თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2014, 18:12
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 2777,
კომენტარები: 27
ვინ და რატომ უნდა დატოვოს გუნდი?
7 ფეხბურთელი, რომლებმაც სხვა და სხვა მიზეზის გამო უნდა დატოვოს გუნდი.
ვინ და რატომ უნდა დატოვოს გუნდი?
1) რიო ფერდინანდი


ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ფერდინანდი ყოველთვის გამოირჩეოდა თავის ბრძოლის უნარიანობით, პოზიციის სწორად შერჩევით და დიდი პროფესიონალიზმით, მაგრამ ეს იყო წლების წინ. დღეს რიომ საგრძნობლად მოუკლო თამაშს და ამისთვის ისიც კმარა თუ შარშანდელ და წლევანდელ შეხვედრებს გადავხედავთ. შარშან ფერდინანდმა პრემიერ ლიგაში სულ 29 შეხვედრა ჩაატარა და ჯერ კიდევ ითვლებოდა გუნდის სრულფასოვან წევრად ვიდიჩთან ერთად. წელს კი ამ მაჩვენებელმა საგძნობლად იკლო. განვლილი 28 ტურის შემდეგ ფერდინანდმა მხოლოდ და მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა რაც მისი ცუდი სათამაშო ფორმის დამსახურებაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ალბათ რიო ფერდინანდი ერთერთი მათგანი იქნება ვინც წელს გუნდს დატოვებს.

ვინ და რატომ უნდა დატოვოს გუნდი?



2) ნემანია ვიდიჩი


ფეხბურთელი, რომელიც 90% ზაფხულში გუნდს დატოვებს და დიდი ალბათობით იტალიურ მილანის "ინტერს" შეუერთდება. ეს ყველაფერი კი მისი არასტაბილურობით არის გამოწვეული. თუ ზემოთ ფერდინანდის ცუდ ფორმას გავუსვით ხაზი არ შეიძლება ვიდიჩის რეგრეს არ შევეხოთ. გუნდის კაპიტანი და დაცვის ბურჯი და ლიდერი დღეს ერთ_ერთი ყველაზე სუსტი რგოლია. წლევანდელ მის შეხვედრებს თვალს ვინც ადევნებს დამეთანხმება, რომ როდესაც სერბი მოედანზეა "იუნაიტედის" კარში გატანილო გოლების 40% თუ უფრო მეტი არა მის სინდისზეა. სწორედ ამის გამო არის , რომ ვიდიჩი მომავალი წლიდან ინგლისიდან იტალიაში გადაბარგდება და იქ განაგრძობს უკვე თავის კარიერის ბოლო წლებს. 2 წლის უკანდელი გაუვალი ვიდიჩი -ფერდინანდის დუეტი დღეს სამწუხაროდ აღარ არსებობს.

ვინ და რატომ უნდა დატოვოს გუნდი?



3) ალექსანდრ ბიუტნერი


თუკი ზემოდ ხსენებული 2 მცველის წასვლა იმით აიხსნება, რომ ასაკში შევიდნენ და თავაანთი წვლილი უკვე შეიტანეს "იუნაიტედის" განვითარებაში ამჯერად საქმე უფრო რთულადაა. ბიუტნერი 2 წლის უკან გადმოვიდა "იუნაიტედში" და დიდი სათამაშო დროც არ ეძლევა ვინაიდან მის პოზიციაზე ფრანგი პატრის ევრაა. სულ ამ 2 წლის განმავლობაში ჰოლანდიელმა "იუნაიტედის" მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა და ამ მატჩებმა გვაჩვენეს, რომ "იუნაიტედის" დონის მცველი ბიუტნერი ნამდვილად არ არის და უფრო ღირსეული შემცვლელი გვჭირდება. ეს ყველაფერი კი მისი არასტაბილურობით და ბავშვური შეცდომებით არის განპირობებული. თუ კარგად დააკვირდებით მის თამაშს ერთი შეხედვით სულაც არაა ცუდი მცველი, მაგრამ შეტევაში გართობა უყვარს რის შემდეგაც დაცვაში ჩამოსვლას ვეღარ ასწრებს და დიდ გუნდებთან ეს დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ასევე უნდა ავღნიშნოთ მისი ბურთთან რთულად გამოთხოვება რის გამოც ხშირად იკარგება ბურთი. ასე და ამგვარად კიდევ ერთი მცველი, რომელამც გუნდი უნდა დატოვოს ეს სწორედ ჰოლანდიელია. ის იმაზე დიდ გუნდში მოხვდა ვიდრე წარმოედგინა.

