თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2013, 01:03
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1760,
კომენტარები: 16
Manchester United VS Newcastle United - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლ იუნაიტედი" - პრევიუ
Manchester United VS Newcastle United - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი"- "ნიუკასლ იუნაიტედი" - პრევიუ
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი" - მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ ლიგა, მე-15 ტური
მსაჯი: ანდრე მარინერი
თარიღი: 07.12.2013
მატჩის დასაწყისი: 16:45 (თბილისის დროით)

Manchester United VS Newcastle United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

Manchester United VS Newcastle United - Preview

დისკვალიფიკაცია: რუნი (1 მატჩი)
ტრავმირებებულები: კერიკი
კითხვის ნიშნის ქვეშ: ვან პერსი, კაგავა
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, Smalling, Ferdinand, Evans, Evra, Vidic, Fabio, Valencia, Nani, Jones, Fellaini, Cleverley, Giggs, Anderson, Young, Zaha, Januzaj, Van Persie, Kagawa, Hernandez.

უეინ რუნიმ "ევერტონთან" მატჩში მიიღო მეხუთე ყვითელი ბარათი ამ სეზონში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერ დაეხმარება გუნდს "ნიუკასლთან" მატჩში. რობინ ვან პერსი შესაძლოა დაუბრუნდეს მოედანს რამდენიმე მატჩის გამოტოვების შემდეგ, ასევე დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდება ფილ ჯონსი. კითხვის ნიშნის ქვეშაა იაპონელი ნახევარმცველის შინჯი კაგავას თამაში.

"ნიუკასლ იუნაიტედი"

Manchester United VS Newcastle United - Preview

დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმირებებულები: ტეილორი
კითხვის ნიშნის ქვეშ: სისე, ბენ არფა
შემადგენლობა: Krul, Elliot, Debuchy, Coloccini, Williamson, Yanga-Mbiwa, S. Taylor, Santon, Dummett, Haidara, Tiote, Anita, Cabaye, Marveaux, Sissoko, Ben Arfa, Sammy Ameobi, Bigirimana, Obertan, Cisse, Remy, Gouffran, Shola Ameobi.

"სოუნსისთან" დამარცხების შემდეგ "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ აუცილებლად მოახდენს რამდენიმე ცვლილებას გუნდში. გუნდში ტრავმის მოუშუშების შემდეგ შესაძლოა დაბრუნდნენ სისე და ბენ არფა.

გუნდების ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედი"

Manchester United VS Newcastle United - Preview

მე-9 ადგილი, 22 ქულა

ბოლო ექვსი მატჩი (ყველა ტურნირზე):
2 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ სეზონში უკვე მეოთხჯერ დამარცხდა "პრემიერ ლიგაში", რაც მხოლოდ ერთით ნაკლებია 2012-2013 წლების მთელი სეზონის შედეგზე. ასევე გუნდმა ამ სეზონში ორ საშინაო მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა ("ევერტონი" და "ჩელსი"), რაც 2006-07 სეზონის შემდეგ არ მომხდარა. მოიესის გუნდმა მხოლოდ 5 მატჩი მოიგო "პრემიერ ლიგის" ბოლო 11 მატჩიდან (4 წაგება, 2 ფრე). "წითელი ეშმაკები" არ დამარცხებულან "პრემიერ ლიგის" მიყოლებით 2 საშინაო მატჩში 2012 წლის შემდეგ. ინგლისის ჩემპიონებმა გაიტანეს მხოლოდ 8 გოლი 7 საშინაო მატჩში ამ სეზონში, რომელიც იმაზე ცუდი შედეგია ვიდრე ამჟამინდელი ბოლო ადგილოსანის "სანდერლენდის" (9 გოლი). "ნიუკასლის" გამოკლებით, "იუნაიტედს" ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული ცხრილის ზედა ნაწილის გუნდებისგან - 18 გოლი.

"ნიუკასლ იუნაიტედი"

Manchester United VS Newcastle United - Preview

მე-7 ადგილი, 23 ქულა

ბოლო ექვსი მატჩი (ყველა ტურნირზე):
4 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება

"ნიუკასლ იუნაიტედს" არ უთამაშია არცერთი ფრე ჩემპიონატის ბოლო 8 მატჩში. "სუონსისთან" დამარცხებით მათ დაასრულეს 4 მატჩიანი გამარჯვებების სერია და ეს დამარცხება გახდა მხოლოდ მეორე ბოლო 8 მატჩში ყველა ტურნირზე. ასევე "ნიუკასლმა" 14 გოლი გაუშვა გასვლით შეხვედრებში რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია ლიგაზე.

ბომბარდირები და სავარაუდო რეკორდები

"მანჩესტერ იუნაიტედი"

წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 10 გოლი (8 ლიგაში), ვან პერსი - 10 გოლი (7 ლიგაში).

რობინ ვან პერსიმ გაიტანა 6 გოლი ბოლო 7 მატჩში "ნიუკასლის" წინააღმდეგ. თუ ჰოლანდიელი ტრავმის გამო მოედანზე ვერ გამოვა ეს იქნება "იუნაიტედისთვის" პირველი მატჩი მისი და უეინ რუნის გარეშე (დისკვალიფიკიაცია), მას შემდეგ რაც რობინი "ოლდ ტრაფორდზე" გადმოვიდა. პატრის ევრამ მოახერხა 2 გოლის გატანა ბოლო ორ მატჩში "ნიუკასლის" წინააღმდეგ. მსგავსი სტატისტიკაა აქვს ჯონი ევანსს, რომელსაც 2 გოლი აქვს გატანილი მათ წინააღმდეგ, თუმცა მან ერთხელ საკუთარ კარშიც ჩაჭრა ბურთი.

