თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2014, 20:28
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2672,
კომენტარები: 16
მოიესის ტაქტიკა
დევიდ მოიესი შტურმის აღებას გეგმავს
მოიესის ტაქტიკა
დევიდ მოიესს სურს, რომ შტურმი აიღოს და ბერძნული გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხოს. შოტლანდიელს ძალიან საინტერესო ტაქტიკები აქვს ამ მატჩისთვის.
დევიდის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "შახტართან" და "რეალ სოსიედადთან" მატჩებში მინიმალური ამბიცია გამოამჟღავნეს. "ლევერკუზენის ბაიერთან" მატჩი კი "იუნაიტედისთვის" ანომალიად ითვლება ამ სეზონში.


ფლეი–ოფის გასვლითი მატჩები სრულიად განსხვავდება ჯგუფური ეტაპის მატჩებისგან. ძალიან საინტერესოა, თუ როგორი თაქტიკით იმოქმედებს დევიდ მოიესი, ჩადგება თუ არა კლუბი დაცვაში, თ პირველივე წუთებიდან შეტევაში წავლენ? იმის გათვალისწინებით, რომ "ოლიმპიაკოსმა" პირველი შეხვედრა 2–0 მოიგო, "იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა შეუტიოს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ სტუმრად გატანილი გოლი ძვირად ფასობს, ასე რომ დევიდ მოიესმა ისიც უნდა შეძლოს, რომ კლუბმა გოლი არ გაუშვას. აქედან გამომდინარე, "იუნაიტედი" სტადიონზე დაბალანსებული უნდა იყოს, კარგად უნდა გამოიყურებოდეს, როგორც დაცვაში ასევე შეტევაშიც.


მანჩესტერ იუნაიტედის დაცვითი სქემა


თუ დევიდ მოიესი გადაწყვეტს დაცვითი სქემის არჩევას, ეს ძალიან დაემგვანება ქვემოთ მოცემულ სურათს.

ამ მატჩში რობინ ვან პერსი "მარტოხელა თავდამსხმელის" როლს თამაშობდა, დენი ველბეკი კი მის უკან თამაშობდა და ხშირად გადადიოდა მარცხენა ფლანგზე, ხოლო ვალენსია თავის ჩვეულ, მარჯვენა ფლანგზე დადგა. მაიკლ კერიკი ფელაინიზე უკან დადგა და სურათშიც არ ჩანს.

მოიესის ტაქტიკა


ეს ყველაზე ძალიან ჰგავს ამ ტაქტიკას – 4–5–1, მინდვრის ცენტრში თამაშობდნენ კერიკი, ფელაინი და ქლევერლი. არ არის გამორიცხული ისიც, რომ დევიდ მოიესმა "ოლიმპიაკოსთან" მატჩში 4–4–1–1 ტაქტიკას მიმართოს, იანგი და ვალენსია ფლანგებზე, ხოლო რუნი ვან პერსის უკან.

თუ შოტლანდიელი ამ ტაქტიკით იმოქმედებს, სწორედ ამ სურათს დაემგვანება:

მოიესის ტაქტიკა


ამ მატჩში რუნი ევრას აზღვევდა მარცხენა ფლანგზე, მაგრამ ახლა ამის გაკეთება სავარაუდოდ ეშლი იანგს მოუწევს, ხოლო რუნი ცენტრისკენ გადაიწევს, იმ ადგილას სადაც "არსენალთან" მატა თამაშობდა.
თუ ფელაინი დადგება ცენტრში მას მოუწევს კერიკთან ერთად თამაში. "კრისტალ პალასთან" მატჩში ამ დუეტმა კარგი მატჩი ჩაატარა.

კონტრშეტევა ფლანგებიდან


"იუნაიტედი" ხშირად იყენებს ფლანგებს შეტევებისთვის. ფლანგებიდან შეტევებში გართობას შეიძლება კონტრ-შეტევა მოჰყვეს, რაც შეიძლება კლუბს ძვირად დაუჯდეს.

მოიესის ტაქტიკა


ერნან პერესი "ოლიმპიაკოსის" საკმაოდ კარგი ფეხბურთელია, ის ძალიან სწრაფია ამიტომ "იუანიტედის" ვინგერებს მოუწევთ დაცვიდან თამაში იმისთვის, რომ მათ კართან ამ ფეხბურთელმა ნაკლები ხიფათი შექმნას.

კონტრ-შეტევა ცენტრიდან - განსაკუთრებით მატჩის დასასრულს


მოიესის ტაქტიკა


ამ სურათზე კარგად ჩანს მატა, რომელიც მზადაა ვან პერსი ერთი-ერთზე გაიყვანოს, ხოლო რუნი ორ მცველს ართობს.

რა თქმა უნდა, მატა "ოლიმპიაკოსთან" თამაშს ვერ შეძლებს, ასე რომ დიდი ალბათობით ამ ადგილს ან იანგი ამ კიდევ იანუზაი დაიკავებენ. "იუნაიტედის" თავდამსხმელებს შეუძლიათ ძალიან რთული სიტუაციებიდან დარტყმა. ამ მატჩში მატამ ვან პერსის გადააწოდა ბურთი, ხოლო ჰოლანდიელმა ძალიან მახვილი კუთხიდან შეძლო დარტყმა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი დიდ იმედს იტოვებს, რომ დევიდ მოიესი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაფერის ტაქტიკას გამოიყენებს.

წყარო:http://redevils.ru
სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
3 მარტი 2014 01:30
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
როგორ მინდა დიდი ანგარიშით გამარჯვება რა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№12
ავტორი: chudikone
3 მარტი 2014 02:19
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
თუ კიდე ქლევერლი და იანგი დააყენა ძირითადში, არაფრის იმედი არ გქონდეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№13
ავტორი: Macklemore
3 მარტი 2014 04:14
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Fella gvinda centrshi. Dacvashi jonesi dadgeba rios magivrad da rafac dabrundeba. Rio da smallingi roar yofiliyvnen pirvel tamashshi mgoni jobda. Ravici, imedi mainc maqvs!!
0
№14
ავტორი: Count Alucard
3 მარტი 2014 12:02
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იანგი და კლევერლი არ დამანახოს სასტარტოში თორემ დედას ვაგინებ ამ მოისს, რით ვეღარ შეიგნო რომ ნაგავია ორივე, 1 წელი რო ვივარჯიშო მე უკეთ თუ არ ვთამაშო ვიდრე ეგ 2 თამაშობს.
0
№15
ავტორი: lefty
3 მარტი 2014 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
სად მოიესი სად ტაქტიკა facepalm
0
№16
ავტორი: Manchester United 14
3 მარტი 2014 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მოიესმა აირჩია ლენჩი ტაკტიკა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top