თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2013, 13:17
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2409,
კომენტარები: 18
Real Sociedad VS Manchester United - Preview
"რეალ სოსიედადი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
Real Sociedad VS Manchester United - Preview
"რეალ სოსიედადი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

სტადიონი: "ანოეტა",სან სებასტიანი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგის მე-4 ეტაპი.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
თარიღი: სამშაბათი, 5 ნოემბერი,2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

Real Sociedad VS Manchester United - Preview

Real Sociedad VS Manchester United - Preview

"რეალ სოსიედადი"

ტრავმირებულები: გრანერო (მუხლის ტრავმა)
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი:იაგობა არასეტე

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ესპანურ კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება სებასტიან გრანერო,რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს."რეალ სოსიედადმა" ბოლო მატჩი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ჩაატარა 2 ნოემბერს "ოსასუნას" წინააღმდეგ და მეტოქე 5 ბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

Real Sociedad VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონი ევანსი,რაფაელ და სილვა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დარენ ფლეტჩერი
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ ესპანეთში მის გუნდს ბრაზილიელი მცველი რაფაელი და ჯონი ევანსი ვერ დაეხმარება,როგორც ჩანს ამ ორმა მცველმა ტრავმები "ფულემთან" მატჩის დროს მიიღეს."მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო მატჩი მიმდინარე პრემიერ ლიგაში "ფულემის" წინააღმდეგ გამართეს და ლონდონელები 1:3 დაამარცხეს.

გუნდების ფორმა

Real Sociedad VS Manchester United - Preview

"რეალ სოსიედადი" კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ამ მომენტისათვის ჩემპიონთა ლიგის ჯფუფურ ეტაპზე.ესპანურ გუნდს 3 თამაში ვერცერთი ქულის მოგროვება ვერ შეძლო,მათ მხოლოდ 1 ბურთის გატანა მოახერხეს "ბაიერ ლევერკუზენის" წინააღმდეგ ხოლო საკუთარ კარში 5 გაუშვეს."მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩამორჩენა ესპანურ კლუბს 7 ქულა აქვს,"ბაიერ ლევერკუზენს" 6 ქულით ჩამორჩება ხოლო "შახტარს" 4 ქულით."რეალ სოსიედადმა" ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარა "ოლდ ტრაფორდზე" და ერთადერთი მარტინეზის ავტოგოლის წყალობით მოახერხეს მანჩესტერელებმა გამარჯვების მოპოვება.დღეს კი ელუსტონდოს გუნდი ყველანაირად შეეცდება რევანშის აღებას საკუთარ მოედანზე და ასევე პირველი ქულების მოპოვებას მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე.

Real Sociedad VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილს იკავებს 7 ქულით თავის ჯგუფში.დევიდ მოეისის გუნდი წაუგებლად ატარებს ჯერ-ჯერობით ლიგის მატჩებს (2 მოგება,1 ფრე).გუნდმა 3 მატჩში 3-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება ხოლო საკუთარ კარში 3 ბურთი გაუშვა "ბაიერ ლევერკუზენსა" და "შახტარის" წინააღმდეგ."წითელი ეშმაკები" მეორე ადგილზე მყოფ გერმანულ კლუბს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს ხოლო უკრაინულ კლუბს 3 ქულით,შესაბამისად კონკურენცია ჩემპიონთა ლიგის "ა ჯგუფში" საკმაოდ დაძაბულია.შოტლანდიელი დევიდ მოიესი დღეს ყველანაირად შეეცდება ესპანეთში 3 ქულის აღებას,რათა უფრო გაიმყაროს სატურნირო მდგომარეობა."წითელი ეშმაკები" ამ ჯგუფის ლიდერები არიან,შესაბამისად ისინი შეეცდებიან ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.

პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე"

Real Sociedad VS Manchester United - Preview

პირველი შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 23 ოქტომბერს გაიმართა "ოლდ ტრაფორდზე".მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა,ორივე გუნდს საკმაოდ ბევრი მომენტი ჰქონდა გოლის გასატანად,მაგრამ "ოცნების თეატრში" მისულმა გულშემატკივარმა მხოლოდ 1 ავტოგოლით გატანილი ბურთი იხილა.სწორედ მარტინეზის ავტოგოლის წყალობით,რომელიც მე-2 წუთზე გავიდა მოახერხა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ მატჩში 3 ქულის აღება.


Reader's Predections

Real Sociedad VS Manchester United - Preview

Head To Head

Real Sociedad VS Manchester United - Preview

LAST 5 MATCH

Real Sociedad VS Manchester United - Preview
მატჩის წინ
18 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
5 ნოემბერი 2013 18:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იმედია მოვიგებთ მაგრამ არა მგონია ეს დიდი ანგარიშით მოხდეს.
0
№12
ავტორი: GeorgeBest
5 ნოემბერი 2013 18:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყოჩაღ, როგორც ყოველთვის კარგია winked

იმედია გავაგრძელებთ მოგებების სერიას

ყოჩაღ, როგორც ყოველთვის კარგია winked

იმედია გავაგრძელებთ მოგებების სერიას

ყოჩაღ, როგორც ყოველთვის კარგია winked

იმედია გავაგრძელებთ მოგებების სერიას
0
№13
ავტორი: gilmour
5 ნოემბერი 2013 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კარგ ხასიათზე უნდა შევხვდეთ არსენალთან მატჩს. თან მგონი ფორმაშიც შევდივართ და გვინდა გამარჯვებები.
0
№14
ავტორი: Malboro463
5 ნოემბერი 2013 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5888
ორიანს კარგი კუში ქონდა მარა ვერგ ავრისკე:დ
0
№15
ავტორი: zorge
5 ნოემბერი 2013 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
მოვიგებთ :)
0
№16
ავტორი: love united
5 ნოემბერი 2013 19:45
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უნდა მოვიგოთ გოლგაუშვებლად..
0
№17
ავტორი: REDDDDDDDDDD
5 ნოემბერი 2013 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
PIRDAPIR ORIANI DAVDE ... VENDOBI ... :D
0
№18
ავტორი: gio(kosheichi)
5 ნოემბერი 2013 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
dro sheicvala tu isev im drosari
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top