თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2014, 21:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2177,
კომენტარები: 13
მოიესის სტიმული "ლივერპულია"
"იუნაიტედის" თავკაცს სტიმულს "ლივერპული" აძლევს.
მოიესის სტიმული
დევიდ მოიესს მიაჩნია, რომ "ლივერპულის" მიერ 2005 წელს ლიგის მოგება ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული ყველაფერი.

"წითლები" "პრემიერ ლიგაში" ოთხეულისგან შორს არიან, ხოლო რაც შეეხება ინგლისისა და ლიგის თასს, "ეშმაკუნები" მათ ადრეულ პერიოდშივე გამოეთიშნენ.

თუმცა, "იუნაიტედს" კიდევ აქვს ერთი ჩემპიონატის მოგების თეორიული შანსი და ეს "ჩემპიონთა ლიგაა". "წითლები" სამშაბათს საბერძნეთში მიემართებიან მეთექვსმეტედფინალის პირველი მატჩის გასამართად და მოიესს სჯერა, რომ "იუნაიტედს" კიდევ სძალუძს რაღაცის გაკეთება. ის არგუმენტად "ლივერპულის" გამარჯვებას იშველიებს, რომლის დროსაც, 9 წლის წინ, ბენიტეზის ბიჭებმა შეძლეს და სამბურთიანი ქამბექი გააკეთეს.

"ევროპის ჩემპიონატები ისეთი ჩემპიონატებია, სადაც ყოველთვის საუკეთესოები არ იმარჯვებენ. "ლივერპულის" 2005 წლის გამარჯვება ჩვენ იმედს გვაძლევს. თასის ჩემპიონატებში ყოველთვის გაქვს შანსი,"-აცხადებს მოიესი.

"მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს რთული ჩემპიონატი იქნებოდა. აქ შენ გიწევს თამაში "ბაიერნის", "ბარსელონას", "რეალ მადრიდის", "პსჟ"-ს და სხვა მაღალი დონის გუნდების წინააღმდეგ თამაში. ყველას სურს მოგება და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებეთ იმისათვის, რომ მოვიგოთ. მე არასდროს მითქვამს, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, ან ეს გარანტირებული გვაქვს, მაგრამ გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ."

"გუნდებს არ სურთ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში. ყველამ იცის რა კლუბია ეს. მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გავცდებით "ოლიმპიაკოსს" და ამის შემდეგ დაველოდებით მოვლენების განვითარებას,"
-აგრძელებს "იუნაიტედის" თავკაცი.

შოტლანდიელი მის მოწინააღმდეგეს სუსტად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ სიურპრიზების დახვედრება.

"ისინი მართლაც კარგები არიან და წელს შესანიშნავი შედეგები აჩვენეს. "ოლიმპიაკოს" უდავოდ საბერძნეთის საუკეთესო კლუბია, ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს. კლუბში ბევრი ბერძენიც თამაშობს, რომლებსაც "მსოფლიო ჩემპიონატზე" ვიხილავთ, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს რთული მატჩი იქნება."

"ოლიმპიაკოსს" მიტროგლოუს გარეშე მოუწევს თამაში. მოიესმა კომენტარი ამაზეც გააკეთა:

"ის ნამდვილად საჭირო და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მათთვის. დასუსტდება ამით "ოლიმპიაკოსი"? არ ვიცი ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა დაეტოვებინათ ის, მაგრამ ალბათ იფიქრეს, რომ შემოთავაზება იმდენად კარგი იყო, რომ უარს ვერ იტყოდნენ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურების შემდეგ მათთან მრავალი რამ შეიცვალა. მათ იყიდეს რამდენიმე ახალი ფეხბურთელი, სწორედ ამიტომაც მე წარმოდგენა არ მაქვს ვინ დამხვდება ძირითადში,"
–დაასრულმა დევიდმა.

