თბილისი:
მანჩესტერი:
17-07-2013, 20:37
ავტორი: Esi,
ნანახია: 2446,
კომენტარები: 20
ედ ვუდვარდმა ტურნე დატოვა!
ედ ვუდვარდმა ტურნე დატოვა,რათა მანჩესტერ იუნაიტედის ტრანსფერები მოაგვაროს...
ედ ვუდვარდმა ტურნე დატოვა!
მანჩესტერ იუნაიტედის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვარდმა ტურნე დატოვა და დაბრუნდა ინგლისში,რათა ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს იუნაიტედთან დაკავშირებული ტრანსფერები.ვუდვარდმა კი იუნაიტედის ოფიციალურ საიტს განუცხადა,რომ ის ინგლისში დაბრუნდა იმიტომ რომ დასწრებოდა რაგბის თამაშს,რომელიც ANZ სტადიონზე გაიმართა,მაგრამ ამ მატჩზე ვუდვარდი არ ჰყოფილა.ამ ყველაფრისგან კი უნდა დავასკვნათ,რომ ვუდვარდი სხვა მიზნით დაბრუნდა ქვეყანაში.

ამ ბოლო დღეებში პრესა აჭრელებულია იმ ცნობებით,რომ იუნაიტედი დაინტერესებულია სესკ ფაბრეგასით და კლუბმა უკვე კატალონიელებს 25 მილიონიც კი შესთავაზა ამ უკანასკნელის სანაცვლოდ.ასევე მანჩესტერს სურს შეიძინოს ევერტონის ორი ფეხბურთელი ლეიტონ ბეინსი და მარუან ფელაინი,რომელიც დევიდ მოიესის ძველი მოთამაშეები არიან და თვითონ მოიესს სურს მათი ხილვა იუნაიტედში.

ასევე ვუდვარდი შეეცდება მოაგვაროს პრობლემა,რომელიც უეინ რუნის უკავშირდება.მოგეხსენებათ დღეს ბრიტანეთის ყველა გავლენიანმა გაზეთმა პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით "უეინს ისევ წასვლა სურს".მომდევნო 24 საათის განმავლობაში კი ერთხელ და სამუდამოდ დაესმევა წერტილი ამ საკითხს.რუნი ან დარჩება ან კიდევ სხვა კლუბში გადავა.

როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ იუნაიტედმა ბარსელონას £25 მილიონი შესთავაზა ფაბრეგასის სანაცვლოდ.ასევე ფაბრეგასით დაინტერესებულნი არიან ორი ლონდონური კლუბი არსენალი და ჩელსი და ასევე მანჩესტერ სიტი.

თვითონ ფეხბურთელმა კი რამდენჯერმე განაცხადა,რომ ის ბარსელონაში თავს შესანიშნავად გრძნობს და არ სურს კლუბის დატოვება.ასევე სამშაბათს ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ განაცხადა:"ეს სავსებით ნორმალურია,რომ ჩვენი ფეხბურთელებით სხვა კლუბები ინტერსდებიან.ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი.მე მოხარული ვიქნები თუ სესკი ჩვენთან დარჩება.მე მაქვს ინფრომაცია,რომ ფაბრეგასით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული,მაგრამ მე ვესაუბრე მას და განვუცხადე,რომ ბედნიერი ვიქნები თუ ჩვენთან დარჩება.მისი ოცნებაა იყოს წარმატებული ბარსელონასთან ერთად"

აქვე იმასაც გეტყვით,რომ დღეს დავიდ დე ხეამ განაცხადა,რომ ფაბრეგასი ოლდ ტრაფორდზე უნდა გადმოვიდეს.

მან Daily Mail-თან ინტერვიუში განაცხადა:"ის შესანიშნავი ფეხბურთელია.მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და მსურს,რომ სესკის ნაირმა ფეხბურთელმა ჩემთან ერთად ითამაშოს კლუბში"

წყარო:Skysports.com
---
20 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
17 ივლისი 2013 20:38
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მოიყვანეთ ფელაინი ფაბრეგასი და დატოვეთ რუნი!
0
№2
ავტორი: love united
17 ივლისი 2013 20:40
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვამბობდი სტორტმანი ან ტიაგო მოიყვანეთქო...ორივე აგვეხა... wink ერთი ბეინსი დარჩა და ეგ მაინც დაიმატეთ...
0
№3
ავტორი: Giorgi Kuloshvili
17 ივლისი 2013 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
არ გვინდა ევერტონის ფეხბურთელები გადმოიიყვანეთ სესკი რათ გვინდა ბეინსი მანდ ბიუტნერი და ფაბიო გვყავს
0
№4
ავტორი: Paul Scholes 22
17 ივლისი 2013 20:48
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
ვსო დავრჩით ნოლზე:D:D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№5
ავტორი: Manchester_M
17 ივლისი 2013 20:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ახლა მოუნდა ფაბრეგასი ყველას რა არის მოკლედ ჩუჩელა რომ მოინდომოს მანჩესტერმა ჩელსმა და სიტიმ ხო უნდა გამოყოს თავი .
ფელაინი და ფაბრეგასი მოიყვანეთ და მომავალი წლისთვილ იყოს სხვები.
0
№6
ავტორი: Raiden
17 ივლისი 2013 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
ვსო რუნის ვყიდით foreveralonehappy
0
№7
ავტორი: creep
17 ივლისი 2013 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
ნუთუ რუნის თემაა და იმ....... მოურინიოს აუხდა ოცნება cerealguy2

Mourihno: It's Wayne Rooney or nobody
0
№8
ავტორი: gilmour
17 ივლისი 2013 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
იმედია კარგი საქმეების გამო დაბრუნდა და არა ვინმეს გაყიდვისთვის, უკვე რუნის დარჩენა არ დარჩენაზე მეტად ის მინდა რო დამთავრდეს ეს გაურკვევლობა ან წავიდეს ან დარჩეს რო კლუბმა შემდეგი სეზონისთვის მოასწროს შემადგენლობის დაბალანსება.
0
№9
ავტორი: VaRdo
17 ივლისი 2013 23:08
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
სატრანსფერო ფანჯარა ჩვენი სისხლის გასაშრობათაა მოგონილი. იმენა იუნაიტედის ფანებისთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: red devil
17 ივლისი 2013 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
VaRdo,
getanxmebi :D GAMITETRDA TMEBI :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top