თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2013, 13:17
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2277,
კომენტარები: 18
Real Sociedad VS Manchester United - Preview
"რეალ სოსიედადი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
Real Sociedad VS Manchester United - Preview
"რეალ სოსიედადი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

სტადიონი: "ანოეტა",სან სებასტიანი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგის მე-4 ეტაპი.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
თარიღი: სამშაბათი, 5 ნოემბერი,2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

Real Sociedad VS Manchester United - Preview

Real Sociedad VS Manchester United - Preview

"რეალ სოსიედადი"

ტრავმირებულები: გრანერო (მუხლის ტრავმა)
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი:იაგობა არასეტე

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ესპანურ კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება სებასტიან გრანერო,რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს."რეალ სოსიედადმა" ბოლო მატჩი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ჩაატარა 2 ნოემბერს "ოსასუნას" წინააღმდეგ და მეტოქე 5 ბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

Real Sociedad VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჯონი ევანსი,რაფაელ და სილვა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დარენ ფლეტჩერი
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ ესპანეთში მის გუნდს ბრაზილიელი მცველი რაფაელი და ჯონი ევანსი ვერ დაეხმარება,როგორც ჩანს ამ ორმა მცველმა ტრავმები "ფულემთან" მატჩის დროს მიიღეს."მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო მატჩი მიმდინარე პრემიერ ლიგაში "ფულემის" წინააღმდეგ გამართეს და ლონდონელები 1:3 დაამარცხეს.

გუნდების ფორმა

Real Sociedad VS Manchester United - Preview

"რეალ სოსიედადი" კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ამ მომენტისათვის ჩემპიონთა ლიგის ჯფუფურ ეტაპზე.ესპანურ გუნდს 3 თამაში ვერცერთი ქულის მოგროვება ვერ შეძლო,მათ მხოლოდ 1 ბურთის გატანა მოახერხეს "ბაიერ ლევერკუზენის" წინააღმდეგ ხოლო საკუთარ კარში 5 გაუშვეს."მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩამორჩენა ესპანურ კლუბს 7 ქულა აქვს,"ბაიერ ლევერკუზენს" 6 ქულით ჩამორჩება ხოლო "შახტარს" 4 ქულით."რეალ სოსიედადმა" ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარა "ოლდ ტრაფორდზე" და ერთადერთი მარტინეზის ავტოგოლის წყალობით მოახერხეს მანჩესტერელებმა გამარჯვების მოპოვება.დღეს კი ელუსტონდოს გუნდი ყველანაირად შეეცდება რევანშის აღებას საკუთარ მოედანზე და ასევე პირველი ქულების მოპოვებას მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე.

Real Sociedad VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილს იკავებს 7 ქულით თავის ჯგუფში.დევიდ მოეისის გუნდი წაუგებლად ატარებს ჯერ-ჯერობით ლიგის მატჩებს (2 მოგება,1 ფრე).გუნდმა 3 მატჩში 3-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება ხოლო საკუთარ კარში 3 ბურთი გაუშვა "ბაიერ ლევერკუზენსა" და "შახტარის" წინააღმდეგ."წითელი ეშმაკები" მეორე ადგილზე მყოფ გერმანულ კლუბს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს ხოლო უკრაინულ კლუბს 3 ქულით,შესაბამისად კონკურენცია ჩემპიონთა ლიგის "ა ჯგუფში" საკმაოდ დაძაბულია.შოტლანდიელი დევიდ მოიესი დღეს ყველანაირად შეეცდება ესპანეთში 3 ქულის აღებას,რათა უფრო გაიმყაროს სატურნირო მდგომარეობა."წითელი ეშმაკები" ამ ჯგუფის ლიდერები არიან,შესაბამისად ისინი შეეცდებიან ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.

პირველი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე"

Real Sociedad VS Manchester United - Preview

პირველი შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 23 ოქტომბერს გაიმართა "ოლდ ტრაფორდზე".მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა,ორივე გუნდს საკმაოდ ბევრი მომენტი ჰქონდა გოლის გასატანად,მაგრამ "ოცნების თეატრში" მისულმა გულშემატკივარმა მხოლოდ 1 ავტოგოლით გატანილი ბურთი იხილა.სწორედ მარტინეზის ავტოგოლის წყალობით,რომელიც მე-2 წუთზე გავიდა მოახერხა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ მატჩში 3 ქულის აღება.


Reader's Predections

Real Sociedad VS Manchester United - Preview

Head To Head

Real Sociedad VS Manchester United - Preview

LAST 5 MATCH

Real Sociedad VS Manchester United - Preview
მატჩის წინ
18 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
5 ნოემბერი 2013 13:24
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ესეც პრევიუ feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: chudikone
5 ნოემბერი 2013 13:26
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სანახაობრივად კარგი მატჩი გველის love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Red Hooligan
5 ნოემბერი 2013 13:27
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
საღოლ ავტორ საუცხოოა როგორ ყოველთვის. მოვიგოთ უნდა უეჭველი, რომ დარჩენილი 2 მატჩი მშვიდად ჩავატაროთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№4
ავტორი: Berba 9
5 ნოემბერი 2013 13:40
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კაი პრევიუა დავით...
დღეს აუცილებელია მოგება, ნუ ყოველ შემთხვევაში არ წაგეება, არადა სოსიედადი რა გუნდია რომ 0-3 უპრობლემოდ ვერ მოვუგოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: I L C
5 ნოემბერი 2013 14:21
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
დღესაც თუ მოვიგეთ უნდა ვთქვათ რო უნაიტედი დგება ნელ-ნელა ფორმაში.. megustamucho
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: LizarD
5 ნოემბერი 2013 15:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
სახლის ფაქტორი ყოველთვის მნიშვნელოვანია მაგრამ იუნაიტედმა ბოლო თამაშებში თავდაჯერებულობა იგრძნო და მგონია რომ ჰანდიკაპით მოიგებენ.
0
№7
ავტორი: Z A C K™
5 ნოემბერი 2013 15:16
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
მოსაგები თამაშია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№8
ავტორი: Macklemore
5 ნოემბერი 2013 16:04
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ახალგაზრდებიც რო ათამაშოს კაი იქნება! თან ტრავმა არავინ გაიმიზეზოს!
0
№9
ავტორი: buka oboladze
5 ნოემბერი 2013 16:54
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
უკვე ვკრიფავთ ნელნელა ზედიზედ უნდა მოვიგოთ კიდევ რამდენიმე მატჩი და უკვე ყველაფერი შეიცვლება
0
№10
ავტორი: ლადო
5 ნოემბერი 2013 17:03
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ზედიზედ გვჭირდება გამარჯვებები ძალიან...იმედია დღეს დავალეწავთ თავზე სტადიონს ესპანელებს...საღოლ დავითა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top