თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2013, 22:49
ავტორი: washington,
ნანახია: 5031,
კომენტარები: 17
ექსკლუზივი: პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი 38 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი ახლახანს გავიდა პენსიაზე. ამ დროისთვის პოლი თავის მეუღლე კლარასთან და სამ შვილთან ერთად ისვენებს. წყვილმა განაცხადა, რომ 17 წელია დაქორწინებულები არიან და ამით ძალიან ამაყობენ, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობას ოჯახის შენარჩუნება უჭირს...
ექსკლუზივი: პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი 38 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი ახლახანს გავიდა პენსიაზე. ამ დროისთვის პოლი თავის მეუღლე კლარასთან და სამ შვილთან ერთად ისვენებს. წყვილმა განაცხადა, რომ 17 წელია დაქორწინებულები არიან და ამით ძალიან ამაყობენ, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობას ოჯახის შენარჩუნება უჭირს. სქოულზს ინტერვიუც ინგლისელ ჟურნალისტმა ჩამოართვა. ქვემოთ კი შემოგთავაზებთ ამ ინტერვიუს, წაიკითხეთ ძალიან საინტერესოა.


- რას გვეტყვით, რა არის იმის მიზეზი, რომ ხშირად ყველაფერი განქორწინებით სრულდება?

პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი

სქოულზი: "ძალიან მარტივი კითხვაა, რადგან ფეხბურთელების დიდ ნაწილს ცოლი ძალიან, ძალიან ადრე მოყავს და რომ იზრდება, მერე ცხოვრებისადმი შეხედულებები ეცვლება".

კლარა: "პოლს ვეთანხმები. ამასთან, ცოლი შინ ზის, ყველაფრით გახლავთ უზრუნველყოფილი და ერთადერთი, რაც ევალება, ბავშვების აღზრდაა. ამ დროს კი მისი ქმარი უამრავ ფულს აკეთებს, ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობს, არცთუ ისე იშვიათად, სხვადასხვა ქალებთან უწევს საქმის დაჭერა. წარმატება და ფული ნებისმიერ ადამიანს აშორებს ოჯახს".

სქოულზი: "თითქმის ყველა ფეხბურთელს არც ისე სანდო რეპუტაციის ქალები ბუზებივით ეხვევიან და მართლა ძნელია თავის შეკავება".




- თქვენ ამას საკუთარი გამოცდილებიდან ამბობთ?

პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი

სქოულზი: "(იცინის) მოდით, ასე გიპასუხებთ. თუ, ოჯახის შენარჩუნება გსურს და გინდა, ხშირად სახლში უნდა იყო".

კლარა: "ვფიქრობ ამ შემთხვევაში ცოლზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ადრე, როცა ბოდო ფეხბურთს თამაშობდა, ბევრჯერ მიგრძვნია, რომ მას არაფერში ვჭირდებოდი, მაგრამ მაინც გვერდში ვედექი. ფეხბურთელის ცოლობა იოლი სულაც არაა. ბევრ რამეზე გიწევს თვალის დახუჭვა".

სქოულზი: "ამისთვის კლარას უდიდეს მადლობას ვუხდი. ყოველთვის მინდოდა სულიერად ძლიერი ცოლი მყოლოდა და საბედნიეროდ, გამიმართლა კიდეც".


- ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენი ქორწინება თუ იდგა ოდესმე რეალური საფრთხის წინაშე?

პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი

სქოულზი: "რა თქმა უნდა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ორივეს გვეყო საიმისო ჭკუა, რომ ოჯახი არ დაგვენგრია".

კლარა: "ერთი რამ ყველამ ვიცოდეთ, ვარსკვლავური დაავადება საშინელებაა ქალისთვის. მაგალითს მოგიყვანთ:რესტორანში რომ შეხვალ და უმალ საუკეთესო მაგიდას გაგითავისუფლებენ, აუცილებლად იფიქრებ, რომ ვარსკვლავი ხარ და ბუნებრივია, თავშიც აგივარდება. ასაკის მატებასთან ერთად ხვდები, არანაირი ვარსკვლავი არ ხარ, მაგრამ 22-23 წლის ბიჭს რა ჭკუა მოეკითხება"?!


- გაგიჭირდათ ან როგორ მოახერხეთ ოჯახის შენარჩუნება?

პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი

კლარა: "უპირველეს ყოვლისა მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენ მართლა გვიყვარს ერთმანეთი. ამასთან, ბოჰემური ტიპები არ ვართ, სამზარეულოში ფუსფუსი ჩვენი საუკეთესო გართობაა. ეგეც არ იყოს, სამი შვილი გვყავს. მათ გამო ნებისმიერ კომპრომისზე წავალთ".

- რა რეცეპტს შესთავაზებთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ქორწინების გადარჩენისთვის?

პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი


სქოულზი: "პირველ რიგში რა თქმა უნდა, ყველაფერი ცოლზეა დამოკიდებული. თუ ქალი ძლიერია, იგი ნებისმიერი სიტუაციიდან მოახერხებს გამოსავლის პოვნას. მთავარია, ფეხბურთელმა ცოლად ეგოისტი გოგონა არ მოიყვანოს. მაშინ მათ ქორწინებას ვერაფერი ვერ უშველის (იცინის)".

კლარა: "პირველ რიგში ურთიერთპატივისცემაა მთავარი. არც ფეხბურთელს უნდა დაავიწყდეს, რომ როცა თავად რომელიმე შემხვედრ გოგონასთან ერთობა, მისი ცოლი სახლში ზის და ქმარს ელოდება".

სქოულზი: "ხოლო, თუ იკამათებენ, ხან ერთმა უნდა დათმოს და ხან მეორემ".

კლარა: "მართალი ხარ, დათმობა უმნიშვნელოვანესია. ემოციური ადამიანი ვარ და პოლი, რომ ყოველ კამათში ბოლომდე შემომყოლოდა, ახლა ერთად ნამდვილად არ ვიქნებოდით (იცინის)".



წყარო: Mirror.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ლეგენდები
17 კომენტარი
№11
ავტორი: washington
7 ივლისი 2013 13:49
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
Paul Scholes 22,
გაიხარე <33
BERDI MAN_FAN,
Lado Ghonghadze,
manutdfc,
Duncan Edwards,
მადლობთ : ))*

რავიცი რაღა უნდა ვთქვათ : D პოლი ფეხბურთთან ერთად თურმე ოჯახშიც იდეალურია <3 კლარაც მაგარი ქალი ყოფილა საღოლ მომეწონა მისი ინტერვიუ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№12
ავტორი: Oliveira Anderson
7 ივლისი 2013 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
ვაშინგტონ ასეთი ინტერვიუები თუ გაიჩითა სადმე არ დაიზარო და დაწერე რა კაცურად love ვგიჟდები უკვე მეორედ წავიკითხე derphappycry მიყვარხარ სქოულზზზზზზზზზზზზზზ
0
№13
ავტორი: VaRdo
7 ივლისი 2013 14:38
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მალადეც!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: Red Hooligan
7 ივლისი 2013 15:21
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
კარგია ავტორ ყოჩაღ :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№15
ავტორი: m-an-united
7 ივლისი 2013 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
<3 <3 <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№16
ავტორი: Shako Jones
8 ივლისი 2013 14:57
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
უიშვიათესი ინტერვიუ :დ როგორ გინდა პოლი ამაზე დაითანხმო
0
№17
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
გამისწორდებააააა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top