თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2012, 18:18
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2584,
კომენტარები: 18
Torres Vs Van Persie
ტორესი ვან პერსის წინააღმდეგ.....
Torres Vs Van Persie
კვირის ყველაზე საინტერესო მატჩამდე რამოდენიმე ხნით ადრე Daily Mail-მა შეეცედა ყოველ მხრივ შეედარებინა "იუნაიტედისა" და "ჩელსის" ფორვარდები რობინ ვან პერსი და ფერნანდო ტორესი.

ეს ფეხბურთელები არიან ინგლისური პრემიერ-ლიგის ვარსკვლავები. დღეს ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ჯერ-ჯერობით სეზონის ყველაზე მნიშნველოვან და ხმაურიან მატჩში.

მიზნები

ორივე ფეხბურთელი იყო შეძენილი მხოლოდ ერთი მიზნისათვის - გუნდს გაეტანა უფრო მეტი გოლი. გასულ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი რობინ ვან პერსი იყო, ამიტომ ის ესპანელზე შედეგინია, თუმცა დღევანდელ მატჩში ამას ნაკლებად მიექცევა ყურადღება.

გუნდში მუშაობის უნარი

ვან პერსი უფრო გუნდური ფეხბურთელია ვიდრე ტორესი. ამ სეზონში ჰოლანდიელმა 7 საგოლე პასი მიითვალა თავის ანგარიშზე, ხოლო ესპანელმა მხოლოდ 2. რობინი ასევე მეტოქის კარში მომენტების შექმნითაც ჯობია ტორესს. 65 36-ის წინააღმდეგ.

კარში დარტყმები

ვან პერსიმ მეტოქის კარში 50-ჯერ დაარტყა, ტორესმა კი 21-ჯერ. თუმცა თუ ამ ყველაფერს პროცენტული მხარით შევხედავთ თითქმის თანაფარდობაა - ფერნანდომ თავისი მომენტების 19 პროცენტი გამოიყენა, ხოლო ვან პერსიმ 22.

დარტყმები კარის მიმართულებით

ამ კომპონენტში ჰოლანდიელი საკმაოდ დიდი რაოდენობით უსწრებს თავის ოპონენტს. მან 132 დარტყმა განახორციელა, მაშინ როცა ტორესმა მხოლოდ 38.

ბურთის ართმევა

შეიძლება ბურთის ართმევა არც კი სჭირდება ფორვარდს, მაგრამ ამ კომპონენტში ტორესმა რობინი დაჯაბნა. ტორესს რამოდენიმე ათეულით მეტი აქვს ბურთის ართმევის მხრივ პროცენტული მაჩვენებლით. (94 74-ის წინააღმდეგ)

შედეგიანობა ერთმანეთთან შეხვედრების დროს

"ჩელსისთან" 12 მატჩიდან რობინმა 5 ჯერ მოახერხა გოლის გატანა, ამ გოლებს შორისაა გასულ სეზონში გაკეთებული ჰეთ-რიკი, რომელიც რობინმა "სტემფორდ ბრიჯზე" გააკეთა.

ტორესმა 10 თამაშიდან 4-ჯერ გაუტანა "იუნაიტედს", თუმცა 6 თამაშში მისი გუნდი დამარცხდა.

როგორც ხედავთ ძალიან ბევრ კომპონენტში რობინ ვან პერსიმ აჯობა ფერნანდო ტორესს. თუმცა მთავარია რამოხდება დღეს "სტემფორდ ბრიჯზე".

შეგახსენებთ, რომ თამაში 20:00 "სტემფორდ ბრიჯზე" დაიწყება.

სტატიები, ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
28 ოქტომბერი 2012 19:23
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ავტორ კარგი სიახლეა მომეწონა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: APeX
28 ოქტომბერი 2012 19:34
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
საღოლ ავტორ!

ტორესი facepalm
0
№13
ავტორი: Red Hooligan
28 ოქტომბერი 2012 21:54
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
VaRdo,
APeX,
მადლობა გაიხარეთ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№14
ავტორი: gilmour
28 ოქტომბერი 2012 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გაიმარჯვა პერსიმ:))
0
№15
ავტორი: VaRdo
28 ოქტომბერი 2012 22:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჰაჰაჰაჰა love იუნაიტეეეეეეეეეეეედ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№16
ავტორი: Amanda Seyfried
28 ოქტომბერი 2012 22:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ტორეს წადი საქმე ნახე რა troll
0
№17
ავტორი: robin vav persie
29 ოქტომბერი 2012 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
Zaan magaria persi
0
№18
ავტორი: RoooneY AND rVp
30 ოქტომბერი 2012 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 184
პერსი<3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top