თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2012, 13:54
ავტორი: razma21,
ნანახია: 2096,
კომენტარები: 15
უეინ რუნის ინტერვიუ MUTV_ისთან.
რუნი: " მე არ მივეცი უფლება საკუთარ კარში გატანილ გოლს, ჩემს თამაშზე გავლენა მოეხდინა".
უეინ რუნის ინტერვიუ MUTV_ისთან.
უეინ რუნი ძალზე კმაყოფილია "მანჩესტერ იუნაიტედის" მორიგი გამარჯვებით "ოლდ ტრაფორდზე", რამაც გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა. ისე გამოვიდა, რომ "სტოკ სიტის" პირველ გოლში მონაწილეობა რუნიმ მიიღო, ეს იყო მისი პირველი ავტოგოლი კარიერაში და "ალისფერი ეშმაკების" მაისურით გატანილი მეორასე გოლი.

"მე პირველად გავიტანე გოლი საკუთარ კარში, მაგრამ ჩვენ შევძელით დაბრუნება თამაშში და შესვენებამდე გავედით წინ. ვფიქრობ, ჩვენ შესანიშნავად გამოვიყურებოდით. "სტოკი" ხშირად აწვდიდა ბურთს ჩვენს საჯარიმოში, მაგრამ საბოლოოდ ამას ვუმკლავდებოდით. ავტოგოლის მიზეზი უბრალოდ უიღბლობა იყო, მე რაიან შოუკროს ვმეურვეობდი, მან მოულოდნელად ხელი მკრა , რის შემდეგაც თავი ვერ შევიკავე და ბურთს მივარტყი. საბედნიეროდ, მე ეს ეპიზოდი, უკან დავტოვე და არ მივეცი უფლება ჩემს თამაშზე ამას ემოქმედა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ". - განაცხადა რუნიმ MUTV_ისთან ინტერვიუში.

"ჯერ-ჯერობით მე კარგად გამოვიყურები, მე არ ვღელავ იმაზე ვიტან თუ არა გოლებს "იუნაიტედში". რა თქმა უნდა, ფორვარდს ყოველთვის უნდა გოლების გატანა, მაგრამ ჩემი მიზანია გუნდს დავეხმარო, რითიც შევძლებ. გახარებული ვარ, რომ ამ სეზონში საკუთარი გოლების სერია გავხსენი. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ არის და თუ მე შევძლებ მაღალ დონეზე წარმოვაჩინო ჩემი თავი, კარგად ვითამაშო და ბევრი ვიშრომო გუნდში, ჩემთვის ეს ყველაფერი მისაღები იქნება".

რუნიმ ასევე "სტოკის" კარში პირველი გოლის თანაავტორზეც ისაუბრა. რუნიმ ვან პერსის შესანიშნავი ჩამოწოდების შემდეგ თავით გადაგზავნა ბურთი ბადეში.

"ვფიქრობ, რომ როცა გუნდში შენ ისეთი დონის ფეხბურთელი გყავს, როგორიც ვან პერსია, რომელსაც შეუძლია შესანიშნავად ჩამოაწოდოს ბურთი, შენ მხოლოდ ახლოს უნდა შეიჭრა კართან და გადაგზავნო ბურთი ბადეში. რობინმა შესანიშნავი ჩაწოდება განახორციელა, და საბედნიეროდ მე ეს გოლად გადავაქციე. ეს პირველად მოხდა, როცა ჩვენ ორივე თავიდანვე სახიფათოდ ვუტევდით და ორივემ მოვახერხეთ გატანა. მე მჯერა, რომ დრო და დრო ჩვენ ერთად უფრო კარგად და კარგად ვიასპარეზებთ. ჩვენ უბრალოდ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. მე არამარტო შეტევას ვგულისხმობ არამედ დაცვასაც. ჩვენ ორივე კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ მიდის საქმეები. ასევე არშეიძლება არ აიღნიშნოს ჩვენი ორი ახალგაზრდა ფორვარდი დენი ველბეკი და ჩიჩარიტო. ჩვენ ძალიად დიდი შეტევის პოტენციალი გვაქვს და მწვრთენლს ისღა დარჩენია სწორედ შეარჩიოს ფეხბურთელი". - დაასრულა უეინმა.

წყარო:ManUtd.Ru
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
21 ოქტომბერი 2012 21:42
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რუნიიი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: Vittou
21 ოქტომბერი 2012 22:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 140
ფეხბურთია , ბურთი მრგვალია ყველაფერი ხდება ასერომ რუნი მიდი შეუბერე :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
We will keep that red flag flyin high
№13
ავტორი: BERDI
21 ოქტომბერი 2012 22:59
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
პირველი გოლი რო გაიტანა როგორ ვთქვა და მომეწონა რადგან ვიცოდი რო მოუმატებდა რო გამოესწორებინა მისი შეცდომა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№14
ავტორი: Xashursky
22 ოქტომბერი 2012 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 52
გოლიც გაიტანა,ავტოგოლიც და სხვასაც გაატანინა fuckthatbitch
0
№15
ავტორი: TrueRed
27 თებერვალი 2013 21:39
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
მაგარია სგ ავტორ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top