თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2012, 22:51
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2719,
კომენტარები: 16
არაპოპულარული, მაგრამ სამართლიანი
ხვალ მანჩესტერის ადგილზე შესაძლოა თქვენ აღმოჩნდეთ და მიხვდებით, თუ რა გრძნობაა ეს
არაპოპულარული, მაგრამ სამართლიანი
თამაშს მგონი ყველამ უყურა. არაჩვეულებრივი თამაში იყო იუნაიტედისაგან პირველი 20 წუთი. მეთანხმებით ხომ? შემდეგ, მხოლოდ ღმერთმა იცის რას აკეთებდნენ ისინი მოედანზე. მოდით ეხლა მთავარ თემაზე ვისაუბროთ. ჩვენ გავიმარჯვეთ მსაჯის შეცდომების ხარჯზე. ჩიჩარიტოს გატანილი გოლი თამაშგარედან. როგორ გრძნობა გრჩებათ ამის შემდეგ? არანაირი. თამაში არ გამოდგა ისეთი, როგორსაც ველოდით და აშკარაა რომ ერთის და მეორე გუნდის გულშემატკივრები უკმაყოფილო დარჩნენ შეხვედრით. ეს ფაქტია! კი, გაიმარჯვა გუშინ მანჩესტერმა, შეამცირა ქულათა სხვაობა ცხრილში, მაგრამ სიხარული არ არის. ეს აუღწერელი რამეა, ამას შეიგრძნობ მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ თავზე გამოცდი. მსაჯის შეცდომებზე დავას აზრი არ აქვს. მე ვიკავებ არაპოპულარულ, მაგრამ სამართლიან აზრს. მთელი სეზონის მანძილზე შენ შეიძლება ათი მატჩი მოიგო იქ, სადაც მოგებას არ იმსახურებდი და შეიძლება დამარცხდე იმ ათ შეხვედრაში, სადაც ასი პროცენტით უნდა მოგეგო. შეგიძლია მოიგო მსაჯის ხარჯზე და შეგიძლია იმავე მიზეზის გამო დამარცხდე მეორე შეხვედრაში. საბოლოოდ, ყველაფერი ეს ერთმანეთს უტოლდება და ჯამში ნამდვილად ვერ იტყვი, რომ შენ სეზონი მსაჯთა შეცდომების გამო წააგე. ამიტომ, იმის მიუხედავად რომ მე უკმაყოფილო დავრჩი გუშინდელი გამარჯვებით, მაინც პოზიტიურად შევხვდი ამ ამბავს. ბოლოსდაბოლოს, ივანოვიჩის დისკვალიფიკაცია 100 პროცენტიანი იყო, დაუნიშნავი თერთმეტ მეტრიანი (ხომ აშკარა იყო? მაგრამ არ დაინიშნა). ასე, რომ თუ თქვენ მშვიდად შეაფასებთ შეხვედრას მიხვდებით, რომ მსაჯმა როგორც ერთ მხარეს ისე, ისე მეორე მხარესაც დაუშვა შეცდომები. იმას თუ არ გავიხსენებთ, რა ხდებოდა სხვა მატჩებში.

ამაზე უარესი იყო, ის რაც შემდეგ მოხდა. არა, მე ვხვდები რატომ არიან ჩელსის გულშემატკივრები გულდაწყვეტილები და ისიც მისაღებია მათგან, რომ თითქოს და ჩვენ მსაჯი მოვისყიდეთ და ასე შემდეგ. მაგრამ! არ მესმის რა ალაპარაკებს ბარსელონას, არსენალის, ლივერპულის და სხვა გუნდების გულშემატკივრებს? გეთანხმებით, სადღაც იყო სადაო მომენტი, სადღაც აშკარა ჯარიმა, მაგრამ ეშმაკსაც წაუღია, ეს ფეხბურთია, არა?!დღეს ჩვენ მოვიგეთ, ხვალ ჩელსი მოიგებს! თუ ლურჯების გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ჩვენ დაგვავიწყდა ის ორ მეტრიანი თამაშგარე, რომელშიც დროგბა იმყოფებოდა, ან კიდევ ის პენლების სერია, რომლებსაც მსაჯები ჰაერზე აძლევდნენ ლამპარდს, ძალიან ცდებით. დააკვირდით ამ ორი გუნდის შეხვედრებს, როდესაც მთავარი მსაჯი მარტინ ატკინსონი იყო, რომელიც ყველანაირ იმედებს უკლავდა მანჩესტერს გამარჯვებისათვის.

არაპოპულარული, მაგრამ სამართლიანი

დღეს ჩვენ, ხვალ თქვენ.

მაგრამ ყველაზე ცუდი რამ ამაში არ მდგომარეობს. მე, როდესაც მსაჯი უსამართლოდ გვაძლევს ჯარიმას, ყოველთვის ვაკრიტიკებ მას და მოწინააღმდეგე გუნდის მხარეს ვარ მაგ შემთხვევაში. მაგრამ ამაზე საშინელი, კიდევ სხვა რამაა.

''თქვენ უნდა გრცხვენოდეთ."

აი ასე. ამ ფრაზას არაერთხელ შევხვედრივარ, მაგრამ მაინც ვერ გამიგია რატომ უნდა გვრცხვენოდეს? გვრცხვენოდეს იმის, რომ ჩვენ დავამარცხეთ პრემიერლიგის ლიდერი გასვლაზე? ვაიძულეთ გუნდი, რომ ცხვირ-პირით ბალახი "ეჭამა" 35 წუთის განმავლობაში? იმის გამო, რომ ორი სუფთა ბურთი გავიტანეთ არაჩვეულებრივი კომბინაციების შემდეგ? თუ იმის გამო, რომ ჩიჩარიტომ "ფეხებზე დაიკიდა" თქვენი თამაშგარე არ გაჩერდა და ბურთი კარში შეაგდო? ამიხსენით, გულრწფელად გეუბნებით, ვერ ვხვდები ამ წინადადების აზრს? ყველა ჩვენ განვიცდით საყვარელი გუნდის მარცხს. ასეთია ნამდვილი გულშემატკივარის ბედი. ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, მაგრამ ნუ გავიწყდებათ რომ ყველაფერს საზღვარი აქვს და სანამ რაიმეს იტყოდეთ დაუკვირდით და გაანალიზეთ თქვენს მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა. ალბათ უკვე, ხვალ მანჩესტერის ადგილზე შესაძლოა თქვენ აღმოჩნდეთ და მიხვდებით, თუ რა გრძნობაა ეს.
სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: love united
30 ოქტომბერი 2012 15:09
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ!..
0
№12
ავტორი: always ReD
30 ოქტომბერი 2012 15:16
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
საღოლ. მარა არამგონია ხვალაც მოიგონ. კიდევ უნდა მოვიგოთ და უნდა გავაჩეროთ სამუდამოდ!
0
№13
ავტორი: Amanda Seyfried
30 ოქტომბერი 2012 17:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ხვალაც მოვიგოთ და დავასამაროტ ლურჯები
0
№14
ავტორი: captain
30 ოქტომბერი 2012 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
ViDa
კარგია, ჯიგარი ხარ
0
№15
ავტორი: Red Hooligan
30 ოქტომბერი 2012 18:03
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
აუ მაგრად მომწონს ესეთი სიახლეეები. ხშირად დადეთ.... საღოლ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№16
ავტორი: RoooneY AND rVp
30 ოქტომბერი 2012 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 184
კაია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top