის ყველაზე მნიშნველოვანი მატჩი, ვფიქრობ გუნდის ყველა წევრი ასე ფიქრობს. უნდა ვთქვა, რომ ინგლისურმა კლუბებმა ამ სეზონში ბაიერნის წინააღმდეგ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. ჩვენ წინაშე ურთულესი ამოცანა დგას, უნდა დავამარცხოთ გერმანიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მაგრამ ჩემს განკარგულებაში პროფესიონალი ფეხბურთელები არიან, რომელთაც შეუძლიათ მატჩის ბედის მთლიანად შეცვლა."

დარენ ფლეთჩერი: "ჩვენ ბაიერნს ბოლოს 2010 წელს დავუპირისპირდით, მატჩის შემდეგ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი დავრჩით. თამაში თავიდან ჩვენს სასარგებლოთ განვითარდა, მაგრამ ბოლოს შეცდომების შედეგად ლიგის მიღმა დავრჩით. იმედია ჩვენ დღეს მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას მოვიპოვებთ და ისევ იმედგაცრუებულნი არ დავრჩებით."

უეინ რუნი: "ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და გვჯერა, რომ მათი წყალობით ლიგაზე წარმატებებს მივაღწევთ. ამისათვის ბევრი უნდა ვიშრომოთ და კონცენტრირება მთლიანად ამ მატჩზე გადავიტანოთ. დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი მატჩი. რა თქმა უნდა მჯერა, რომ ჩვენ გადავლახავთ ბაიერნის წინაღობას და განვაგრძობთ ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად."

"ალიანს არენაზე" არანაკლები მხარდაჭერა ექნება "ბაიერნს", ვიდრე ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედს"

"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)




"ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრომო)

მატჩის წინ
14 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
9 აპრილი 2014 15:19
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ევრას დისკვალიფიკაცია მოეხსნა
0
№2
ავტორი: Shako Jones
9 აპრილი 2014 15:34
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ქამ ან იუ რედზ <3 !
0
№3
ავტორი: Lev
9 აპრილი 2014 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ან ფარით ან ფარზე!!!!!!!!!!!!!!!! manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: Barca Gogo
9 აპრილი 2014 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
• საინტერესო თამაში იქნება ^_^
0
№5
ავტორი: gilmour
9 აპრილი 2014 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
იტოკში პირველ ტაიმში კაცი უნდა გაუგდონ რა გერმანელებს. ისე ცენტრში მაგარი პრობლემები აქვთ, შვაინა და მარტინესი სერიოზული ძალაა, კი ყავთ ღირსეული შემცვლელები მაგრამ შემცვლელი მაინც შემცვლელია, ფიზიკურად ძლიერი ჩამშლელი აღარ დარჩათ და უნდა ვისარგებლოთ.
0
№6
ავტორი: Z A C K™
9 აპრილი 2014 17:39
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ფელაინი,ევანსი და რაფაელიც არ იქნებიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№7
ავტორი: N10
9 აპრილი 2014 18:34
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
რაფას არ ყოფნა მატიტყდა დანარჩენი იმედია რუნის შუა თამაშში ფეხი არ ასტკივდება love manunited manutd gun2
ისე მარტინესი და შვაინსტაიგერის არ ყოფნის დროს ფელაინი გაასწორებდა მეორე სართულზე ბრძოლაში მარა გუნდს არ გაყოლია
0
№8
ავტორი: Red Hooligan
9 აპრილი 2014 18:49
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
კარგი პრევიუა ყოჩაღ ავტორ.

იგივე სტილით უნდა ითამაშონ რაც მანჩესტერში. თამაშის გახსნას აზრი ხო არ აქვს და ბურთ ბაიერნს ვერ დაუჭერ. ფლანგზე უელბეკი (ნანი) ვალენსია თუ დააყენა კარგი იქნება სწრაფ კონტრშეტევებზე გადავლენ. ახლა რაც მაღელვებს რუნის მდგომარეობაა ითამაშოს უნდა 100 %.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: ელენე
9 აპრილი 2014 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
3 საათი და 45 წუთი. იმედია კარგი თამაში იქნება.
0
№10
ავტორი: GeorgeBest
9 აპრილი 2014 19:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ ავტორ

დღეს ყველაზე დიდი მატჩია, ყველაფერი უნდა დადონ იმენა მოედანზე

იმედია სასრუველი შედეგით დავასრულებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top