თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2014, 17:07
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3178,
კომენტარები: 15
მოიესის "საიდუმლო სატრანსფერო ოთახი"
ადგილი, სადაც დევიდ მოიესი მომავალს გეგმავდა
მოიესის
მაიკ კელვინი თავის ახალ წიგნში "The Nowhere Men" დევიდ მოიესის საიდუმლო სატრანსფერო ოთახს აღწერს.

"მას "საიდუმლო ოთახი" ერქვა და "ევერტონის" სავარჯიშო ბაზაზე, კორიდორის ბოლოში მდებარეობდა. სამწვრთნელო შტაბის მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა შიგნით შესვლის ნება დართული. ოთახის ოთხივე კედელი დაფარული იყო დიდი თეთრი დაფებით, მასზე დაწერილი ფეხბურთელების სახელებით, რომლებიც დაჯგუფებული იყო ასაკით, პოზიციით, მდებარეობით, მონაცემებით.

ყველა მათგანი პოტენციური სატრანსფერო სამიზნე იყო. ზოგიერთი მათგანი (გამორჩეულები) განსხვავებული ფერით ეწერა, სატრანსფერო ფასიდან და ყიდვის შესაძლებლობიდან გამომდინარე. დაფაზე ყოველდღიურად იშლებოდა სახელები და ემატებოდა ახლები.
საერთო ჯამში, ალბათ 1000-მდე ფეხბურთელი იყო ამ დაფაზე მოთავსებული. ყველა მათგანი კონტროლდებოდა, ყველა მათგანი მუდმივად ფასდებოდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელები, ასაკოვანი ფეხბურთელები, ახალი ფეხბურთელები, მარცხენა და მარჯვენა მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები - ყველა მათგანი აქ იყო. განსაკუთრებული სამიზნეები გამოირჩეოდა და მათ სკაუტები აკვირდებოდნენ.

ამ ოთახში წყვეტდა დევიდ მოიესი, ვისზე დაეხარჯა სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის თანხა. მას შეგნებული ჰქონდა, რომ არა თავისას, არამედ სხვის ფულს ხარჯავდა. დევიდს ეს სერიოზულ პასუხისმგებლომად მიაჩნდა და ამიტომაც აკვირდებოდა დეტალურად ყველა მოთამაშეს. მისი ყველა გადაწყვეტილება სწორი უნდა ყოფილიყო.

ეს, ასე ვთქვათ მოიესის "გონების რუკა" იყო. ეს ითვლებოდა მოიესის განკარგულებების ნერვულ ცენტრად. ეს ის ადგილი იყო, სადაც დევიდი მომავალს გეგმავდა."

წყარო: independent.co.uk
სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
3 იანვარი 2014 17:13
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
საინტერესოა წაიკითხეთ:))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: Macklemore
3 იანვარი 2014 17:20
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვაა საინტერესოა. საღოლ ჯუბო.
0
№3
ავტორი: DimaSanaia
3 იანვარი 2014 17:21
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ნამდვილად საინტერესოა :) აბა ჩვენთან რა გჭირს ტო :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№4
ავტორი: Vodafone
3 იანვარი 2014 17:22
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
იმედია მაგ დაფაზე "როისი" დიდად და განსხვავებული ფერით წერია wink
0
№5
ავტორი: love united
3 იანვარი 2014 17:30
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მიეცით ამ კაცს ერთი ასეთი ოთახი ოლდ ტრაფორდზე :დ

ისე რომ ვთქვათ ევერტონი ტრანსფერების სირმავლით არ გამოირჩეოდა.ვისაც ყიდულობდნენ ყველა საჭირო იყო და ყველა გამოადგათ.იმედია აქაც მასე გააგრძელებს მოიესი...
0
№6
ავტორი: ლადო
3 იანვარი 2014 17:49
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დიდი იმედი მაქვს მაატას დავითრევთ
0
№7
ავტორი: fabio
3 იანვარი 2014 17:50
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
ჩვენტან დამბლა დაეცა wink
0
№8
ავტორი: gio(kosheichi)
3 იანვარი 2014 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
fabio,
wink
0
№9
ავტორი: chudikone
3 იანვარი 2014 18:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ალბათ ჩვენთან ვერ მოაწყო ეგ ოთახი თორე მთელი ზაფხულის მანძილზე მარტო ფელაინის არ იყიდდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: red devil
3 იანვარი 2014 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Neta mata iyidos da ar davezeb magis otaxs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top