ვინ და რატომ უნდა დატოვოს გუნდი?


4) ეშლი იანგი


ფეხბურთელი, რომელიც ერთ_ერთი ყველაზე დიდი იემდგაცრუებაა "იუნაიტედის" ქომაგებში. მისი პირველი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და გუნდის ძირითად ფეხბურთელადაც მოიაზრებდა ბევრი, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო. ინგლისელი ნახევარმცველი ვერა და ვერ გაიხსნა ბოლომდე და არა მხოლოდ ვერ გაიხსნა არამედ დღითი_დღე მისი სათამაშო ფორმა უფრო და უფრო უარესდებოდა. რით არის ეს ყველაფერი განპირობებული რთული სათქმელია, მაგრამ იანგის წუთები, რომ "მანჩესტერში" დათვლილია ეგ ყველასათვის ნათელია. მარტო წლევანდელი წლით, რომ ვიმსჯელოთ იანგის სახით "მანჩესტერს" ჰყავს ერთი საშუალოზე საშუალო დონის ფებხურთელი, რომელსაც ზედმეტად მეტი სათამაშო დრო ეცემა და ამ ყველაფრის ფონზე მაინც ვერანაირი სარგებელი ვერ მაოქვს გუნდისთვის და მისი წამოწყებულ შეტევებიც ერთფეროვანი და მოსაბეზრებელია.

ვინ და რატომ უნდა დატოვოს გუნდი?



5) ლუის ნანი


ახალი რონალდო. სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მას 2010/11 წლებში როდესაც პორტუგალიელი ფორმის პიკში იყო და "იუნაიტედი" მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. შეიძლება ზედმეტად გადამეტებული იყო მისი რონალდოსთან გაიგივება, მაგრამ ნანის რომ დიდი პოტენციალი გააჩნდა ამაზე ყველა ერთხმად ვთანხმდებით. ყველაფერი დაიწყო 2 წლი უკან როდესაც ლუის ნანის სათამაშო ფორმა და დრო ერთნაირად დაეცა. სერ ალექს ფერგიუსონიც კი ხშირად მნიშვნელოვან მატჩებში ანტონიო ვალენსიას უფრო ენდობოდა ვიდრე პორტუგალიელს. ამ ყველაფრის ფონზე ნანიმ წლევანდელი სეზონი კიდევ უფრო ჩააგდო, მაგრამ ეს უკვე ტრავმების ბრალიც არის რის გამოც უკვე კარგახანია ლაზარეთში იმყოფება და ვერა და ვერ ახერხებს გამოჯამრთელებას. ერთი რამ კი ნათელია, ნანიმ თავის შესაძლებლობები "მანჩესტერში ამოწურა და დიდი ალბათობით ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. უკვე მე_2 წელია "იუნაიტედისთვის" არანაირი სარგებელი არ მოაქვს პორტუგალიელს.

ვინ და რატომ უნდა დატოვოს გუნდი?



6) ტომ ქლევერლი


კიდევ ერთი ნახევარმცველი, რომელსაც "იუნაიტედის" ფანებისგან კრიტიკის ქარ_ცეცხლი დაატყდა. ყველაზე არაპროდუქციული ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე დიდი დრო მიეცა წლევანდელ სეზონში. სწორედ ამის ფონზე "იუნაიტედის" ამჟამინდელი ფორმა ადვილად აიხსნება. "უიგანიდან" დაბრუნებულიქლევერლი ბევრმა უმალ ბექემის შემცვლელად მონათლა და უახლოეს მომავალში მისი სახით "იუნაიტედს" და ინგლისის ნაკრებს უდიდესი ფეხბურთელი ეზრდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მითი აღმოჩნდა. ქლევერლის ნიჭი და პოტენციალი ყოველი მატჩის წინ ქრებოდა და საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ აღარავის მისი შესაძლებლობის არ სჯერა, მეტიც. ის დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს ან უარეს შემთხვევაში სათადარიგოთა ფეხბურთელი გახდება, რომელიც ხშირად 18 კაცში ვერ მოხდება ეს კი მას შემდეგ რაც "იუნაიტედი" ახალი ფეხბურთელებით დაკომლექტდება.

