თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2013, 22:49
ავტორი: washington,
ნანახია: 5265,
კომენტარები: 17
ექსკლუზივი: პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი 38 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი ახლახანს გავიდა პენსიაზე. ამ დროისთვის პოლი თავის მეუღლე კლარასთან და სამ შვილთან ერთად ისვენებს. წყვილმა განაცხადა, რომ 17 წელია დაქორწინებულები არიან და ამით ძალიან ამაყობენ, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობას ოჯახის შენარჩუნება უჭირს...
ექსკლუზივი: პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი 38 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი ახლახანს გავიდა პენსიაზე. ამ დროისთვის პოლი თავის მეუღლე კლარასთან და სამ შვილთან ერთად ისვენებს. წყვილმა განაცხადა, რომ 17 წელია დაქორწინებულები არიან და ამით ძალიან ამაყობენ, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობას ოჯახის შენარჩუნება უჭირს. სქოულზს ინტერვიუც ინგლისელ ჟურნალისტმა ჩამოართვა. ქვემოთ კი შემოგთავაზებთ ამ ინტერვიუს, წაიკითხეთ ძალიან საინტერესოა.


- რას გვეტყვით, რა არის იმის მიზეზი, რომ ხშირად ყველაფერი განქორწინებით სრულდება?

პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი

სქოულზი: "ძალიან მარტივი კითხვაა, რადგან ფეხბურთელების დიდ ნაწილს ცოლი ძალიან, ძალიან ადრე მოყავს და რომ იზრდება, მერე ცხოვრებისადმი შეხედულებები ეცვლება".

კლარა: "პოლს ვეთანხმები. ამასთან, ცოლი შინ ზის, ყველაფრით გახლავთ უზრუნველყოფილი და ერთადერთი, რაც ევალება, ბავშვების აღზრდაა. ამ დროს კი მისი ქმარი უამრავ ფულს აკეთებს, ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობს, არცთუ ისე იშვიათად, სხვადასხვა ქალებთან უწევს საქმის დაჭერა. წარმატება და ფული ნებისმიერ ადამიანს აშორებს ოჯახს".

სქოულზი: "თითქმის ყველა ფეხბურთელს არც ისე სანდო რეპუტაციის ქალები ბუზებივით ეხვევიან და მართლა ძნელია თავის შეკავება".




- თქვენ ამას საკუთარი გამოცდილებიდან ამბობთ?

პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი

სქოულზი: "(იცინის) მოდით, ასე გიპასუხებთ. თუ, ოჯახის შენარჩუნება გსურს და გინდა, ხშირად სახლში უნდა იყო".

კლარა: "ვფიქრობ ამ შემთხვევაში ცოლზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ადრე, როცა ბოდო ფეხბურთს თამაშობდა, ბევრჯერ მიგრძვნია, რომ მას არაფერში ვჭირდებოდი, მაგრამ მაინც გვერდში ვედექი. ფეხბურთელის ცოლობა იოლი სულაც არაა. ბევრ რამეზე გიწევს თვალის დახუჭვა".

სქოულზი: "ამისთვის კლარას უდიდეს მადლობას ვუხდი. ყოველთვის მინდოდა სულიერად ძლიერი ცოლი მყოლოდა და საბედნიეროდ, გამიმართლა კიდეც".


- ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენი ქორწინება თუ იდგა ოდესმე რეალური საფრთხის წინაშე?

პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი

სქოულზი: "რა თქმა უნდა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ორივეს გვეყო საიმისო ჭკუა, რომ ოჯახი არ დაგვენგრია".

კლარა: "ერთი რამ ყველამ ვიცოდეთ, ვარსკვლავური დაავადება საშინელებაა ქალისთვის. მაგალითს მოგიყვანთ:რესტორანში რომ შეხვალ და უმალ საუკეთესო მაგიდას გაგითავისუფლებენ, აუცილებლად იფიქრებ, რომ ვარსკვლავი ხარ და ბუნებრივია, თავშიც აგივარდება. ასაკის მატებასთან ერთად ხვდები, არანაირი ვარსკვლავი არ ხარ, მაგრამ 22-23 წლის ბიჭს რა ჭკუა მოეკითხება"?!


- გაგიჭირდათ ან როგორ მოახერხეთ ოჯახის შენარჩუნება?

პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი

კლარა: "უპირველეს ყოვლისა მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენ მართლა გვიყვარს ერთმანეთი. ამასთან, ბოჰემური ტიპები არ ვართ, სამზარეულოში ფუსფუსი ჩვენი საუკეთესო გართობაა. ეგეც არ იყოს, სამი შვილი გვყავს. მათ გამო ნებისმიერ კომპრომისზე წავალთ".

- რა რეცეპტს შესთავაზებთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ქორწინების გადარჩენისთვის?

