თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2013, 01:03
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1763,
კომენტარები: 16
Manchester United VS Newcastle United - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლ იუნაიტედი" - პრევიუ
Manchester United VS Newcastle United - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი"- "ნიუკასლ იუნაიტედი" - პრევიუ
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი" - მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ ლიგა, მე-15 ტური
მსაჯი: ანდრე მარინერი
თარიღი: 07.12.2013
მატჩის დასაწყისი: 16:45 (თბილისის დროით)

Manchester United VS Newcastle United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

Manchester United VS Newcastle United - Preview

დისკვალიფიკაცია: რუნი (1 მატჩი)
ტრავმირებებულები: კერიკი
კითხვის ნიშნის ქვეშ: ვან პერსი, კაგავა
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, Smalling, Ferdinand, Evans, Evra, Vidic, Fabio, Valencia, Nani, Jones, Fellaini, Cleverley, Giggs, Anderson, Young, Zaha, Januzaj, Van Persie, Kagawa, Hernandez.

უეინ რუნიმ "ევერტონთან" მატჩში მიიღო მეხუთე ყვითელი ბარათი ამ სეზონში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერ დაეხმარება გუნდს "ნიუკასლთან" მატჩში. რობინ ვან პერსი შესაძლოა დაუბრუნდეს მოედანს რამდენიმე მატჩის გამოტოვების შემდეგ, ასევე დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდება ფილ ჯონსი. კითხვის ნიშნის ქვეშაა იაპონელი ნახევარმცველის შინჯი კაგავას თამაში.

"ნიუკასლ იუნაიტედი"

Manchester United VS Newcastle United - Preview

დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმირებებულები: ტეილორი
კითხვის ნიშნის ქვეშ: სისე, ბენ არფა
შემადგენლობა: Krul, Elliot, Debuchy, Coloccini, Williamson, Yanga-Mbiwa, S. Taylor, Santon, Dummett, Haidara, Tiote, Anita, Cabaye, Marveaux, Sissoko, Ben Arfa, Sammy Ameobi, Bigirimana, Obertan, Cisse, Remy, Gouffran, Shola Ameobi.

"სოუნსისთან" დამარცხების შემდეგ "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ აუცილებლად მოახდენს რამდენიმე ცვლილებას გუნდში. გუნდში ტრავმის მოუშუშების შემდეგ შესაძლოა დაბრუნდნენ სისე და ბენ არფა.

გუნდების ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედი"

Manchester United VS Newcastle United - Preview

მე-9 ადგილი, 22 ქულა

ბოლო ექვსი მატჩი (ყველა ტურნირზე):
2 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ სეზონში უკვე მეოთხჯერ დამარცხდა "პრემიერ ლიგაში", რაც მხოლოდ ერთით ნაკლებია 2012-2013 წლების მთელი სეზონის შედეგზე. ასევე გუნდმა ამ სეზონში ორ საშინაო მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა ("ევერტონი" და "ჩელსი"), რაც 2006-07 სეზონის შემდეგ არ მომხდარა. მოიესის გუნდმა მხოლოდ 5 მატჩი მოიგო "პრემიერ ლიგის" ბოლო 11 მატჩიდან (4 წაგება, 2 ფრე). "წითელი ეშმაკები" არ დამარცხებულან "პრემიერ ლიგის" მიყოლებით 2 საშინაო მატჩში 2012 წლის შემდეგ. ინგლისის ჩემპიონებმა გაიტანეს მხოლოდ 8 გოლი 7 საშინაო მატჩში ამ სეზონში, რომელიც იმაზე ცუდი შედეგია ვიდრე ამჟამინდელი ბოლო ადგილოსანის "სანდერლენდის" (9 გოლი). "ნიუკასლის" გამოკლებით, "იუნაიტედს" ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული ცხრილის ზედა ნაწილის გუნდებისგან - 18 გოლი.

"ნიუკასლ იუნაიტედი"

Manchester United VS Newcastle United - Preview

მე-7 ადგილი, 23 ქულა

ბოლო ექვსი მატჩი (ყველა ტურნირზე):
4 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება

"ნიუკასლ იუნაიტედს" არ უთამაშია არცერთი ფრე ჩემპიონატის ბოლო 8 მატჩში. "სუონსისთან" დამარცხებით მათ დაასრულეს 4 მატჩიანი გამარჯვებების სერია და ეს დამარცხება გახდა მხოლოდ მეორე ბოლო 8 მატჩში ყველა ტურნირზე. ასევე "ნიუკასლმა" 14 გოლი გაუშვა გასვლით შეხვედრებში რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია ლიგაზე.

