თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2013, 06:09
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2701,
კომენტარები: 19
ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში
გთავაზობთ გუნდების ექვსეულს, რომელთა გულშემატკივრებიც ნაკლებად იწუხებენ გუნდის გამხნევებით თავს.
ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში
ჩვენ ყველას გვსმენია ისეთ მწვრთნელებზე, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გუნდის ფანები გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში არ უჭერენ მხარს. სწორედ მსგავსი განცხადებებით შემოიფარგლებოდა ანდრე ვილაშ-ბოაში, რომელიც ახლახანს დაითხოვეს "ტოტენჰემიდან". მწვრთნელების განცხადებით, მოედანზე მოსული ფანები ან ძალიან ჩუმები არიან, ან საერთოდ არ უდგანან გვერდში თავიანთ გუნდს. ამასთან დაკავშირებით talkSPORT-მა ჩაატარა გამოკითხვა პრემიერ ლიგის ფანებში თუ რომელი გუნდის გულშემატკივრები გამოირჩეოდნენ "სიწყნარით" და ხმები ასეთნაირად გადანაწილდა:

6. ასტონ ვილა

ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში

გამოკითხულის მხოლოდ ხუთმა პროცენტმა ჩათვალა, რომ ვილა პარკზე ჩუმი ქომაგები ბინადრობენ. ეს ალბათ თავიანთი გუნდის უსუსური მატჩებით და შედეგებით არის გამოწვეული. არის მოსაზრება იმისა, რომ ისინი გასვლით მატჩში უფრო უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე შინ.

5. ლივერპული

ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში

გამოკითხულთან ექვსმა პროცენტმა მიიჩნია, რომ სწორედ "ლივერპულს" ჰყავს ყველაზე ჩუმი ფანები. ეჭვგარეშეა, "ენფილდი" ინგრევა, როდესაც გუნდის ევროპის მასშტაბით თამაშობს. მატჩამდე ყოველთვის გაიგონებთ მათ ჰიმნს "You'll Never Walk Alone", მაგრამ ინგლისში, სხვა გუნდების ფანები თვლიან, რომ ენფილზე შეკრებილი სტუმართა გუნდის ფანები გაცილებით უფრო ხმაურიენები არიან, ვიდრე "სკაუზერები".

4. ტოტენჰემი

ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში

მეხუთე და მეოთხე ადგილზე მყოფ ფანებს შორის დიდი სხვაობაა. "უაით ჰართ ლეინის" მკვიდრებმა ორჯერ მეტი ხმა მოაგროვეს, ვიფრე "სკაუზერებმა". ისინი 12% იკავებენ მეოთხე აგილს. ეს მაჩვენებელი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მათ ყოფილ მწვრთნელს, ანდრე ვილაშ ბოაშს ნამდვილად ჰქონდა მიზეზი ამ თემაზე სალაპარაკოდ. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, "ტოტენჰემის" ფანები ვერ აანალიზებენ თუ რა უნდა იმღერონ და მთელი მატჩის განმავლობაში სიმშვიდეს ამჯობინებენ.

3. ფულჰემი

ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში

ლონდნურმა კლუბმა, "ფულჰემმა" ხმების 13% მოაგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. გუნდის თამაშის ხარისხთან ერთად, გულშემატკივრობის ხარისხიც კრიზისს განიცდის. ეს ყველაფერი იმითაა გამოწვეული, რომ "ფულჰემი" რბილად რომ ვთქვათ, საშინელ ფორმაშია. არ აქვს აზრი ვინ იქნება მათი მწვრთნელი, მარტინ იოლს კი უბრალოდ წილად ხვდა ამ კრიზისში მყოფი გუნდის გაძღოლა.

2. მანჩესტერ იუნაიტედი

ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში

"წითელმა ეშმაკუნებმა" ხმების 15% მოაგროვეს "ჩუმ გულშემატკივრობაში" და სიის მეორე ადგილზე იმყოფებიან. ალბათ ეს იმითაა გამოწვეული, რომ სტადიონი ძალიან დიდია, ან ფანები მიეჩვივნენ გამარჯვებას და ნაკლებად გამოხატავენ ემოციებს. თუმცა, ფაქტია ის, რომ შორი გზიდან მოსულ "იუნაიტედის" ფანს მოედანზე შექმნილი ატმოსფერო იმედებს გაუცრუებს.

