თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2013, 06:09
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2701,
კომენტარები: 19
ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში
გთავაზობთ გუნდების ექვსეულს, რომელთა გულშემატკივრებიც ნაკლებად იწუხებენ გუნდის გამხნევებით თავს.
ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში
ჩვენ ყველას გვსმენია ისეთ მწვრთნელებზე, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გუნდის ფანები გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში არ უჭერენ მხარს. სწორედ მსგავსი განცხადებებით შემოიფარგლებოდა ანდრე ვილაშ-ბოაში, რომელიც ახლახანს დაითხოვეს "ტოტენჰემიდან". მწვრთნელების განცხადებით, მოედანზე მოსული ფანები ან ძალიან ჩუმები არიან, ან საერთოდ არ უდგანან გვერდში თავიანთ გუნდს. ამასთან დაკავშირებით talkSPORT-მა ჩაატარა გამოკითხვა პრემიერ ლიგის ფანებში თუ რომელი გუნდის გულშემატკივრები გამოირჩეოდნენ "სიწყნარით" და ხმები ასეთნაირად გადანაწილდა:

6. ასტონ ვილა

ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში

გამოკითხულის მხოლოდ ხუთმა პროცენტმა ჩათვალა, რომ ვილა პარკზე ჩუმი ქომაგები ბინადრობენ. ეს ალბათ თავიანთი გუნდის უსუსური მატჩებით და შედეგებით არის გამოწვეული. არის მოსაზრება იმისა, რომ ისინი გასვლით მატჩში უფრო უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე შინ.

5. ლივერპული

ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში

გამოკითხულთან ექვსმა პროცენტმა მიიჩნია, რომ სწორედ "ლივერპულს" ჰყავს ყველაზე ჩუმი ფანები. ეჭვგარეშეა, "ენფილდი" ინგრევა, როდესაც გუნდის ევროპის მასშტაბით თამაშობს. მატჩამდე ყოველთვის გაიგონებთ მათ ჰიმნს "You'll Never Walk Alone", მაგრამ ინგლისში, სხვა გუნდების ფანები თვლიან, რომ ენფილზე შეკრებილი სტუმართა გუნდის ფანები გაცილებით უფრო ხმაურიენები არიან, ვიდრე "სკაუზერები".

4. ტოტენჰემი

ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში

მეხუთე და მეოთხე ადგილზე მყოფ ფანებს შორის დიდი სხვაობაა. "უაით ჰართ ლეინის" მკვიდრებმა ორჯერ მეტი ხმა მოაგროვეს, ვიფრე "სკაუზერებმა". ისინი 12% იკავებენ მეოთხე აგილს. ეს მაჩვენებელი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მათ ყოფილ მწვრთნელს, ანდრე ვილაშ ბოაშს ნამდვილად ჰქონდა მიზეზი ამ თემაზე სალაპარაკოდ. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, "ტოტენჰემის" ფანები ვერ აანალიზებენ თუ რა უნდა იმღერონ და მთელი მატჩის განმავლობაში სიმშვიდეს ამჯობინებენ.

3. ფულჰემი

ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში

ლონდნურმა კლუბმა, "ფულჰემმა" ხმების 13% მოაგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. გუნდის თამაშის ხარისხთან ერთად, გულშემატკივრობის ხარისხიც კრიზისს განიცდის. ეს ყველაფერი იმითაა გამოწვეული, რომ "ფულჰემი" რბილად რომ ვთქვათ, საშინელ ფორმაშია. არ აქვს აზრი ვინ იქნება მათი მწვრთნელი, მარტინ იოლს კი უბრალოდ წილად ხვდა ამ კრიზისში მყოფი გუნდის გაძღოლა.

2. მანჩესტერ იუნაიტედი

ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში

"წითელმა ეშმაკუნებმა" ხმების 15% მოაგროვეს "ჩუმ გულშემატკივრობაში" და სიის მეორე ადგილზე იმყოფებიან. ალბათ ეს იმითაა გამოწვეული, რომ სტადიონი ძალიან დიდია, ან ფანები მიეჩვივნენ გამარჯვებას და ნაკლებად გამოხატავენ ემოციებს. თუმცა, ფაქტია ის, რომ შორი გზიდან მოსულ "იუნაიტედის" ფანს მოედანზე შექმნილი ატმოსფერო იმედებს გაუცრუებს.

