"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა დევიდ მოიესსმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ყველაფერს ეცდება იმისათვის რომ ადნანმა სანაკრებო კარიერა ინგლისში განაგრძოს. 18 წლის ტალატი გუშინ პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და ამ სადებიუტო შეხვედრაში დუბლით დაგვამახსოვრა თავი. ეს უკანასკნელი დიდი არჩევანის წინაშეა, ვინაიდან და რადგანაც მას თავისუფლად შეუძლია ითამაშოს როგორც ბელგიის, ალბანეთის, კოსოვოს, სერბეთის, თურქეთის და ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. დევიდ მოეისმა დადებითი პასუხი გასცა კითხვაზე, რომელიც ასე ჯღერს "გქონდათ თუ არა უკვე კონტაქტი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან იანუზაუსთან დაკავშირებით ?" მას სჯერა რომ ადნანი კარიერას ინგლისის მაისურით განაგრძობს და ხუმრობით დაამატა რომ მის შოტლანდიის მაისურით ხილვაზეც არ იტყოდა უარს. "ვფიქრობ რომ ის სწორ არჩევანს გააკეთებს. იანუზაის თავისუფლად შეუძლია რამოდენიმე ქვეყნის მაისურის მორგება. ამასთანავე იგი გამოძახებული იყო რამოდენიმეჯერ ბელგიის ნაკრების მიერ, თუმცა მას ჯერ არ უთამაშია ბელგიის ნაკრებში." აცხადებს დევიდ მოიესი. მან ადნანის დებიუტი რამოდენიმე ტოპ კლასის ფეხბურთელს შეადარა და მიაჩნია რომ იანუზაი წარმატებით განარგძობს ასპარეზს ნებისმიერი მაისურით. "მახსოვს უეინ რუნისა და როს ბერკლის დებიუტი. ასეთივე გამოდგა იანუზაისაც. ისინი ერთი დონის ფეხბურთელები არიან. მე მის ძირითად შემადგნელობაში დაყენებას 3-4 კვირის წინ ვაპირებდი, თუმცა გარკვეული მიზეზების და გამო ეს არ მოხდა. გუშინ კი ეს მომენტი დადგა და მან შანსი შესანიშნავად გამოიყენა. გუშინ ადნანი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. რთული იყო მისი შეჩერება. იგი უსაზღვრო ნიჭით არის დაჯილდოვებული. მას აქვს გოლის ალღო, შეუძლია ბურთის კარგად გაკონტროლება და ამასთანავე მე დარწმუნებული ვარ რომ დიდი ხნის განმავლობასი ადნანი "იუნაიტედის" ფეხბურთელი იქნება."
თავად ბელგიელს კონტრაქტი იანვარში ეწურება და მისი ამჟამინდელი ფორმის გამო შეიძლება სხვა გუნდებისგან ინტერესი კიდევ და კიდევ გაძლიერდეს, თუმცა დევიდ მოიესი მიზეზს ვერ ხედავს თუ რატომ უნდა მოუნდეს იანუზაის კლუბის დატოვება.
"მე არც კი ვღელავ მაგ საკითხზე. ვფიქრობ რომ ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი იოცნებებდა "ეშმაკუნების" რიგებში ყოფნას. სანერვიულო არაფერია, არამგონია მან კლუბი დატოვოს" - დაასრულა შოტლანდიელმა.