"ნიუკასლ იუნაიტედი"

წამყვანი ბომბარიდრები: რემი - 8 გოლი (8 ლიგაში)

პაპის სისემ გასულ სეზონში ორი გოლი გაიტანა "ოლდ ტრაფორდზე", "პრემიერ ლიგაში" და "ინგლისის თასზე". თუ გაბრიელ ობერტანი გამოვა მოედანზე, ის ითამაშებს თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.

ურთიერთშეხვედრები

მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ გამართეს 157 მატჩი. "იუნაიტედის" ანგარიშზე 80 მოგებაა, "ნიუკასლმა" კი 40-ჯერ მოახერხა "წითლების" დამარცხება, 37 მატჩი დამთავრდა ფრედ. ბოლო 23 მატჩში "იუნაიტედის" წინააღმდეგ "ნიუკასლმა" ერთადერთხელ იმარჯვა, 2012 წლის იანვარში, ანგარიშით 3-0. საერთო ჯამში "პრემიერ ლიგის" 38 მატჩიდან, "ნიუკასლს" მხოლოდ 4 გამარჯვება აქვს, ოთხივე საკუთარ მოედანზე. მთლიანად "პრემიერ ლიგის" მატჩებში "იუნაიტედს" ყველაზე მეტი ქულა სწორედ "ნიუკასლთან" მატჩში აქვს აღებული - 78. ძალიან დაძაბული გამოდგა გასული სეზონის მატჩი "ოლდ ტრაფორდზე", სადაც სტუმრებმა სამჯერ მოახერხეს დაწინაურება, თუმცა ხავიერ ერნანდესის გოლის წყალობით 3 ქულა მაინც "წითელ ეშმაკებს" დარჩათ.

მთავარი არბიტრი: ანდრე მარინერი

ამ სეზონში მან იმსაჯა 15 მატჩში, სადაც აჩვენა 55 ყვითელი და 5 წითელი ბარათი, საშუალოდ 4 ბარათი მატჩში.

გვერდითა არბიტრები: პიტერ კირკუპი და სიან მასსი

სათადარიგო მსაჯი: ნეილ სუორბრიკი.

ბოლო მატჩი:

Manchester United VS Newcastle United - Preview



სტატისტიკა

Manchester United VS Newcastle United - Preview

რა დროს გადის გოლები:

Manchester United VS Newcastle United - Preview

საიდან გადის გოლები:

Manchester United VS Newcastle United - Preview
მატჩის წინ
16 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
7 დეკემბერი 2013 01:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხვალ მძიმე მატჩი გველის, კიდევ კაი ოლდ ტრაფორდზე მაინცაა. ამდენი დანაკლისით ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ 3 ქულა ჰაერივით გვჭირდება. მერამდენე თამაშში უნდა დაიკარგოს ქულები. ზაჰა კარგი იქნებოდა ხვალ ისე
0
№2
ავტორი: BERDI
7 დეკემბერი 2013 01:12
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოჩაღ გიო. ძალიან რთული და საინტერესო თამაში იქნება უნდა მოვიგოთ აუცილებლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: gilmour
7 დეკემბერი 2013 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ნახევარი გუნდით ვთამაშობთ. მაგრამ რეალურად რო შეხედო ამ შემადგენლობითაც ბევრად ძლიერები ვართ ნიუკასლზე, საინტერესო თამაში იქნება, რუნი–პერსის არ ყოფნა არის შანსი ველბეკისთვის და ჩიჩასთვის, თავი უნდა მოიკლან ორივემ ისე ითამაშონ.
ჩემი პროგნოზი რათქმაუნდა გამარჯვებაა.
0
№4
ავტორი: LizarD
7 დეკემბერი 2013 02:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რთული მატჩი ლიდერების გარეშე, ვნახოთ რა გამოვა... ოქროს ბიჭის იმედი მაქვს smile
0
№5
ავტორი: Malboro463
7 დეკემბერი 2013 02:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
რემი კარგი ქნეს არენდით რო იაყვანეს რამდენჯერ მოაპოვებინა ქულა. მანჩესტერსაც შეუგდებს
0
№6
ავტორი: Turkiashvili
7 დეკემბერი 2013 08:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
Aba wavida bijebo, unda moigon raa..tore magra dagverxa.
0
№7
ავტორი: GGMU
7 დეკემბერი 2013 08:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ეს თუ არ მოვიგეთ არ ვიცი რააა არ ვიციი :X ერთი დავანახოთ თუ რა გუნდია მანჩესტერიიი და გავაპოთ ეს ბოზები
0
№8
ავტორი: ლადო
7 დეკემბერი 2013 09:58
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეხლა წინა სეზონის მატჩის გოლებს ვუყურე და დამბურძგლა....აი ის ჟინი გვაკლია რაც წინა წელს გვქონდა რაღაცა აკლია გუნდს, თითქოს ნებდებაო
0
№9
ავტორი: UTD-Rule
7 დეკემბერი 2013 10:13
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
კარგი პრევიუ ყოჩაღ good2

დღეს მართლაც მძიმე მატჩი გველოდება,რუნის და პერსის გარეშე ვნახოთ აბა რა გამოგვივა იმედია არ დავკარგავთ ქულებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: Rosso Diavolo
7 დეკემბერი 2013 11:00
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
უნდა მოვიგოთ..რემის მეშინია ყველაზე მეტად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top