სერ ალექს ფერგიუსონის ბოლო შენაძენი დღეს კიდევ თავისი შანსის მოლოდინშია, მიუხედავად იმისა რომ, ნიჭიერმა გარემარბმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა Wigan-ის წინააღდმეგ Community Shield-ის მატჩში.
"იუნაიტედის" ახალმა მწვრთნელმა, დევიდ მოეისმა გადაწყვიტა რომ ზაჰას თავის გამოჩენის შანსი მისცეს, რასაც "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ სათადარიგოთა ფეხბურთელებში მისი ყოფნა გვანიშნებს. მეტიც, შოტლანდიელი სპეციალისტი გვპირდება რომ ზაჰას შანსი მეცემა "ნორვიჩთან" გასამართ მატჩში. იმის მიუხედავად, რომ იყო ჭორები მის განათხოვრებასთან დაკავშირებით, ინგლისელი ვინგერი მზადაა გაიბრწყინოს "წითლების" მაისურით.
"ვფიქრობ რომ შესაფერისი მომენტი არ გვქონია, რომ შანსი მისცემოდა ზაჰას." აცხადებს მოიესი manutd.com-თან ინტერვიუში. "უპრიანი იქნება თუ არ ავჩქარდებით და მაშინ მოვუხმობთ ზაჰას, როდესაც შესაფერისი მომენტი იქნება."
"მე ვთქვი, რომ იანვარში ვიფიქრებდი, დარჩებოდა თუ არა ამ სეზონში ზაჰა მანჩესტერში. ამ ყველაფერს იმის მიხედვით გადავწყვეტ, თუ რაოდენ კარგად გამოგვივა ერთად მუშაობა. მე აგრეთვე დავპირზი ზაჰას რომ მიეცემოდა სათამაშო დრო, თუმცა მის პოზიციაზე არიან ფეხბურთელები (ნანი, ვალენსია, ეშლი იანგი, იანუზაი და შინჯი კაგავა), რომლებიც ყოველ მატჩში დიდ როლს თამაშობენ და ძნელია ასეთ დროს რისკზე წასვლა."
"ზაჰას დროის უქონლობა იმის ბრალი არ არის, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს, არამედ იმის, რომ მის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა და ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მისი თამაში გუნდს მხოლოდ დადებითს შემატებს. სამწუხაროდ, ამის გარკვევა ჯერ ვერ მოვახერხეთ და მისი არენდით წასვლა ისევ განკითხვის თემაა. მიუხედავად ამისა მე ყოველთვის ვფიქრობ მასზე და ვცდილობ გამოსავალი მოვნახო." - დაასრულა შოტლანდიელმა.