თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2014, 21:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2177,
კომენტარები: 13
მოიესის სტიმული "ლივერპულია"
"იუნაიტედის" თავკაცს სტიმულს "ლივერპული" აძლევს.
მოიესის სტიმული
დევიდ მოიესს მიაჩნია, რომ "ლივერპულის" მიერ 2005 წელს ლიგის მოგება ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული ყველაფერი.

"წითლები" "პრემიერ ლიგაში" ოთხეულისგან შორს არიან, ხოლო რაც შეეხება ინგლისისა და ლიგის თასს, "ეშმაკუნები" მათ ადრეულ პერიოდშივე გამოეთიშნენ.

თუმცა, "იუნაიტედს" კიდევ აქვს ერთი ჩემპიონატის მოგების თეორიული შანსი და ეს "ჩემპიონთა ლიგაა". "წითლები" სამშაბათს საბერძნეთში მიემართებიან მეთექვსმეტედფინალის პირველი მატჩის გასამართად და მოიესს სჯერა, რომ "იუნაიტედს" კიდევ სძალუძს რაღაცის გაკეთება. ის არგუმენტად "ლივერპულის" გამარჯვებას იშველიებს, რომლის დროსაც, 9 წლის წინ, ბენიტეზის ბიჭებმა შეძლეს და სამბურთიანი ქამბექი გააკეთეს.

"ევროპის ჩემპიონატები ისეთი ჩემპიონატებია, სადაც ყოველთვის საუკეთესოები არ იმარჯვებენ. "ლივერპულის" 2005 წლის გამარჯვება ჩვენ იმედს გვაძლევს. თასის ჩემპიონატებში ყოველთვის გაქვს შანსი,"-აცხადებს მოიესი.

"მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს რთული ჩემპიონატი იქნებოდა. აქ შენ გიწევს თამაში "ბაიერნის", "ბარსელონას", "რეალ მადრიდის", "პსჟ"-ს და სხვა მაღალი დონის გუნდების წინააღმდეგ თამაში. ყველას სურს მოგება და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებეთ იმისათვის, რომ მოვიგოთ. მე არასდროს მითქვამს, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, ან ეს გარანტირებული გვაქვს, მაგრამ გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ."

"გუნდებს არ სურთ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში. ყველამ იცის რა კლუბია ეს. მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გავცდებით "ოლიმპიაკოსს" და ამის შემდეგ დაველოდებით მოვლენების განვითარებას,"
-აგრძელებს "იუნაიტედის" თავკაცი.

შოტლანდიელი მის მოწინააღმდეგეს სუსტად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ სიურპრიზების დახვედრება.

"ისინი მართლაც კარგები არიან და წელს შესანიშნავი შედეგები აჩვენეს. "ოლიმპიაკოს" უდავოდ საბერძნეთის საუკეთესო კლუბია, ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს. კლუბში ბევრი ბერძენიც თამაშობს, რომლებსაც "მსოფლიო ჩემპიონატზე" ვიხილავთ, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს რთული მატჩი იქნება."

"ოლიმპიაკოსს" მიტროგლოუს გარეშე მოუწევს თამაში. მოიესმა კომენტარი ამაზეც გააკეთა:

"ის ნამდვილად საჭირო და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მათთვის. დასუსტდება ამით "ოლიმპიაკოსი"? არ ვიცი ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა დაეტოვებინათ ის, მაგრამ ალბათ იფიქრეს, რომ შემოთავაზება იმდენად კარგი იყო, რომ უარს ვერ იტყოდნენ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურების შემდეგ მათთან მრავალი რამ შეიცვალა. მათ იყიდეს რამდენიმე ახალი ფეხბურთელი, სწორედ ამიტომაც მე წარმოდგენა არ მაქვს ვინ დამხვდება ძირითადში,"
–დაასრულმა დევიდმა.

ManUtdNews
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
24 თებერვალი 2014 00:53
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ რა აჟიოტაჟია lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: Lev
24 თებერვალი 2014 09:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
VaRdo,
wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№13
ავტორი: M.U.12
24 თებერვალი 2014 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
neta ver gavidet liagze evropaze vitamashebt movigebt da mere uper tasze tbilishi macnehstestetrtetstete vnaxav
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top