ManUtdNews
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
23 თებერვალი 2014 21:20
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
საერთოდ არ ვწერ ხოლმე ჩემს სიახლეებზე კომენტარებს, მაგრამ აი ამ სიტყვებმა მაგრად მომიშალეს ნერვები. რას მიახტა ამ ლივერპულს. ფერგი ამბობდა ჩემი უდიდესი მიღწევა წყეული ლივერპულის დამხობაა იყო და ამან სტიმულიაო და იმედს მაძლევსო ეს შემთხვევაო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: Rosso Diavolo
23 თებერვალი 2014 21:24
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
დებილია ვიღაც რაა ფერგი ლივერპულს აგინებდა და ეს კიდე ამბობს ჩემი სტიმული ლივერპულიაო..ვინ მოათრია ეს ჩვენთან
0
№3
ავტორი: Lev
23 თებერვალი 2014 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
მაპატიეთ ცენზურის დარღვევისთვის .არც მწვრთნელად ბრწყინავს და როგორც ორატორი ხო ვაბშე ნაგავია! ამან საბრძოლოდ როგორ უნდა მომართოს გუნდი გასახდელში ვერ წარმომიდგენია. ამის ინტერვიუების 90% არის სიტყვა "შევეცდებით"ან "ვიბრძოლებთ". უფრო ხშირად სუსტ გუნდებთან თამაშის წინ ამბობს ხოლმე ეგრე. თავს იზღვევს ყოველთვის იმიტომ რომ არასოდეს არ არის დარწმუნებული თავისი თავის და თავისი გუნდის ძალებში ამან ვინ უნდა დაარწმუნოს ამ დედამო////ლმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: red devil
23 თებერვალი 2014 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ise daufiqrdit ra mdgomareobashi moigo portum loserpoolma da chelseam liga? Iqneb ertxel chvenc gagvimartlos da movigot :D tore ise otxeulis shansi agar gvaq
0
№5
ავტორი: chudikone
23 თებერვალი 2014 21:40
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვინ არის რა უნდა რას გადაგვეკიდა derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Lev
23 თებერვალი 2014 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ეს ქლიბი რაც წამოვიდა როს ბარკლის ეღირსა ძირითადი. ზაჰა შეიძლება არც დააბრუნოს და იანგი და ქლევერლი გვაყურებინოს ამისგან არაფერი არ მიკვირს

იმდენ სისულელეს აკეთებ რომ წლის ბოლოსვე რომ დაგახვევინონ გამიხარდება მაგრამ კიდევ 1 წელი სამწვრთნელო კურსები მანჩესტერში შენზე ალალია იქნებ გამოვიდეს შენგან სალამური
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2014 21:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"მე არასდროს ვამბობ წინასწარ მოვიგებთო". დევიდ, ეს უნდა უთხრა ფეხბურთელებს, რომ წამოსწიო მატჩი ბრძოლის ჟინი. აბა ეს უთხარი მაშინ "იცით რაა ბიჭებო, დღეს შეიძლება ვერ მოვიგოთ, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ." გაიგე ადამიანო რომ შენ "იუნაიტედში" ხარ და არა "ევერტონში". იქ კიდევ შეიძლებოდა გასვლა და ბრძოლა, მაგრამ აქ ბრძოლა და მოგებაა აუცილებელი. ეს დიდი კლუბია და დიდმა კაცმა განდო ის. მიდი და გაამართლე ნდობა. არ მაინტერესებს ლივერპულის მიმართ რას გრძნობ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Manchester United 14
23 თებერვალი 2014 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ეჰ ეჰ რა დრო წავიდა areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№9
ავტორი: tupaca
23 თებერვალი 2014 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Lev getanxmebi yvelaperShi, ligaze momaval wels ver gavalt am azrs ukve shevegue... Exla minda cota xasiati gamogiketot :) me5e adgilze memgoni gavalt Da eseigi momaval wels evropis ligas sheutevt romlis mogebac utopia araa chlungi moyesis xelshic ase Rom tu yvelaperI chemi scenarit ganvitarda 2015 Shi manchesters vixilavt tbilisshi lokomotivis stadionze supertasis machshi;) p.s me ukve orjer mqonda bedniereba Manchesteris tamashi mexila stadionze turqetshi magram tbilisshi vapshe sxva temaa ;)
0
№10
ავტორი: Lev
23 თებერვალი 2014 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
tupaca, ხო ეგ მაგარი იქნებოდა)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top