ვინ და რატომ უნდა დატოვოს გუნდი?



7) რაიან გიგზი


მოდით ვიყოთ პირდაპირები და ვაღიაროთ, რომ გიგზის ფეხბურთი მორჩა. ყველამ ვიცით, რომ ლეგენდა და ყველა უდიდეს პატივს ვცემთ როგორც ფეხბურთელს და როგორც პიროვნებას იმის გამო რაც მან "იუნაიტედისთვის" გააკეთა ამდენი წლის განმავლობაში, მაგრამ ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც ადგილი სხვას უნდა დაუთმო. წლევანდელ სეზონში თუ ვიტყვით, რომ გიგზის გარეშე ვთამაშობთ არავინ არ შემეკამათება, ვინაიდან მოედანზე სულ რამოდენიმეჯერ გამოჩნდა. ასევე ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველ წლიურად იკლებს გიგზის სათამაშო დრო და შედეგიანობა. ასე და ამგავრად სჯობს ადგილი უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაუთმოს. რაც შეეხება გიგგზს ის მუდამ იქნება "იუნაიტედის" ფანების გულში და იმ ეპოქის მთავარ მოქმედ პირად რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქა ჰქვია.

ვინ და რატომ უნდა დატოვოს გუნდი?



ეს ის 7 ფეხბურთელია, რომლებამც ზოგმა ამოწურა თავის შესაძლებლობები, ზოგმა ვერ გაამართლა და ზოგიც კი ასაკშია და მისი გუნდში ყოფნა არაფერ სასიკეთოს არ მოგვიტანს. ამ სიას შეიძლება კიდევ 2-3 ფეხბურთელის მიმატება, მაგრამ ეს უკვე ძალიან არარეალური იქნება. იუნაიტედს ერთ სეზონში 10-11 ფეხბურთელი არ დატოვებს, ამის ილუზია არავის ჰქონდეს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ამ ფეხბურთელებს ეკსირებათ წლევანდელი "იუნაიტედის" ცუდად ასპარეზობა. შეიძლება ზოგიერთმა გუნდის მთავარ მენეჯერს დაბრალოს, მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ იუნაიტედის 27-28 კაციანი განაცხადიდან რამდენი იმსახურებს ყოფნას ამ გუნდში დღეს ამ წუთას? ამის შემდეგ ყველამ თავის თავს დაუსვას კითხვა ამდენი უსარგებლო ფეხბურთელით შეიძლება მსოფლიოს ყველაზე რთული "ჩემპიონატის" მოგება? კი თუ სერ ლექს ფერგიუსონია, მაგრამ დიდი ალბათ წელს ვერც ფერგიუსონი მოიგებდა ამ შემადგენლობით ინგლისის ჩემპიონატს რადგან უმრავლესობამ თავის თავი ამოწურა. გუნდს ახალი სისხლი და ახალი შემართება სჭირდება ახალი ფეხბურთელებით და ახალი მიზნებით.
სტატიები
27 კომენტარი
№11
ავტორი: I L C
5 მარტი 2014 22:36
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
mindo_96,
ბარემ სახელიც შევუცვალოთ იუნაიტედსს.. wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№12
ავტორი: Rosso Diavolo
5 მარტი 2014 23:14
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გიგზი ან სქოულზი მწვრთნელად !!!


საღოლ დთო კარგი სტატიაა !!
0
№13
ავტორი: Luka Gelashvili
6 მარტი 2014 00:01
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ვან პერსიც !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№14
ავტორი: chudikone
6 მარტი 2014 02:55
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნანი და გიგზი ნაღდად არ არიან გასაშვებები. ვინც ასე ფიქრობთ შემოტრიალდით ტელევიზორისკენ და ისე უყურეთ ფეხბურთს. გიგზზე კარგ პასებს მხოლოდ რუნი არიგებს დღევანდელ მანჩესტერში. ხოლო ნანი კუზიან იანგს და ცალფეხა ვალენსიას ყავარჯნებითაც ჯობია.

