თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2013, 22:09
ავტორი: washington,
ნანახია: 2716,
კომენტარები: 15
დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)
დევიდ მოიესმა "მანჩესტერში" პირველი პრესკონფერენცია გამართა...
დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)
დღეს, დევიდ მოიესმა, როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, პირველი პრესკონფედერნცია გამართა: "ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობის შანსი მომეცა, დიდი მადლიერი ვარ სერ ალექსით, რომლის წყალობითაც ეს მოხდა. ჩემთვის ეს ნამდვილად უცნაური მომენტი იყო, არ ვიცოდი რა ხდებოდა. ბევრი ფიქრობს, რომ თავიდანვე ინფორმირებული ვიყავი ამის შესახებ, მაგრამ ასე არაა. არაფერი ვიცოდი მანამ, სანამ სერ ალექსმა არ დამირეკა და სახლში არ მიმიპატიჟა. თავიდან ველოდი, რომ ის ჩემი ერთ-ერთი ფეხბურთელით იყო დაინტერესებული და მის შეძენაზე უნდა დამლაპარაკებოდა.
სახლში შევედი და პირველი, რაც მან თქვა იყო: "იუნაიტედიდან მივდივარ". მე ვკითხე, თუ როდის აპირებდა ამას, მან კი მიპასუხა, რომ ამის გაკეთებას შემდეგ კვირაში აპირებდა. მისი შემდეგი სიტყვები იყო: 'შენ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგი მწვრთნელი იქნები."


შოტლანდიელმა სპეციალისტმა პირობა დადო, რომ უეინ რუნი "მანჩესტერს" არ დატოვებს.
"ძალიან მიხარია, რომ უეინი ჩემი ხელმძღვანელობით ითამაშებს. ის "იუნაიტედში" ბედნიერია. მართლაც მშვენიერი ფეხბურთელია. კიდევ ერთხელ გეტყვით - არ იყიდება!!. არ ვიცი ინგლისელმა და სერ ალექს ფერგიუსონმა რა უთხრეს ერთმანეთს. ეს პირადი საუბარი იყო. თუმცა მსურს რუნიმ ისე ითამაშოს, როგორც ეს მას ეკადრება".

მიუხედავად ბოლო პერიოდში უეინის ირგვლივ გავრცლებული ჭორებით აჭრელებული პრესა, ვითომდაც იგი კლუბს ტოვებს, მოიესი მაინც მიიჩნევს, რომ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდაა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1998 წელს სერ ალექსს ძალიან უნდოდა თავის ასისტენტად მოიესი დაენიშნა, მაგრამ შოტლანდიელების შეთანხმება ვერ მოხერხდა და ფერგიმ მის ნაცვლად სტივენ მაკლარენი აიყვანა. 2001 წლის ზაფხულში, მაშინ ჯერ კიდევ დევიდი როცა ახალგაზრდა იყო მას სამი ინგლისური კლუბი იწვევდა – "მანჩესტერ სიტი”, "საუთჰემპტონი” და "შეფილდ იუნაიტედი”. დევიდმა რჩევის საკითხავად სერ ალექს ფერგიუსონს შეეხმიანა და უთხრა, რომ რა გაეკეთებინა მან კი ფერგისგან ასეთი პასუხი მიიღო, – "არავითარ შემთხვევაში. შენ ყველას უარი უნდა უთხრა, "პრესტონში" დარჩი და საუკეთესო ვარიანტს დაელოდე". როგორც ყოველთვის, ფერგიუსონი მაშინაც მართალი გამოდგა და ზუსტად ნახევარ წელიწადში მოიესმა ლივერპულის "ევერტონი” ჩაიბარა.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ დევიდ მოიესი 11 წლის მანძილზე "ევერტონს" ედგა სათავეში, ხოლო ამ წლის მანძილზე იგი თვის საუკეთესო მწვრთნელად 10–ჯერ დაასახელეს.


დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)

დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)

დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)

დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)

დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)




წყარო: dailymail.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები, ვიდეოები, სურათები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Shako Jones
5 ივლისი 2013 23:20
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
რა ბედნიერია . იმედია მისი ხელმძღვანელობით ასეთივე ბედნეირები ვიქნებით
0
№12
ავტორი: Rooney
6 ივლისი 2013 00:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
geliTT
0
№13
ავტორი: Red Hooligan
6 ივლისი 2013 01:03
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ველქომ თუ აირ ბიგ არმი მენ smoke hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№14
ავტორი: Amanda Seyfried
6 ივლისი 2013 01:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ყველაფერი უკეთესის და დიდი იმედების მოლოდინში love
0
№15
ავტორი: DeGea125
6 ივლისი 2013 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
warmatebebi davits. chempionobis suni mcems manunited
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top