1. არსენალი

ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში

გამოკითხვა მეთოფეების "გამარჯვებით" დასრულდა. გამოკითხულთა ყოველი მეოთხე აცხადებდა, რომ ინგლისში ყველაზე ჩუმი ფანები სწორედ "არსენალს" ჰყავს. "ემირეითის" ბინადრებმა ხმების 24% მიიღეს. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ეს სტადიონი "ჰაიბერიზე" გაცილებით დიდია და ალბათ ამ გარდაქმნამ დაუკარგა ატმოსფერო მოედანზე შეკრებილ "ბრბოს". ყოფილმა "მეთოფემ", ანდრეი არშავინმა განაცხადა, რომ ფანები ხშირად ისე იქცეოდნენ, თითქოს საფეხბურთო მატჩის ნაცვლად სპეკტაკლს ადევნებდნენ თვალს თეატრში.
სტატიები
19 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
22 დეკემბერი 2013 13:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
love united,
ეგეთ გუნდებს ყოველთვის უფრო ყავთ კარგი გულშემატკივარი, იუნაიტედის გულშემატკივრები ჩუმები არიან.. რამოდენიმე მატჩში ყვიროდნენ მარტო... ლივერპულის გულშემატკივრებისგან არ ველოდი მაგას :დ
0
№12
ავტორი: Jubo
22 დეკემბერი 2013 13:54
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მანჩესტერს რა უნდა ამ სიაში?:დ წინა წელს ცოტა ურევდნენ მარა წელს მთელი თამაში არ ჩუმდება ის მომღერალი სექტორი. გასვლით თამაშებზე ხო საერთოდ სასწაულები არიან. არ არის ინგლისური გუნდების სტილი პიროები და თურქი ფანებივით სტადიონზე ხტუნაობა გაიგეთ რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№13
ავტორი: tupaca
22 დეკემბერი 2013 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Arsenalis panebze brbos darqmeva kargi iyo :)) chemi azrit samartlianad gvaq meore adgili ro vuyureb am bolo dros marto golze gijdebian xolme
0
№14
ავტორი: Man United Fan
22 დეკემბერი 2013 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
ბოლოდროს მართალია იუნაიტედზე. სანამ გოლს არ გავიტანთ გაყუსულები არიან. ტურისტებით აივსო სტადიონი და აზრზე არ არიან რა უნდა ქნან. ძველი მანჩესტერ იუნაიტედის დროს კი გაშვებული გოლის მერე ამხნევებდნენ ერთმანეთს, ფეხბურთელებს მანჩესტერის ჰიმნით და ეხლა ჩაკვდა ეს ყველაფერი მოიესის დროს. თითქოს რაიმე ტრაგედია მოხდა, მაგრამ მანჩესტერის ფანები ამას უნდა შეეგუონ სულ 1 მწვრთნელი არ ეყოლებათ. აბა ჩელსის ფანებს ჰკითხეთ როგორ არიან wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ David De Geaaaa!!!!! <3
№15
ავტორი: love united
22 დეკემბერი 2013 16:38
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Jubo,
ის მომღერალი სექტორი მარტო 1 თამაშზე იყო სოსიედადთან და ეხლა აპირებენ რომელიღაც თამაშზე ისევ მაგის გაკეთებას...წელს უარესი მდგომარეობაა ვიდრე შარშან
0
№16
ავტორი: VaRdo
22 დეკემბერი 2013 19:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვეთანხმები ! ოლდ.ტრაფორდზე მე ფანობა არ მომწნს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№17
ავტორი: A.J.44
22 დეკემბერი 2013 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
არსენალი :DD
0
№18
ავტორი: salier1
22 დეკემბერი 2013 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
MANUTD FAN.,
:D
0
№19
ავტორი: Shako Jones
23 დეკემბერი 2013 12:23
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ძაან უაზრობაა ტო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top