ციტატა: LizarD
თავის პოზიციაზე კარგად თამაშობს. რატომ ითხოვთ ცენტრალურისგან ფლანგის დაცვას ვერ ვხვდები.

გეთანხმები

ციტატა: mindo_96
ამ 7 კაცის მერე უნდა დაუმატო სმოლინგი ევანსი ანდერსონი კაგავა ჩიჩარიტო ევრა

ჰო.. და ვაფშე ჩვენი კარგიც მოვდღან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№15
ავტორი: VaRdo
6 მარტი 2014 03:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: chudikone
ვინც ასე ფიქრობთ შემოტრიალდით ტელევიზორისკენ და ისე უყურეთ ფეხბურთს.


ანუ მე ფეხბურთს არ ვუყურებ ხო? aaaeee
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№16
ავტორი: GeorgeBest
6 მარტი 2014 07:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გეთანხმები. გიგზი და ვიდა რომ წავლენ ეს უკვე 100% ვიცით. ფერდინანდის ადგილი აღარაა ძირითადში და არ უნდა ელოდოს სათამაშო დროს. ბიუტნერი არ ვიცი, შეტევაში უფორ მომწონს ვიდრე დაცვაში, მაგრამ საერტო ჯამში არ მეიმედება ამ ბიჭის. იანგი–ქლევერლის დუეტს არ შევაფასებ

მოიყვანონ მარცხენა მცველი, შოუ ყველაზე კარგი ვარიანტია ალბათ და იმედია რაღაცას იზამენ. მანაგალა–ჯონსის დუეტი მგონი ცენტრში კარგი იქნება. კროოსი (ან ერარა) ფლანგზე ვინმე როისი არამგონია მაგრამ მაინც :დ მატას და რუნის დაუბრუნონ თავის პოზიციზები
0
№17
ავტორი: რედი
6 მარტი 2014 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ვან პერსი გაუშვან და მის მაგივრად ლუის სუარესი მოიყვანონ:):):):) ვიცი ოცნებაა მაგრამ ამზე უკეთ ვერავინ ვერ გაქაჩავს იუნაიტედში:):) დაიმატონ კროოსი, შოუ, ლალანაც არააა ცუდი ვარიანტი და ჰუმელსი:):) აი ეგენი და პრობლემა მოგვარებულია:):) მთავარია რა დაჯდება?
0
№18
ავტორი: love united
6 მარტი 2014 15:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რედი,
სუარესის მანჩესტერში გადასვლა გამორიცხულია.

დანარჩენს რაც შეეხება ამ 7 ფეხბურთელიდან ყველა უნდა წავიდეს ჩემი აზრით.მაგრამ მერე ამათი შემცვლელებიც უნდა მოიყვანონ.იმედია ზაფხულში მოგვარდება სიტუაცია.
0
№19
ავტორი: Jubo
6 მარტი 2014 16:29
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ქლევერლის არ გაუშვებენ. და არც ნანის. დანარჩენებს წარმატებები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№20
ავტორი: Malboro463
6 მარტი 2014 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5866
ციტატა: chudikone
ანი და გიგზი ნაღდად არ არიან გასაშვებები. ვინც ასე ფიქრობთ შემოტრიალდით ტელევიზორისკენ და ისე უყურეთ ფეხბურთს. გიგზზე კარგ პასებს მხოლოდ რუნი არიგებს დღევანდელ მანჩესტერში. ხოლო ნანი კუზიან იანგს და ცალფეხა ვალენსიას ყავარჯნებითაც ჯობია

გიგზს მოტივაცია აღარ აქვს ყველა თამაშს ვერ ათამაშებ ვინმე უფრო ძლიერი ფეხბურთელი წირდება გუნდს და გიგზს რა დროც დაეთმობა ის დრო ახალგაზრდებს გამოუყოს ჯობია სამომავლოდ გამოადგება გუნდს. გიგზმა ჯობია მწვრთნელობას მიხედოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top