თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2013, 13:12
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1934,
კომენტარები: 13
ზაჰას გადაბირება კიდევ ერთ კლუბს სურს
ინგლისელი ვინგერი კვლავ ყურადღების ცენტრშია.
ზაჰას გადაბირება კიდევ ერთ კლუბს სურს
გავრცელდა ცნობები რომ უილფრიდ ზაჰას გადაბირებაში "ნიუკასლი" დაიწინაურდა. "კაჭკაჭებს" იმედი აქვთ რომ რომ ახალგაზრდა ინგლისელს არენდის საშუალებით შეიძენენ, რომელიც სავარაუდოდ 15 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

გაცნობებთ რომ ჯერ კიდევ შარშანდელ სეზონში, სერ ალექს ფერგიუსონმა შეიძინა ზაჰა და არენდის მეშვეობით საშუალება მისცა თავის ყოფილ გუნდში დაესრულებინა სეზონი. იმის მიუხედავად რომ, ამ უკანასკნელს უდიდესი წვლილი მიუძღვის თავისი ყოფილი გუნდის (კრისტალ პალასის) პრემიერ ლიგაში დაწინაურებისა, მან ჯერაც ვერ მოახერხა დევიდ მოიესზე შთაბეჭდილების მოხდენა. ოფიციალურად გამართულ მატჩებიდან ზაჰა მხოლოდ ერთ შეხვედრაში ვიხილეთ, როდესაც Community Shield-ის თასზე "იუნაიტედმა" ღირსეულად დაამარცხა "უიგანი".

დღევანდელ "მანჩესტერს" ერთი შეხედვითაც შეატყობთ რომ ნახევარ დაცვაში კრეატიულობა აკლია. აკლია ზაჰაც. თუმცა მას საერთოდ ვერ ვხედავთ ვერც ძირითად შემადგენლობაში და ვერც სათადარიგოთა სკამზე. ჭორების თანახმად, უილფრედი მოიესის ქალიშვილთან, ლორენთან იწვა და სწორედ ამ ფაქტის გამო "ისჯება" იგი.

სანამ ეს ყველაფერი გაირკვევა მანამდე აშკარა ხდება რომ ზაჰას განათხოვრება ურიგო არ იქნება არც გუნდისთვის და არც თავად ფეხბურთელისთვის. "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი, ალან პარდიუ აცხადებს რომ მის გუნდში ყველანაირი პირობაა იმისა რომ ზაჰამ თავი კომფორტულად იგრძნოს. "ჩვენ დიდი სიამოვნებით ვიხილავდით მას "ნიუკასლის რიგებში, თუმცა ყველაფერი "იუნაიტედზეა დამოკიდებული, გაანათხოვრებენ თუ არა ამ მას." - აცხადებს პარდიუ.

აქვე დავამატებ იმასაც რომ "კაჭკაჭები" ზაჰაზე შეჩერებას არ აპირებენ და გეგმაში აქვთ ასევე იმედის მომცემი ტომ ინსის გადმობირება "ბლექპულიდან"

ქვემოთ კი შემოგთავაზებთ "იუნაიტედის" რიგითი ფანების რამდენიმე კომენტარს ზაჰას "უთამაშებლობასთან" დაკავშირებით:

"ის ძირითადის ფეხბურთელია. გაუშვით ვალენსია და იანგი. მიეცით ზაჰას და იანუზაის თამაშის უფლება !"

"თუ მოიესი მას გუნდიდან გაუშვებს, მაშინ მე უკანასკნელი იმედებიც გადამეწურება, რომელიც მისდამი გამაჩნია"

"მას არ გაუუპატიურებია მოიესის შვილი. ისინი ზრდასრული ადამიანები არიან და იციან რას აკეთებენ. მეტიც, მოიესი გახარებული უნდა იყოს რომ მას შავკანიანი სიძე ეყოლება, რომელიც ნიჭიერია როგორც მოედანზე, ასევე საწოლშიც"


წყარო: DailyStar
---
13 კომენტარი
№11
ავტორი: I L C
14 ოქტომბერი 2013 20:00
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
chudikone,
რაღაცნაირი მასტია.. wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№12
ავტორი: Red Hooligan
14 ოქტომბერი 2013 20:52
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
რავიცი რავიცი არეული სიტუცია კია. შვილთან იწვაო ისაო ესაო. ფაქტია, რომ არ თამაშობს. საუთჰემპტონთან სათადარიგოზე თუარ იქნება მგონი თვითონ მოითხოვს წასვლას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№13
ავტორი: ლადო
14 ოქტომბერი 2013 21:30
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ეს ძმაო არაპროფესიული საქციელია მოიესის მხრიდან...პირად და პროფესიულ ცხოვრებას ერთმანეთში არ უნდა ურევდეს...არასწორია...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top