კვირის ყველაზე საინტერესო მატჩამდე რამოდენიმე ხნით ადრე Daily Mail-მა შეეცედა ყოველ მხრივ შეედარებინა "იუნაიტედისა" და "ჩელსის" ფორვარდები რობინ ვან პერსი და ფერნანდო ტორესი.
ეს ფეხბურთელები არიან ინგლისური პრემიერ-ლიგის ვარსკვლავები. დღეს ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ჯერ-ჯერობით სეზონის ყველაზე მნიშნველოვან და ხმაურიან მატჩში.
მიზნები
ორივე ფეხბურთელი იყო შეძენილი მხოლოდ ერთი მიზნისათვის - გუნდს გაეტანა უფრო მეტი გოლი. გასულ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი რობინ ვან პერსი იყო, ამიტომ ის ესპანელზე შედეგინია, თუმცა დღევანდელ მატჩში ამას ნაკლებად მიექცევა ყურადღება.
გუნდში მუშაობის უნარი
ვან პერსი უფრო გუნდური ფეხბურთელია ვიდრე ტორესი. ამ სეზონში ჰოლანდიელმა 7 საგოლე პასი მიითვალა თავის ანგარიშზე, ხოლო ესპანელმა მხოლოდ 2. რობინი ასევე მეტოქის კარში მომენტების შექმნითაც ჯობია ტორესს. 65 36-ის წინააღმდეგ.
კარში დარტყმები
ვან პერსიმ მეტოქის კარში 50-ჯერ დაარტყა, ტორესმა კი 21-ჯერ. თუმცა თუ ამ ყველაფერს პროცენტული მხარით შევხედავთ თითქმის თანაფარდობაა - ფერნანდომ თავისი მომენტების 19 პროცენტი გამოიყენა, ხოლო ვან პერსიმ 22.
დარტყმები კარის მიმართულებით
ამ კომპონენტში ჰოლანდიელი საკმაოდ დიდი რაოდენობით უსწრებს თავის ოპონენტს. მან 132 დარტყმა განახორციელა, მაშინ როცა ტორესმა მხოლოდ 38.
ბურთის ართმევა
შეიძლება ბურთის ართმევა არც კი სჭირდება ფორვარდს, მაგრამ ამ კომპონენტში ტორესმა რობინი დაჯაბნა. ტორესს რამოდენიმე ათეულით მეტი აქვს ბურთის ართმევის მხრივ პროცენტული მაჩვენებლით. (94 74-ის წინააღმდეგ)
შედეგიანობა ერთმანეთთან შეხვედრების დროს
"ჩელსისთან" 12 მატჩიდან რობინმა 5 ჯერ მოახერხა გოლის გატანა, ამ გოლებს შორისაა გასულ სეზონში გაკეთებული ჰეთ-რიკი, რომელიც რობინმა "სტემფორდ ბრიჯზე" გააკეთა.
ტორესმა 10 თამაშიდან 4-ჯერ გაუტანა "იუნაიტედს", თუმცა 6 თამაშში მისი გუნდი დამარცხდა.
როგორც ხედავთ ძალიან ბევრ კომპონენტში რობინ ვან პერსიმ აჯობა ფერნანდო ტორესს. თუმცა მთავარია რამოხდება დღეს "სტემფორდ ბრიჯზე".
შეგახსენებთ, რომ თამაში 20:00 "სტემფორდ ბრიჯზე" დაიწყება.