პოლ სქოულზის შენარჩუნებული ოჯახი


სქოულზი: "პირველ რიგში რა თქმა უნდა, ყველაფერი ცოლზეა დამოკიდებული. თუ ქალი ძლიერია, იგი ნებისმიერი სიტუაციიდან მოახერხებს გამოსავლის პოვნას. მთავარია, ფეხბურთელმა ცოლად ეგოისტი გოგონა არ მოიყვანოს. მაშინ მათ ქორწინებას ვერაფერი ვერ უშველის (იცინის)".

კლარა: "პირველ რიგში ურთიერთპატივისცემაა მთავარი. არც ფეხბურთელს უნდა დაავიწყდეს, რომ როცა თავად რომელიმე შემხვედრ გოგონასთან ერთობა, მისი ცოლი სახლში ზის და ქმარს ელოდება".

სქოულზი: "ხოლო, თუ იკამათებენ, ხან ერთმა უნდა დათმოს და ხან მეორემ".

კლარა: "მართალი ხარ, დათმობა უმნიშვნელოვანესია. ემოციური ადამიანი ვარ და პოლი, რომ ყოველ კამათში ბოლომდე შემომყოლოდა, ახლა ერთად ნამდვილად არ ვიქნებოდით (იცინის)".



წყარო: Mirror.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ლეგენდები
17 კომენტარი
№1
ავტორი: washington
6 ივლისი 2013 22:51
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
წაიკითხეთ ძალიან საინტერესოა და ორივეს პოლსსა და კლარას ყველაფერში დავეთანხმები <33

პ.ს ეს სტატია მე და ჩემმა გოგო მეგობარმა დავწერეთ ნახევარი თვის წინ მირორიდან :დ მე სქოულზის ინტერვიუს ვთარგმნიდი ის კლარასი :დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: love united
6 ივლისი 2013 22:56
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
სქოულზ... love არ ვიცი,ეს ადამიანი ძალიან მაგრად მიყვარს,ალბათ რუდის მერე ჩემთვის ყველაზე დასაფასებელი მოთამაშეა...ასთმიანი კაცი,რამდენი რამე შეძლო... love არაერთი პრობლემა,მაგრამ მაინც თავდაუზოგავად იშრომა და N1-ია... love
0
№3
ავტორი: Amanda Seyfried
6 ივლისი 2013 23:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ძალიან საინტერესოა, საღოლ ვაშინგტონ derpthumb
0
№4
ავტორი: washington
6 ივლისი 2013 23:04
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ციტატა: Amanda Seyfried
ძალიან საინტერესოა, საღოლ ვაშინგტონ

გაიხარე :* წაიკითხეთ მართლა ყველამ და გაითვალისწინეთ ცოტა მაინც : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: Paul Scholes 22
6 ივლისი 2013 23:52
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
washington,
:D:D:D საღოლ შენს გოგოს:დ:D:D:D ვიცი ეგ გოგო მეც:D საღოლ ძმაო,გენაცვალეეეეეეეეე რაააააა<3პოლზე მინდოადა ერთი სიახლე და ამისრულე რა,:*

ჩემიიიიიიიიი პოლიიიიიიიიიი <3 როოგრო მიყრას,ერთადერთი ფეხბურთელია რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთელებიდან <3 <3 საუუკეთესოოოოოოოოო მსოფლიოში <3

მაგარი კაცია რა :D :D ოხ ეს ფეხბურთელები :D პოლს საღოლ გამბედაობა,ცოლისშენარჩუნები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№6
ავტორი: NeymaR
7 ივლისი 2013 00:31
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ჩემი კუმირი <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№7
ავტორი: BERDI
7 ივლისი 2013 00:32
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
washington,
საღოლ ორივეს ძმაო ძალიან საინტერესო იყო!
სქოულზი წავიდა ფეხბურთიდან მაგრამ მაინც ასწავლის ჭჯუას ახალგაზრდებს და აუცილებლად უნდა მიბაძონ არამარტო ჩვენმა არამედ ყველა ახალგაზრდამ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: ლადო
7 ივლისი 2013 01:25
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ გიო კარგი იყო და რაც მტავარია საინტერესო...სქოულზი კი ულაპარაკოდ ლეგენდაა love
0
№9
ავტორი: chicha_chicha14
7 ივლისი 2013 01:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
"ვარჯიშზე, ხშირად ვაკეთებდი ფინტებს რომელსაც ვერავინ იმეორებდა. ერთხელ სქოულზს ვაჩვენე. ამის შემდეგ სქოულზმა აიღო ბურთი და მაჩვენა ხე, რომელიც დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით იდგა და მითხრა , რომ იმ ხეს მოარტყავდა ერთი ცდით. მან დაარტყა და მოარტყა შემდეგ მთხოვა გამემეორებინა მე. 10 ჯერ დავარტყი და ერთხელაც ვერ გავარტყი მიზანს. სქოულზს გაეცინა და დატოვა მოედანი.” - რონალდუ
0
№10
ავტორი: MAGNIFICENT 7
7 ივლისი 2013 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
სგ ავტორ კაი სტატია იყო

LOVE YOU SCHOLES

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

“პელემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მიწოდა. ეს ყველაზე ცუდი დღეა ჩემს ცხოვრებაში…” - ჯორჯ ბესტი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top