თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2013, 17:21
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1898,
კომენტარები: 13
მოიესის გეგმებში ზაჰას ჯერი დადგა
ინგლისელს შანსი ეძლევა...
მოიესის გეგმებში ზაჰას ჯერი დადგა
სერ ალექს ფერგიუსონის ბოლო შენაძენი დღეს კიდევ თავისი შანსის მოლოდინშია, მიუხედავად იმისა რომ, ნიჭიერმა გარემარბმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა Wigan-ის წინააღდმეგ Community Shield-ის მატჩში.

"იუნაიტედის" ახალმა მწვრთნელმა, დევიდ მოეისმა გადაწყვიტა რომ ზაჰას თავის გამოჩენის შანსი მისცეს, რასაც "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ სათადარიგოთა ფეხბურთელებში მისი ყოფნა გვანიშნებს. მეტიც, შოტლანდიელი სპეციალისტი გვპირდება რომ ზაჰას შანსი მეცემა "ნორვიჩთან" გასამართ მატჩში. იმის მიუხედავად, რომ იყო ჭორები მის განათხოვრებასთან დაკავშირებით, ინგლისელი ვინგერი მზადაა გაიბრწყინოს "წითლების" მაისურით.

"ვფიქრობ რომ შესაფერისი მომენტი არ გვქონია, რომ შანსი მისცემოდა ზაჰას." აცხადებს მოიესი manutd.com-თან ინტერვიუში. "უპრიანი იქნება თუ არ ავჩქარდებით და მაშინ მოვუხმობთ ზაჰას, როდესაც შესაფერისი მომენტი იქნება."

"მე ვთქვი, რომ იანვარში ვიფიქრებდი, დარჩებოდა თუ არა ამ სეზონში ზაჰა მანჩესტერში. ამ ყველაფერს იმის მიხედვით გადავწყვეტ, თუ რაოდენ კარგად გამოგვივა ერთად მუშაობა. მე აგრეთვე დავპირზი ზაჰას რომ მიეცემოდა სათამაშო დრო, თუმცა მის პოზიციაზე არიან ფეხბურთელები (ნანი, ვალენსია, ეშლი იანგი, იანუზაი და შინჯი კაგავა), რომლებიც ყოველ მატჩში დიდ როლს თამაშობენ და ძნელია ასეთ დროს რისკზე წასვლა."

"ზაჰას დროის უქონლობა იმის ბრალი არ არის, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს, არამედ იმის, რომ მის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა და ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მისი თამაში გუნდს მხოლოდ დადებითს შემატებს. სამწუხაროდ, ამის გარკვევა ჯერ ვერ მოვახერხეთ და მისი არენდით წასვლა ისევ განკითხვის თემაა. მიუხედავად ამისა მე ყოველთვის ვფიქრობ მასზე და ვცდილობ გამოსავალი მოვნახო."
- დაასრულა შოტლანდიელმა.

Manutd.Com
---
13 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
28 ოქტომბერი 2013 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Yangs nu adareb tu dzma xar
0
№12
ავტორი: maik-temo
28 ოქტომბერი 2013 09:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
kagava, nani, ianuzai da zaha es otxi garemarbi sakmarisia gundshi
0
№13
ავტორი: zatara
28 ოქტომბერი 2013 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ManUtd,

ვერანაირად ვერ ჯობია ადნანს... ესეთი მოძრავი არააა... თავს არ იტვირთავს დიდად... ფლანგების შეცვლა... ცენტრიდან შესვლა და პასების ესეთი სიზუსტე არ აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top