თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2013, 13:12
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1935,
კომენტარები: 13
ზაჰას გადაბირება კიდევ ერთ კლუბს სურს
ინგლისელი ვინგერი კვლავ ყურადღების ცენტრშია.
ზაჰას გადაბირება კიდევ ერთ კლუბს სურს
გავრცელდა ცნობები რომ უილფრიდ ზაჰას გადაბირებაში "ნიუკასლი" დაიწინაურდა. "კაჭკაჭებს" იმედი აქვთ რომ რომ ახალგაზრდა ინგლისელს არენდის საშუალებით შეიძენენ, რომელიც სავარაუდოდ 15 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

გაცნობებთ რომ ჯერ კიდევ შარშანდელ სეზონში, სერ ალექს ფერგიუსონმა შეიძინა ზაჰა და არენდის მეშვეობით საშუალება მისცა თავის ყოფილ გუნდში დაესრულებინა სეზონი. იმის მიუხედავად რომ, ამ უკანასკნელს უდიდესი წვლილი მიუძღვის თავისი ყოფილი გუნდის (კრისტალ პალასის) პრემიერ ლიგაში დაწინაურებისა, მან ჯერაც ვერ მოახერხა დევიდ მოიესზე შთაბეჭდილების მოხდენა. ოფიციალურად გამართულ მატჩებიდან ზაჰა მხოლოდ ერთ შეხვედრაში ვიხილეთ, როდესაც Community Shield-ის თასზე "იუნაიტედმა" ღირსეულად დაამარცხა "უიგანი".

დღევანდელ "მანჩესტერს" ერთი შეხედვითაც შეატყობთ რომ ნახევარ დაცვაში კრეატიულობა აკლია. აკლია ზაჰაც. თუმცა მას საერთოდ ვერ ვხედავთ ვერც ძირითად შემადგენლობაში და ვერც სათადარიგოთა სკამზე. ჭორების თანახმად, უილფრედი მოიესის ქალიშვილთან, ლორენთან იწვა და სწორედ ამ ფაქტის გამო "ისჯება" იგი.

სანამ ეს ყველაფერი გაირკვევა მანამდე აშკარა ხდება რომ ზაჰას განათხოვრება ურიგო არ იქნება არც გუნდისთვის და არც თავად ფეხბურთელისთვის. "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი, ალან პარდიუ აცხადებს რომ მის გუნდში ყველანაირი პირობაა იმისა რომ ზაჰამ თავი კომფორტულად იგრძნოს. "ჩვენ დიდი სიამოვნებით ვიხილავდით მას "ნიუკასლის რიგებში, თუმცა ყველაფერი "იუნაიტედზეა დამოკიდებული, გაანათხოვრებენ თუ არა ამ მას." - აცხადებს პარდიუ.

აქვე დავამატებ იმასაც რომ "კაჭკაჭები" ზაჰაზე შეჩერებას არ აპირებენ და გეგმაში აქვთ ასევე იმედის მომცემი ტომ ინსის გადმობირება "ბლექპულიდან"

ქვემოთ კი შემოგთავაზებთ "იუნაიტედის" რიგითი ფანების რამდენიმე კომენტარს ზაჰას "უთამაშებლობასთან" დაკავშირებით:

"ის ძირითადის ფეხბურთელია. გაუშვით ვალენსია და იანგი. მიეცით ზაჰას და იანუზაის თამაშის უფლება !"

"თუ მოიესი მას გუნდიდან გაუშვებს, მაშინ მე უკანასკნელი იმედებიც გადამეწურება, რომელიც მისდამი გამაჩნია"

"მას არ გაუუპატიურებია მოიესის შვილი. ისინი ზრდასრული ადამიანები არიან და იციან რას აკეთებენ. მეტიც, მოიესი გახარებული უნდა იყოს რომ მას შავკანიანი სიძე ეყოლება, რომელიც ნიჭიერია როგორც მოედანზე, ასევე საწოლშიც"


წყარო: DailyStar
---
13 კომენტარი
№1
ავტორი: N.Vidic
14 ოქტომბერი 2013 13:20
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 90
ძალიან ცუდია როცა პირადი უთანხმოების გამო ასეთი ფეხბურთელი ზის სათადარიგო სკამზე :||
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№2
ავტორი: Shako Jones
14 ოქტომბერი 2013 13:39
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ოღონდ ამ დამპალს არ მისცენ არენდით :)) ვერ ვიტან პარდიუს
0
№3
ავტორი: I L C
14 ოქტომბერი 2013 14:47
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Shako Jones,
ბაზარი არაა ვერც მე

და არსად გასაშვები ეს არაა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: luka12
14 ოქტომბერი 2013 15:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
gaushvan erti wlit da movides mere
0
№5
ავტორი: darcmela
14 ოქტომბერი 2013 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
მირჩევნია ზაჰამ გუნდში ითამაშოს და იანგი საერთოდ გაყიდონ ზაჰამ უნდა ითამაშოს
0
№6
ავტორი: Redevil(New Writer)
14 ოქტომბერი 2013 16:13
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 23
moiiess aTamaSee Sheni mee!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ http://i.minus.com/iO6aZhF5JMKHW.gif
№7
ავტორი: Z A C K™
14 ოქტომბერი 2013 16:15
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ნიუკასლში დაიმტვრევა უეჭველი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№8
ავტორი: red devil
14 ოქტომბერი 2013 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Unda itamashos am kacma martla gvchirdeba
0
№9
ავტორი: love united
14 ოქტომბერი 2013 18:22
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ოღონდ ითამაშოს ამან და..მაგრამ დავიტოვოთ უკეთესი იქნება..მისცეს შანსი მოიესმა,რა დაემართა
0
№10
ავტორი: chudikone
14 ოქტომბერი 2013 18:34
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
Shako Jones,
G.baramashvili ,
რა პონტში არ გევასებათ პარდიუ ? ფერგის N1 ფანია მასტი და მაგრად არ ევასება ჩელსი და მოურინიო, სულ ჩვენ მხარეს იჭერს ხოლმე., ჯიგარი კაცია.. მოესსზე კიდე კომენტარები ზედმეტია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top