თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2012, 22:51
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2880,
კომენტარები: 16
არაპოპულარული, მაგრამ სამართლიანი
ხვალ მანჩესტერის ადგილზე შესაძლოა თქვენ აღმოჩნდეთ და მიხვდებით, თუ რა გრძნობაა ეს
არაპოპულარული, მაგრამ სამართლიანი
თამაშს მგონი ყველამ უყურა. არაჩვეულებრივი თამაში იყო იუნაიტედისაგან პირველი 20 წუთი. მეთანხმებით ხომ? შემდეგ, მხოლოდ ღმერთმა იცის რას აკეთებდნენ ისინი მოედანზე. მოდით ეხლა მთავარ თემაზე ვისაუბროთ. ჩვენ გავიმარჯვეთ მსაჯის შეცდომების ხარჯზე. ჩიჩარიტოს გატანილი გოლი თამაშგარედან. როგორ გრძნობა გრჩებათ ამის შემდეგ? არანაირი. თამაში არ გამოდგა ისეთი, როგორსაც ველოდით და აშკარაა რომ ერთის და მეორე გუნდის გულშემატკივრები უკმაყოფილო დარჩნენ შეხვედრით. ეს ფაქტია! კი, გაიმარჯვა გუშინ მანჩესტერმა, შეამცირა ქულათა სხვაობა ცხრილში, მაგრამ სიხარული არ არის. ეს აუღწერელი რამეა, ამას შეიგრძნობ მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ თავზე გამოცდი. მსაჯის შეცდომებზე დავას აზრი არ აქვს. მე ვიკავებ არაპოპულარულ, მაგრამ სამართლიან აზრს. მთელი სეზონის მანძილზე შენ შეიძლება ათი მატჩი მოიგო იქ, სადაც მოგებას არ იმსახურებდი და შეიძლება დამარცხდე იმ ათ შეხვედრაში, სადაც ასი პროცენტით უნდა მოგეგო. შეგიძლია მოიგო მსაჯის ხარჯზე და შეგიძლია იმავე მიზეზის გამო დამარცხდე მეორე შეხვედრაში. საბოლოოდ, ყველაფერი ეს ერთმანეთს უტოლდება და ჯამში ნამდვილად ვერ იტყვი, რომ შენ სეზონი მსაჯთა შეცდომების გამო წააგე. ამიტომ, იმის მიუხედავად რომ მე უკმაყოფილო დავრჩი გუშინდელი გამარჯვებით, მაინც პოზიტიურად შევხვდი ამ ამბავს. ბოლოსდაბოლოს, ივანოვიჩის დისკვალიფიკაცია 100 პროცენტიანი იყო, დაუნიშნავი თერთმეტ მეტრიანი (ხომ აშკარა იყო? მაგრამ არ დაინიშნა). ასე, რომ თუ თქვენ მშვიდად შეაფასებთ შეხვედრას მიხვდებით, რომ მსაჯმა როგორც ერთ მხარეს ისე, ისე მეორე მხარესაც დაუშვა შეცდომები. იმას თუ არ გავიხსენებთ, რა ხდებოდა სხვა მატჩებში.

ამაზე უარესი იყო, ის რაც შემდეგ მოხდა. არა, მე ვხვდები რატომ არიან ჩელსის გულშემატკივრები გულდაწყვეტილები და ისიც მისაღებია მათგან, რომ თითქოს და ჩვენ მსაჯი მოვისყიდეთ და ასე შემდეგ. მაგრამ! არ მესმის რა ალაპარაკებს ბარსელონას, არსენალის, ლივერპულის და სხვა გუნდების გულშემატკივრებს? გეთანხმებით, სადღაც იყო სადაო მომენტი, სადღაც აშკარა ჯარიმა, მაგრამ ეშმაკსაც წაუღია, ეს ფეხბურთია, არა?!დღეს ჩვენ მოვიგეთ, ხვალ ჩელსი მოიგებს! თუ ლურჯების გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ჩვენ დაგვავიწყდა ის ორ მეტრიანი თამაშგარე, რომელშიც დროგბა იმყოფებოდა, ან კიდევ ის პენლების სერია, რომლებსაც მსაჯები ჰაერზე აძლევდნენ ლამპარდს, ძალიან ცდებით. დააკვირდით ამ ორი გუნდის შეხვედრებს, როდესაც მთავარი მსაჯი მარტინ ატკინსონი იყო, რომელიც ყველანაირ იმედებს უკლავდა მანჩესტერს გამარჯვებისათვის.

არაპოპულარული, მაგრამ სამართლიანი

დღეს ჩვენ, ხვალ თქვენ.

