თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2013, 11:01
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1924,
კომენტარები: 12
ინგლისს იანუზაი სურს
სად გააგრძელებს თამაშს ახალგაზრდა ბელგიელი ?
ინგლისს იანუზაი სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა დევიდ მოიესსმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ყველაფერს ეცდება იმისათვის რომ ადნანმა სანაკრებო კარიერა ინგლისში განაგრძოს. 18 წლის ტალატი გუშინ პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და ამ სადებიუტო შეხვედრაში დუბლით დაგვამახსოვრა თავი. ეს უკანასკნელი დიდი არჩევანის წინაშეა, ვინაიდან და რადგანაც მას თავისუფლად შეუძლია ითამაშოს როგორც ბელგიის, ალბანეთის, კოსოვოს, სერბეთის, თურქეთის და ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. დევიდ მოეისმა დადებითი პასუხი გასცა კითხვაზე, რომელიც ასე ჯღერს "გქონდათ თუ არა უკვე კონტაქტი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან იანუზაუსთან დაკავშირებით ?" მას სჯერა რომ ადნანი კარიერას ინგლისის მაისურით განაგრძობს და ხუმრობით დაამატა რომ მის შოტლანდიის მაისურით ხილვაზეც არ იტყოდა უარს. "ვფიქრობ რომ ის სწორ არჩევანს გააკეთებს. იანუზაის თავისუფლად შეუძლია რამოდენიმე ქვეყნის მაისურის მორგება. ამასთანავე იგი გამოძახებული იყო რამოდენიმეჯერ ბელგიის ნაკრების მიერ, თუმცა მას ჯერ არ უთამაშია ბელგიის ნაკრებში." აცხადებს დევიდ მოიესი. მან ადნანის დებიუტი რამოდენიმე ტოპ კლასის ფეხბურთელს შეადარა და მიაჩნია რომ იანუზაი წარმატებით განარგძობს ასპარეზს ნებისმიერი მაისურით. "მახსოვს უეინ რუნისა და როს ბერკლის დებიუტი. ასეთივე გამოდგა იანუზაისაც. ისინი ერთი დონის ფეხბურთელები არიან. მე მის ძირითად შემადგნელობაში დაყენებას 3-4 კვირის წინ ვაპირებდი, თუმცა გარკვეული მიზეზების და გამო ეს არ მოხდა. გუშინ კი ეს მომენტი დადგა და მან შანსი შესანიშნავად გამოიყენა. გუშინ ადნანი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. რთული იყო მისი შეჩერება. იგი უსაზღვრო ნიჭით არის დაჯილდოვებული. მას აქვს გოლის ალღო, შეუძლია ბურთის კარგად გაკონტროლება და ამასთანავე მე დარწმუნებული ვარ რომ დიდი ხნის განმავლობასი ადნანი "იუნაიტედის" ფეხბურთელი იქნება."

თავად ბელგიელს კონტრაქტი იანვარში ეწურება და მისი ამჟამინდელი ფორმის გამო შეიძლება სხვა გუნდებისგან ინტერესი კიდევ და კიდევ გაძლიერდეს, თუმცა დევიდ მოიესი მიზეზს ვერ ხედავს თუ რატომ უნდა მოუნდეს იანუზაის კლუბის დატოვება.

"მე არც კი ვღელავ მაგ საკითხზე. ვფიქრობ რომ ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი იოცნებებდა "ეშმაკუნების" რიგებში ყოფნას. სანერვიულო არაფერია, არამგონია მან კლუბი დატოვოს" - დაასრულა შოტლანდიელმა.

წყარო: SkySPORTS
---
12 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
6 ოქტომბერი 2013 11:02
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
იმედია არსდ წავა დიდი იმედი მაქვს ამ ფეხბურთელის და ჯერჯერობით ამის თქმის საფუძველი მაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: Rosso Diavolo
6 ოქტომბერი 2013 11:05
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
90 wuTi ar uTamaSia : )
0
№3
ავტორი: Malboro463
6 ოქტომბერი 2013 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
ბელგიას ისეთი თაობა მოდის რო რატო უდნა თქვას კაცმა მაგათ ნაკრებში თამაშზე უარი რამის მიღწევა თუ უნდა არ უნდა დათანხმდეს
0
№4
ავტორი: Muxada
6 ოქტომბერი 2013 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
Middlesbro,
ingliss ufro klasni fexburtelebi kas da magitom unda tkvas :)
0
№5
ავტორი: chudikone
6 ოქტომბერი 2013 11:23
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ინგლისს გამოადგება მაგრად და კლუბიდან რო წავიდეს დიდ შეცდომას დაუშვებს !!!

ციტატა: H E R N A N D E Z 14
90 wuTi ar uTamaSia : )

გაიხარე, ჩავასწორე :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: red devil
6 ოქტომბერი 2013 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Belgia an inglisi erterti unda airchios. Manchestertan ki saswrafod gaaformos kontraqti
0
№7
ავტორი: Vodafone
6 ოქტომბერი 2013 11:35
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მთავარია ჩვენთან სასწრაფოდ გააფორმოს კონტრაქტი, მგონია რომ მაინც ალბანეთს აირჩევს, ბელგიას უთხრა უკვე რამდენიმეჯერ უარი.
0
№8
ავტორი: ThiagoAlcantara
6 ოქტომბერი 2013 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
inglishi darchi inglishI ))) dzaan gadzlierdeba amit nakrebi da ufro didi shansi eqneba titulis mogebis vidre belgiit ))
0
№9
ავტორი: VaRdo
6 ოქტომბერი 2013 14:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Middlesbro
ბელგიას ისეთი თაობა მოდის რო რატო უდნა თქვას კაცმა მაგათ ნაკრებში თამაშზე უარი რამის მიღწევა თუ უნდა არ უნდა დათანხმდეს


ღადაოობ? რა ბელგია როცა ინგლისია ნუ გადამრიეთ ეხლა. არ გამიხადეს ეს ბელგია 3 გზის მსოფლიო ჩემპიონი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: ლადო
6 ოქტომბერი 2013 17:03
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ინგლისში წავიდეს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top