1. არსენალი

ჩუმი ფანები პრემიერ ლიგაში

გამოკითხვა მეთოფეების "გამარჯვებით" დასრულდა. გამოკითხულთა ყოველი მეოთხე აცხადებდა, რომ ინგლისში ყველაზე ჩუმი ფანები სწორედ "არსენალს" ჰყავს. "ემირეითის" ბინადრებმა ხმების 24% მიიღეს. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ეს სტადიონი "ჰაიბერიზე" გაცილებით დიდია და ალბათ ამ გარდაქმნამ დაუკარგა ატმოსფერო მოედანზე შეკრებილ "ბრბოს". ყოფილმა "მეთოფემ", ანდრეი არშავინმა განაცხადა, რომ ფანები ხშირად ისე იქცეოდნენ, თითქოს საფეხბურთო მატჩის ნაცვლად სპეკტაკლს ადევნებდნენ თვალს თეატრში.
სტატიები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
22 დეკემბერი 2013 09:52
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მანჩესტერზე ტყუილიააააა manunited
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
22 დეკემბერი 2013 09:57
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ხო მანჩესტერზე ტყუილია და ყველაზე ხმაურიან ფანები იქნებიან იუნაიტედის ბორუსიას და გალას
0
№3
ავტორი: chudikone
22 დეკემბერი 2013 10:06
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
lukadzandzava,
H E R N A N D E Z 14,
არავითარი ტყუილი არ არის, სანამ გოლს არ გავიტანთ მანამდე ხმას არ იღებენ, ერთი სტოკთან მატჩზე არ გაჩერებულან. იშვიათად თუ ვხედავთ ხოლმე ეგეთ სიტუაციას. რიგითი მატჩის დროს არც კი არის ხოლმე გადაწითლებული სტადიონი. ყველა თავის პონტშია, როცა გერმანიაში რეებს აღარ გამოსახავენ და რანაირი დროშები აღარ უჭირავთ ხოლმე. ყველაფერს რო თავი დავანებოთ ბოლო წუთებამდე არც ჩერდება ხალხი. გუშინ 3-0ს რო ვიგებით ხალხის თითქმის 1/4 წასული იყო უკვე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Vodafone
22 დეკემბერი 2013 10:45
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ბოლო დროს ცოტა უკეთესია ოლდ ტრაფორდი, მაგრამ არაა საკმარისი, ცოტა უნდა გააქტიურდნენ, გუშინ ბევრ მომენტში ვესტ ჰემის ჰიმნი მესმოდა.
0
№5
ავტორი: Malboro463
22 დეკემბერი 2013 10:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5886
ვერ არიან ესენი ლივერპულის გულშემატკივრებირო ყვირიან ეგრე მემგონი არავინ ყვირის წელს
0
№6
ავტორი: Roni 7
22 დეკემბერი 2013 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
Manchesteri ragac ar mgonia eseti wynari iyos :d:dmara mogebas bolo wlebshi ro mivechviet eg ra tqma unda:d
0
№7
ავტორი: UTD-Rule
22 დეკემბერი 2013 11:26
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
არა მართალია არის ტრიბუნები,რომელიც მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე იცლება და საერთოდ არ არის რამდენიმე ტრიბუნა ხმაურიანი,მაგრამ საერთო ჯამში ოლდ ტრაფორდი,რომ ხმაურიანი ეს ხო ფაქტია gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: GeorgeBest
22 დეკემბერი 2013 11:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გაივსო ტურისტებით სტადიონები, ხალხი თამაშს საფინალო სასტევანმდე ტოვებს უკვე. ტეხავს რა მაგრად winked შემიშვით რომელიმე თამაშზე ოლდ ტრაფორდზე და თუ 1 წუთი მაინც ჩუმად გავჩერდე ჩელსის ფანი ვიყო areyoukiddingme
0
№9
ავტორი: MANUTD FAN.
22 დეკემბერი 2013 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
რა სისულელეა მანჩესტერის ფანებზე ყველაფერი ტყუილი წერია გუნდი რო აგებს მაინც მღერიან გასამხნევებლად ეს რა დაწერე ავტორ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№10
ავტორი: love united
22 დეკემბერი 2013 12:21
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ზუსტია,შეიძლება ცოტა ადგილები ჩავანაცვლოდ,მაგრამ ასეთი სიტუაციაა...ვერ განვითარდგნენ საერთოდ ბრიტანელი ფანები,პირიქით უკან წავიდნენ...ატრიბუტიკაც თითქმის არავინ იყინებს პალასისა და ლივერპულის ფანების გარდა,ეგენიც მარტო კაშნებით და რამდენიმე ბანერით/დროშით შემოიფარგლებიან..ძაან ჩამორჩნენ...ჯერ მარტო გუშინ რა ხდებოდა სტადიონზე,ტიპები 10 წუთით ადრე მიდიოდნენ როცა გუნდი 3-1ს იგებდა.ყველაზე კარგი ფანური დაჯგუფება ამ დროისთვის პრემიერ ლიგაში კრისტალ პალასს ყავს..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top