მაგრამ ყველაზე ცუდი რამ ამაში არ მდგომარეობს. მე, როდესაც მსაჯი უსამართლოდ გვაძლევს ჯარიმას, ყოველთვის ვაკრიტიკებ მას და მოწინააღმდეგე გუნდის მხარეს ვარ მაგ შემთხვევაში. მაგრამ ამაზე საშინელი, კიდევ სხვა რამაა.

''თქვენ უნდა გრცხვენოდეთ."

აი ასე. ამ ფრაზას არაერთხელ შევხვედრივარ, მაგრამ მაინც ვერ გამიგია რატომ უნდა გვრცხვენოდეს? გვრცხვენოდეს იმის, რომ ჩვენ დავამარცხეთ პრემიერლიგის ლიდერი გასვლაზე? ვაიძულეთ გუნდი, რომ ცხვირ-პირით ბალახი "ეჭამა" 35 წუთის განმავლობაში? იმის გამო, რომ ორი სუფთა ბურთი გავიტანეთ არაჩვეულებრივი კომბინაციების შემდეგ? თუ იმის გამო, რომ ჩიჩარიტომ "ფეხებზე დაიკიდა" თქვენი თამაშგარე არ გაჩერდა და ბურთი კარში შეაგდო? ამიხსენით, გულრწფელად გეუბნებით, ვერ ვხვდები ამ წინადადების აზრს? ყველა ჩვენ განვიცდით საყვარელი გუნდის მარცხს. ასეთია ნამდვილი გულშემატკივარის ბედი. ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, მაგრამ ნუ გავიწყდებათ რომ ყველაფერს საზღვარი აქვს და სანამ რაიმეს იტყოდეთ დაუკვირდით და გაანალიზეთ თქვენს მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა. ალბათ უკვე, ხვალ მანჩესტერის ადგილზე შესაძლოა თქვენ აღმოჩნდეთ და მიხვდებით, თუ რა გრძნობაა ეს.
სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
29 ოქტომბერი 2012 22:52
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მგონი ეფექტური გამოვიდა lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: VaRdo
29 ოქტომბერი 2012 22:54
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამას ცოტახანში ავიკითხავ :* :* ჩემი საყვარელი სიახლეების სტილია და უკვე მომწონს love ბრავისიმო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: GeorgeBest
29 ოქტომბერი 2012 22:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ სტატიით ყველაფერი ნათქვამია! საღოლ ლაშა უმაგერისია good2
0
№4
ავტორი: Berba 9
29 ოქტომბერი 2012 22:57
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ViDa,

ბრავო, მომეწონა))) საინტერესო წასაკითხი იყო, ნამდვილად))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: zatara
29 ოქტომბერი 2012 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ეს ჩემი ბიჭიააააა :D :D :D საღოლ ლაშიკო... 100% გეთანხმები მაგრამ იმ გუნდების ჩამონათვალიდან არსენალი ამოიღე თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ :D :D :D :D :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№6
ავტორი: Wazzza10
29 ოქტომბერი 2012 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
საღოლ ავტორ დზაან მაგარი და საინტერესო სტატიაა იქნებ ამ ხალხმა შეიგნოს რამე რა ყველაფერს რო ჩვენ გვაბრალებენ GGMU<3
0
№7
ავტორი: Ví Ví
29 ოქტომბერი 2012 23:19
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ViDa,
საღოლ მხეცი ხარ 3d_5
0
№8
ავტორი: APeX
30 ოქტომბერი 2012 00:26
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
საღოლ ლაშა კარგია!

კარგი რა! ყველაფერს აქვს საზღვარი.. ბარსას "ფანიც" რო მსაჯებზე დაგიწყებს ლაპარაკს.. ან ამ ჩელსის ფანებს ნამუსი აქვთ საერთოდ?? მე ვამბობდი ტაბლოა მთავარი თქო?? ამათი მთავარი პრობლემა ის არის რო ყველაფერი ადვილად ავიწყდებათ რა.. ის ვინ იყო ერთი არტკინსონს რო მინეტს უკეთებდა?? ბაზარი არაა მაგათიც მესმის შეიძლება ემოციებს აყვნენ, მაგრამ უბრალოთ ერთი ობიექტურად მოაზროვნე ჩელსის ფანი მანახეთ!
0
№9
ავტორი: UTD-Rule
30 ოქტომბერი 2012 08:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ViDa,
საღოლ ლაშა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: Vittou
30 ოქტომბერი 2012 09:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 140
კარგია კარგი მადლობა ვიდას gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
We will keep that red flag flyin high
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top