თბილისი:
მანჩესტერი:
17-07-2013, 20:37
ავტორი: Esi,
ნანახია: 2446,
კომენტარები: 20
ედ ვუდვარდმა ტურნე დატოვა!
ედ ვუდვარდმა ტურნე დატოვა,რათა მანჩესტერ იუნაიტედის ტრანსფერები მოაგვაროს...
ედ ვუდვარდმა ტურნე დატოვა!
მანჩესტერ იუნაიტედის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვარდმა ტურნე დატოვა და დაბრუნდა ინგლისში,რათა ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს იუნაიტედთან დაკავშირებული ტრანსფერები.ვუდვარდმა კი იუნაიტედის ოფიციალურ საიტს განუცხადა,რომ ის ინგლისში დაბრუნდა იმიტომ რომ დასწრებოდა რაგბის თამაშს,რომელიც ANZ სტადიონზე გაიმართა,მაგრამ ამ მატჩზე ვუდვარდი არ ჰყოფილა.ამ ყველაფრისგან კი უნდა დავასკვნათ,რომ ვუდვარდი სხვა მიზნით დაბრუნდა ქვეყანაში.

ამ ბოლო დღეებში პრესა აჭრელებულია იმ ცნობებით,რომ იუნაიტედი დაინტერესებულია სესკ ფაბრეგასით და კლუბმა უკვე კატალონიელებს 25 მილიონიც კი შესთავაზა ამ უკანასკნელის სანაცვლოდ.ასევე მანჩესტერს სურს შეიძინოს ევერტონის ორი ფეხბურთელი ლეიტონ ბეინსი და მარუან ფელაინი,რომელიც დევიდ მოიესის ძველი მოთამაშეები არიან და თვითონ მოიესს სურს მათი ხილვა იუნაიტედში.

ასევე ვუდვარდი შეეცდება მოაგვაროს პრობლემა,რომელიც უეინ რუნის უკავშირდება.მოგეხსენებათ დღეს ბრიტანეთის ყველა გავლენიანმა გაზეთმა პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით "უეინს ისევ წასვლა სურს".მომდევნო 24 საათის განმავლობაში კი ერთხელ და სამუდამოდ დაესმევა წერტილი ამ საკითხს.რუნი ან დარჩება ან კიდევ სხვა კლუბში გადავა.

როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ იუნაიტედმა ბარსელონას £25 მილიონი შესთავაზა ფაბრეგასის სანაცვლოდ.ასევე ფაბრეგასით დაინტერესებულნი არიან ორი ლონდონური კლუბი არსენალი და ჩელსი და ასევე მანჩესტერ სიტი.

თვითონ ფეხბურთელმა კი რამდენჯერმე განაცხადა,რომ ის ბარსელონაში თავს შესანიშნავად გრძნობს და არ სურს კლუბის დატოვება.ასევე სამშაბათს ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ განაცხადა:"ეს სავსებით ნორმალურია,რომ ჩვენი ფეხბურთელებით სხვა კლუბები ინტერსდებიან.ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი.მე მოხარული ვიქნები თუ სესკი ჩვენთან დარჩება.მე მაქვს ინფრომაცია,რომ ფაბრეგასით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული,მაგრამ მე ვესაუბრე მას და განვუცხადე,რომ ბედნიერი ვიქნები თუ ჩვენთან დარჩება.მისი ოცნებაა იყოს წარმატებული ბარსელონასთან ერთად"

აქვე იმასაც გეტყვით,რომ დღეს დავიდ დე ხეამ განაცხადა,რომ ფაბრეგასი ოლდ ტრაფორდზე უნდა გადმოვიდეს.

მან Daily Mail-თან ინტერვიუში განაცხადა:"ის შესანიშნავი ფეხბურთელია.მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და მსურს,რომ სესკის ნაირმა ფეხბურთელმა ჩემთან ერთად ითამაშოს კლუბში"

წყარო:Skysports.com
---
20 კომენტარი
№11
ავტორი: TrueRed
17 ივლისი 2013 23:30
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Imedia Rooney darcheba. Fellaini da Cesci viyidott ds vsoo raa
0
№12
ავტორი: ThiagoAlcantara
17 ივლისი 2013 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
როგორც ბრიტანული ტაბლოიდები იტყობინებიან, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა კლუბის მდებარეობა დატოვა, რომელიც ავსტრალიაში სარეკლამო ტურის ფარგლებში იმყოფებოდა და ბარსელონაში გაემგზავრა, სადაც საფინალო მოლაპარაკებებს გამართავს ესპანური გრანდის, "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან სესკ ფაბრეგასის ტრანსფერის თაობაზე. იტყობინება, Daily Mail. aq weria barselonashi gafrindao vegar vxvdebi romelia simartlee )) chventvis kargi iqneba ufro tu martla barselonashi gafrinda ))
0
№13
ავტორი: don.
17 ივლისი 2013 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
derphappycry troll საინტერესოა რა მოხდება
0
№14
ავტორი: guro_dinamo
17 ივლისი 2013 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
what საინტერესოა:)
0
№15
ავტორი: Amanda Seyfried
18 ივლისი 2013 00:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
რა მაგრად დავიტანჯეტ რა, ცოდოები ვართ მეგობრებო
0
№16
ავტორი: Wazza
18 ივლისი 2013 00:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 161
ვარელა ბოკა ხუნიორსში გადავიდა არენდითო და მართალია?
0
№17
ავტორი: Malboro463
18 ივლისი 2013 00:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
მოესი თუ დაწრმუნებული რომ ამ სასტავით წელს ეპლს შეინარჩუნებს და ჩ. ლიგას მოიგებს მაშინ ნურავის ნუ იყიდის
0
№18
ავტორი: ლადო
18 ივლისი 2013 06:44
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მოდით უბრალოდ ვენდოთ ამ ხალხს, ჩვენზე კარგად იციან თავისი საქმე...აუ არ წახვიდე უეიიიინნ love
0
№19
ავტორი: rigiti
18 ივლისი 2013 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
fulii enanebat tu ra xdeba krisebii :D@@@
0
№20
ავტორი: Lev
18 ივლისი 2013 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
Lado Ghonghadze, +++++
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top