თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2013, 12:59
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2115,
კომენტარები: 11
ეკანგამენე: მე ახალ მაკელელეს მიწოდებენ
ძირითად გუნდს კიდევ ერთი ახალგაზრდა ბელგიელი შეუერთდება
ეკანგამენე: მე ახალ მაკელელეს მიწოდებენ
შესაძლოა, კიდევ ერთი ბელგიელი რეზერვის ფეხბურთელი გაჰყვეს ადნან იანუზაის კვალს და მიიღოს ძირითად გუნდში თამაშის შანსი. 19 წლის ჩარნი ეკანგამენემ განაცხადა, რომ მას შანსი ჰქონდა ეთამაშა "ასტონ ვილასთან" მატჩში და აღნიშნა, რომ "მანჩესტერში" მას "ახალ კლოდ მაკელელეს" უწოდებენ.

"მე მოულოდნელად მაცნობეს, რომ სასტუმროში მელოდებოდნენ, იქ სადაც გუნდი ჩერდებოდა "ვილასთან" მატჩამდე და მითხრეს, რომ რაც შეიძლება მალე მივსულიყავი მათთან." - განაცხადა ჩარნიმ HLN.be-სთან ინტერვიუში. "ფილ ნევილმა მითხრა, რომ მე ამ მატჩში მწვრთნელის გეგმებში ვიყავი. საბოლოოდ თამაშს მხოლოდ ტრიბუნებიდან მივადევნე თვალი, თუმცა ამას მაინც კარგ გამოცდილებად მივიჩნევ."

"ვინმე იფიქრებდა, რომ მე ამ ასაკში პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებდი სრულფასოვნად?! რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მწვრთნელი მე უკვე მენდობა. ჯერ მასთან არასდროს მისაუბრია."

"რობინ ვან პერსი და სხვა გუნდის ვარსკვლავები უკვე მიცნობენ მე. ყოველ დღე საუზმის დროს ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით და ვსაუბრობთ. ასე რომ, უკვე აღარ გავგიჟდები გიგზთან ან ფელაინთან შეხვედრისას."

"კლუბი თვლის, რომ ჩემი სათამაშო სტილი ძალიან ჰგავს კლოდ მაკელელეს სტილს. მე შემიძლია სწრაფად ვიაზროვნო მოედანზე, ტექნიკასთანაც არ ვარ ცუდად, ასევე შემიძლია ადვილად ავართვა ბურთი მეტოქეს."


წყარო: Manutd.ru
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Esi
28 დეკემბერი 2013 18:31
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ეე მოიეს ატრაკებ რა...რა სახელებია ბიჭო რა არი ეს...იანუზაიო ეკანგამენეო :)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top