ბომბარდირები და სავარაუდო რეკორდები

"მანჩესტერ იუნაიტედი"

წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 10 გოლი (8 ლიგაში), ვან პერსი - 10 გოლი (7 ლიგაში).

რობინ ვან პერსიმ გაიტანა 6 გოლი ბოლო 7 მატჩში "ნიუკასლის" წინააღმდეგ. თუ ჰოლანდიელი ტრავმის გამო მოედანზე ვერ გამოვა ეს იქნება "იუნაიტედისთვის" პირველი მატჩი მისი და უეინ რუნის გარეშე (დისკვალიფიკიაცია), მას შემდეგ რაც რობინი "ოლდ ტრაფორდზე" გადმოვიდა. პატრის ევრამ მოახერხა 2 გოლის გატანა ბოლო ორ მატჩში "ნიუკასლის" წინააღმდეგ. მსგავსი სტატისტიკაა აქვს ჯონი ევანსს, რომელსაც 2 გოლი აქვს გატანილი მათ წინააღმდეგ, თუმცა მან ერთხელ საკუთარ კარშიც ჩაჭრა ბურთი.

"ნიუკასლ იუნაიტედი"

წამყვანი ბომბარიდრები: რემი - 8 გოლი (8 ლიგაში)

პაპის სისემ გასულ სეზონში ორი გოლი გაიტანა "ოლდ ტრაფორდზე", "პრემიერ ლიგაში" და "ინგლისის თასზე". თუ გაბრიელ ობერტანი გამოვა მოედანზე, ის ითამაშებს თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.

ურთიერთშეხვედრები

მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ გამართეს 157 მატჩი. "იუნაიტედის" ანგარიშზე 80 მოგებაა, "ნიუკასლმა" კი 40-ჯერ მოახერხა "წითლების" დამარცხება, 37 მატჩი დამთავრდა ფრედ. ბოლო 23 მატჩში "იუნაიტედის" წინააღმდეგ "ნიუკასლმა" ერთადერთხელ იმარჯვა, 2012 წლის იანვარში, ანგარიშით 3-0. საერთო ჯამში "პრემიერ ლიგის" 38 მატჩიდან, "ნიუკასლს" მხოლოდ 4 გამარჯვება აქვს, ოთხივე საკუთარ მოედანზე. მთლიანად "პრემიერ ლიგის" მატჩებში "იუნაიტედს" ყველაზე მეტი ქულა სწორედ "ნიუკასლთან" მატჩში აქვს აღებული - 78. ძალიან დაძაბული გამოდგა გასული სეზონის მატჩი "ოლდ ტრაფორდზე", სადაც სტუმრებმა სამჯერ მოახერხეს დაწინაურება, თუმცა ხავიერ ერნანდესის გოლის წყალობით 3 ქულა მაინც "წითელ ეშმაკებს" დარჩათ.

მთავარი არბიტრი: ანდრე მარინერი

ამ სეზონში მან იმსაჯა 15 მატჩში, სადაც აჩვენა 55 ყვითელი და 5 წითელი ბარათი, საშუალოდ 4 ბარათი მატჩში.

გვერდითა არბიტრები: პიტერ კირკუპი და სიან მასსი

სათადარიგო მსაჯი: ნეილ სუორბრიკი.

ბოლო მატჩი:

Manchester United VS Newcastle United - Preview



სტატისტიკა

Manchester United VS Newcastle United - Preview

რა დროს გადის გოლები:

Manchester United VS Newcastle United - Preview

საიდან გადის გოლები:

Manchester United VS Newcastle United - Preview
მატჩის წინ
16 კომენტარი
№11
ავტორი: - LaNa Ts.....
7 დეკემბერი 2013 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
უნდა მოვიგოთ რა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: Macklemore
7 დეკემბერი 2013 11:27
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ გიო კაი პრევიუა, აუ უეჭველი უნდა მოვიგოთ რა! აუცილებლად!
0
№13
ავტორი: - LaNa Ts.....
7 დეკემბერი 2013 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ნანის იმედი მაქვს love არა, არა დღეს უუუუუუეჭველი ვიგებთ!!! manutd

H E R N A N D E Z 14,
მე არ მეშინია... რა გინდათ რემისთან, კარგი თავდამსხმელია wassat
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: love united
7 დეკემბერი 2013 11:44
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
წინა სეზონის თამაში იყო საოცარი...იმედია არანაკლები იქნება დღეს..
0
№15
ავტორი: RedGirl
7 დეკემბერი 2013 14:03
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ხვალ ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა მაინც მაქვს იმედი <33
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№16
ავტორი: Jubo
7 დეკემბერი 2013 14:29
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
კარგი პრევიუა საღოლ
დღეს მაინც არ ჩააგდონ თამაში areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top