თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2014, 20:28
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2638,
კომენტარები: 16
მოიესის ტაქტიკა
დევიდ მოიესი შტურმის აღებას გეგმავს
მოიესის ტაქტიკა
დევიდ მოიესს სურს, რომ შტურმი აიღოს და ბერძნული გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხოს. შოტლანდიელს ძალიან საინტერესო ტაქტიკები აქვს ამ მატჩისთვის.
დევიდის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "შახტართან" და "რეალ სოსიედადთან" მატჩებში მინიმალური ამბიცია გამოამჟღავნეს. "ლევერკუზენის ბაიერთან" მატჩი კი "იუნაიტედისთვის" ანომალიად ითვლება ამ სეზონში.


ფლეი–ოფის გასვლითი მატჩები სრულიად განსხვავდება ჯგუფური ეტაპის მატჩებისგან. ძალიან საინტერესოა, თუ როგორი თაქტიკით იმოქმედებს დევიდ მოიესი, ჩადგება თუ არა კლუბი დაცვაში, თ პირველივე წუთებიდან შეტევაში წავლენ? იმის გათვალისწინებით, რომ "ოლიმპიაკოსმა" პირველი შეხვედრა 2–0 მოიგო, "იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა შეუტიოს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ სტუმრად გატანილი გოლი ძვირად ფასობს, ასე რომ დევიდ მოიესმა ისიც უნდა შეძლოს, რომ კლუბმა გოლი არ გაუშვას. აქედან გამომდინარე, "იუნაიტედი" სტადიონზე დაბალანსებული უნდა იყოს, კარგად უნდა გამოიყურებოდეს, როგორც დაცვაში ასევე შეტევაშიც.


მანჩესტერ იუნაიტედის დაცვითი სქემა


თუ დევიდ მოიესი გადაწყვეტს დაცვითი სქემის არჩევას, ეს ძალიან დაემგვანება ქვემოთ მოცემულ სურათს.

ამ მატჩში რობინ ვან პერსი "მარტოხელა თავდამსხმელის" როლს თამაშობდა, დენი ველბეკი კი მის უკან თამაშობდა და ხშირად გადადიოდა მარცხენა ფლანგზე, ხოლო ვალენსია თავის ჩვეულ, მარჯვენა ფლანგზე დადგა. მაიკლ კერიკი ფელაინიზე უკან დადგა და სურათშიც არ ჩანს.

მოიესის ტაქტიკა


ეს ყველაზე ძალიან ჰგავს ამ ტაქტიკას – 4–5–1, მინდვრის ცენტრში თამაშობდნენ კერიკი, ფელაინი და ქლევერლი. არ არის გამორიცხული ისიც, რომ დევიდ მოიესმა "ოლიმპიაკოსთან" მატჩში 4–4–1–1 ტაქტიკას მიმართოს, იანგი და ვალენსია ფლანგებზე, ხოლო რუნი ვან პერსის უკან.

თუ შოტლანდიელი ამ ტაქტიკით იმოქმედებს, სწორედ ამ სურათს დაემგვანება:

მოიესის ტაქტიკა


ამ მატჩში რუნი ევრას აზღვევდა მარცხენა ფლანგზე, მაგრამ ახლა ამის გაკეთება სავარაუდოდ ეშლი იანგს მოუწევს, ხოლო რუნი ცენტრისკენ გადაიწევს, იმ ადგილას სადაც "არსენალთან" მატა თამაშობდა.
თუ ფელაინი დადგება ცენტრში მას მოუწევს კერიკთან ერთად თამაში. "კრისტალ პალასთან" მატჩში ამ დუეტმა კარგი მატჩი ჩაატარა.

კონტრშეტევა ფლანგებიდან


"იუნაიტედი" ხშირად იყენებს ფლანგებს შეტევებისთვის. ფლანგებიდან შეტევებში გართობას შეიძლება კონტრ-შეტევა მოჰყვეს, რაც შეიძლება კლუბს ძვირად დაუჯდეს.

მოიესის ტაქტიკა


ერნან პერესი "ოლიმპიაკოსის" საკმაოდ კარგი ფეხბურთელია, ის ძალიან სწრაფია ამიტომ "იუანიტედის" ვინგერებს მოუწევთ დაცვიდან თამაში იმისთვის, რომ მათ კართან ამ ფეხბურთელმა ნაკლები ხიფათი შექმნას.

კონტრ-შეტევა ცენტრიდან - განსაკუთრებით მატჩის დასასრულს


მოიესის ტაქტიკა


ამ სურათზე კარგად ჩანს მატა, რომელიც მზადაა ვან პერსი ერთი-ერთზე გაიყვანოს, ხოლო რუნი ორ მცველს ართობს.

რა თქმა უნდა, მატა "ოლიმპიაკოსთან" თამაშს ვერ შეძლებს, ასე რომ დიდი ალბათობით ამ ადგილს ან იანგი ამ კიდევ იანუზაი დაიკავებენ. "იუნაიტედის" თავდამსხმელებს შეუძლიათ ძალიან რთული სიტუაციებიდან დარტყმა. ამ მატჩში მატამ ვან პერსის გადააწოდა ბურთი, ხოლო ჰოლანდიელმა ძალიან მახვილი კუთხიდან შეძლო დარტყმა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი დიდ იმედს იტოვებს, რომ დევიდ მოიესი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაფერის ტაქტიკას გამოიყენებს.

წყარო:http://redevils.ru
სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
2 მარტი 2014 20:31
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იმედია ნორმალურ ტაქტიკას აარჩევს მარტლა და ამ თამაშს დიდი ანგარიშით მოვიგებთ
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
2 მარტი 2014 20:32
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ხო კარგი ტაქტიკა გვინდა შემტევი და პრესინგზეც ათამაშოს რა!!
0
№3
ავტორი: red devil
2 მარტი 2014 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Taktika ara kvaxi :D sheeguet marcxs shemdegi sezonidan agzevdeba unitedi <3
0
№4
ავტორი: love united
2 მარტი 2014 20:58
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
სწრაფი გოლი გვინდა რა,მერე ეგრევე უნდა მივაყაროთ,რომ ჩერდებიან ხოლმე მასე არ ქნან.ცენტრი დაიჭირონ და გავალთ.რა უნდა მართლა ოლიმპიაკოსთან მოგებას :დ სირცხვილია.
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
2 მარტი 2014 21:06
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მართლა ცოდოა რა რუნი მასტს ცოტა დრო უნდა და კარებშიც ჩადგება !!
0
№6
ავტორი: Esi
2 მარტი 2014 22:02
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
7-0 ვიგებთ!

რუნი,რვპ,კაგავა,იანუზაი,რუნი,ი
ანუზაი,რუნი :)))
0
№7
ავტორი: fabio
2 მარტი 2014 22:14
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
Moies da taqtika vis gaugonia
0
№8
ავტორი: Malboro463
2 მარტი 2014 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5886
მანჩესტერი უეჭველი გაუშვებს გოლს ნახეთ თუ არა
0
№9
ავტორი: VaRdo
2 მარტი 2014 22:59
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Middlesbro
მანჩესტერი უეჭველი გაუშვებს გოლს ნახეთ თუ არა


როგორ დამამშვიდე . wink მაშინ ჩვენ 5_ს გავუტანთ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2014 23:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს სიახლე ხომ იდო არა? ეს ჯერ კიდევ პირველი მატჩის წინ გამოქვეყნდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top