თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2014, 17:07
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3178,
კომენტარები: 15
მოიესის "საიდუმლო სატრანსფერო ოთახი"
ადგილი, სადაც დევიდ მოიესი მომავალს გეგმავდა
მოიესის
მაიკ კელვინი თავის ახალ წიგნში "The Nowhere Men" დევიდ მოიესის საიდუმლო სატრანსფერო ოთახს აღწერს.

"მას "საიდუმლო ოთახი" ერქვა და "ევერტონის" სავარჯიშო ბაზაზე, კორიდორის ბოლოში მდებარეობდა. სამწვრთნელო შტაბის მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა შიგნით შესვლის ნება დართული. ოთახის ოთხივე კედელი დაფარული იყო დიდი თეთრი დაფებით, მასზე დაწერილი ფეხბურთელების სახელებით, რომლებიც დაჯგუფებული იყო ასაკით, პოზიციით, მდებარეობით, მონაცემებით.

ყველა მათგანი პოტენციური სატრანსფერო სამიზნე იყო. ზოგიერთი მათგანი (გამორჩეულები) განსხვავებული ფერით ეწერა, სატრანსფერო ფასიდან და ყიდვის შესაძლებლობიდან გამომდინარე. დაფაზე ყოველდღიურად იშლებოდა სახელები და ემატებოდა ახლები.
საერთო ჯამში, ალბათ 1000-მდე ფეხბურთელი იყო ამ დაფაზე მოთავსებული. ყველა მათგანი კონტროლდებოდა, ყველა მათგანი მუდმივად ფასდებოდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელები, ასაკოვანი ფეხბურთელები, ახალი ფეხბურთელები, მარცხენა და მარჯვენა მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები - ყველა მათგანი აქ იყო. განსაკუთრებული სამიზნეები გამოირჩეოდა და მათ სკაუტები აკვირდებოდნენ.

ამ ოთახში წყვეტდა დევიდ მოიესი, ვისზე დაეხარჯა სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის თანხა. მას შეგნებული ჰქონდა, რომ არა თავისას, არამედ სხვის ფულს ხარჯავდა. დევიდს ეს სერიოზულ პასუხისმგებლომად მიაჩნდა და ამიტომაც აკვირდებოდა დეტალურად ყველა მოთამაშეს. მისი ყველა გადაწყვეტილება სწორი უნდა ყოფილიყო.

ეს, ასე ვთქვათ მოიესის "გონების რუკა" იყო. ეს ითვლებოდა მოიესის განკარგულებების ნერვულ ცენტრად. ეს ის ადგილი იყო, სადაც დევიდი მომავალს გეგმავდა."

წყარო: independent.co.uk
სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
3 იანვარი 2014 19:30
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ეეჰ როისი როისი მინდა მარა რას ვოცნებობ ერთი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№12
ავტორი: Manchester_M
3 იანვარი 2014 19:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფელაინს იმედნი აკვირდა ბოლოს სკამს ვერ გაცდა ეგ კაცი მგონი 5 თამაშიც არ უთამაშია ნორმალურად რაც გადმოვიდა :D დაფა კი არა მოკიდოს ვინმეს ხელი და იყიდოს დაფა და ფინთები ევერტონში აჩალიჩოს რათ უნდა მაგდენი დაკვირვება მაღალი დონის ფეხბურთელს კაი რა :X
0
№13
ავტორი: Shako Jones
3 იანვარი 2014 22:09
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ნიჭიერი და შრომისმოყვარე კააცია ))
0
№14
ავტორი: MANUTD FAN.
3 იანვარი 2014 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
უეჭველი უნდა დავითრიოთ ვინმე!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№15
ავტორი: Berba 9
4 იანვარი 2014 12:32
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის:))) ასეთი ოთახები საქართველოშიც აქვს და ზუსტად იგივე პრინციპია:)) ისე კი ნამდვილად ვერავინ შევა იქ ზედმეტი, ვისაც MONEYBALL აქვს ნანახი მიხვდებოდა:))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top