თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2013, 22:09
ავტორი: washington,
ნანახია: 2716,
კომენტარები: 15
დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)
დევიდ მოიესმა "მანჩესტერში" პირველი პრესკონფერენცია გამართა...
დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)
დღეს, დევიდ მოიესმა, როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, პირველი პრესკონფედერნცია გამართა: "ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობის შანსი მომეცა, დიდი მადლიერი ვარ სერ ალექსით, რომლის წყალობითაც ეს მოხდა. ჩემთვის ეს ნამდვილად უცნაური მომენტი იყო, არ ვიცოდი რა ხდებოდა. ბევრი ფიქრობს, რომ თავიდანვე ინფორმირებული ვიყავი ამის შესახებ, მაგრამ ასე არაა. არაფერი ვიცოდი მანამ, სანამ სერ ალექსმა არ დამირეკა და სახლში არ მიმიპატიჟა. თავიდან ველოდი, რომ ის ჩემი ერთ-ერთი ფეხბურთელით იყო დაინტერესებული და მის შეძენაზე უნდა დამლაპარაკებოდა.
სახლში შევედი და პირველი, რაც მან თქვა იყო: "იუნაიტედიდან მივდივარ". მე ვკითხე, თუ როდის აპირებდა ამას, მან კი მიპასუხა, რომ ამის გაკეთებას შემდეგ კვირაში აპირებდა. მისი შემდეგი სიტყვები იყო: 'შენ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგი მწვრთნელი იქნები."


შოტლანდიელმა სპეციალისტმა პირობა დადო, რომ უეინ რუნი "მანჩესტერს" არ დატოვებს.
"ძალიან მიხარია, რომ უეინი ჩემი ხელმძღვანელობით ითამაშებს. ის "იუნაიტედში" ბედნიერია. მართლაც მშვენიერი ფეხბურთელია. კიდევ ერთხელ გეტყვით - არ იყიდება!!. არ ვიცი ინგლისელმა და სერ ალექს ფერგიუსონმა რა უთხრეს ერთმანეთს. ეს პირადი საუბარი იყო. თუმცა მსურს რუნიმ ისე ითამაშოს, როგორც ეს მას ეკადრება".

მიუხედავად ბოლო პერიოდში უეინის ირგვლივ გავრცლებული ჭორებით აჭრელებული პრესა, ვითომდაც იგი კლუბს ტოვებს, მოიესი მაინც მიიჩნევს, რომ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდაა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1998 წელს სერ ალექსს ძალიან უნდოდა თავის ასისტენტად მოიესი დაენიშნა, მაგრამ შოტლანდიელების შეთანხმება ვერ მოხერხდა და ფერგიმ მის ნაცვლად სტივენ მაკლარენი აიყვანა. 2001 წლის ზაფხულში, მაშინ ჯერ კიდევ დევიდი როცა ახალგაზრდა იყო მას სამი ინგლისური კლუბი იწვევდა – "მანჩესტერ სიტი”, "საუთჰემპტონი” და "შეფილდ იუნაიტედი”. დევიდმა რჩევის საკითხავად სერ ალექს ფერგიუსონს შეეხმიანა და უთხრა, რომ რა გაეკეთებინა მან კი ფერგისგან ასეთი პასუხი მიიღო, – "არავითარ შემთხვევაში. შენ ყველას უარი უნდა უთხრა, "პრესტონში" დარჩი და საუკეთესო ვარიანტს დაელოდე". როგორც ყოველთვის, ფერგიუსონი მაშინაც მართალი გამოდგა და ზუსტად ნახევარ წელიწადში მოიესმა ლივერპულის "ევერტონი” ჩაიბარა.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ დევიდ მოიესი 11 წლის მანძილზე "ევერტონს" ედგა სათავეში, ხოლო ამ წლის მანძილზე იგი თვის საუკეთესო მწვრთნელად 10–ჯერ დაასახელეს.


დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)

დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)

დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)

დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)

დევიდ მოიესის პირველი პრესკონფერენცია (სურათები + ვიდეო)




წყარო: dailymail.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები, ვიდეოები, სურათები
15 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
5 ივლისი 2013 22:16
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რას პოზიორობს ძმააა wink უკვე შემიყვარდა ეს მწვრთვნელი. მიდი მოიეს ერთად დავიპყროთ მსოფლიო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: NeymaR
5 ივლისი 2013 22:17
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
როგორ უხარია ვაიმე დდდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№3
ავტორი: Paul Scholes 22
5 ივლისი 2013 22:18
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
ვენაცვალე ამ კაცსს:D:D:D მაგრად მჯერა რო გაქაჩავს უფრო გუნდს<3 ტრანსფერებზე იბაზრა რამე?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№4
ავტორი: Jubo
5 ივლისი 2013 22:18
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
არაფერი ვიცოდი მანამ, სანამ სერ ალექსმა არ დამირეკა და სახლში არ მიმიპატიჟა. თავიდან ველოდი, რომ ის ჩემი ერთ-ერთი ფეხბურთელით იყო დაინტერესებული და მის შეძენაზე უნდა დამლაპარაკებოდა.
სახლში შევედი და პირველი, რაც მან თქვა იყო: "იუნაიტედიდან მივდივარ". მისი შემდეგი სიტყვები იყო: 'შენ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგი მწვრთნელი იქნები."

ბაბუ რა ინტრიგანია :დ ეგრევე აჯახა :დ
მაგრად მიყვარს უკვე ეს კაცი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: love united
5 ივლისი 2013 22:22
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აჰა,ანუ თავიდანვე ცნობილი იყო მომავალი მწვრთნელი და ტყუილად ვნერვიულობდით... wink გენიოსია ბაბუ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა...
0
№6
ავტორი: red devils ...
5 ივლისი 2013 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 186
Vualaaaaaaaaaaa ... we tsrust you ♥
0
№7
ავტორი: TrueRed
5 ივლისი 2013 22:44
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Welcome David Moyes <3
0
№8
ავტორი: ლადო
5 ივლისი 2013 23:08
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან დიდი იმედებით ველოდები შემდეგ სეზონს
0
№9
ავტორი: GeorgeBest
5 ივლისი 2013 23:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მიდი დავით, შენთან ვართ მთელი რედარმი love
0
№10
ავტორი: Vodafone
5 ივლისი 2013 23:13
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
გააერთიანეთ ეს პრესკონფერენცია და დადეთ ერთად, უკეთესი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top