თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2012, 13:54
ავტორი: razma21,
ნანახია: 2096,
კომენტარები: 15
უეინ რუნის ინტერვიუ MUTV_ისთან.
რუნი: " მე არ მივეცი უფლება საკუთარ კარში გატანილ გოლს, ჩემს თამაშზე გავლენა მოეხდინა".
უეინ რუნის ინტერვიუ MUTV_ისთან.
უეინ რუნი ძალზე კმაყოფილია "მანჩესტერ იუნაიტედის" მორიგი გამარჯვებით "ოლდ ტრაფორდზე", რამაც გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა. ისე გამოვიდა, რომ "სტოკ სიტის" პირველ გოლში მონაწილეობა რუნიმ მიიღო, ეს იყო მისი პირველი ავტოგოლი კარიერაში და "ალისფერი ეშმაკების" მაისურით გატანილი მეორასე გოლი.

"მე პირველად გავიტანე გოლი საკუთარ კარში, მაგრამ ჩვენ შევძელით დაბრუნება თამაშში და შესვენებამდე გავედით წინ. ვფიქრობ, ჩვენ შესანიშნავად გამოვიყურებოდით. "სტოკი" ხშირად აწვდიდა ბურთს ჩვენს საჯარიმოში, მაგრამ საბოლოოდ ამას ვუმკლავდებოდით. ავტოგოლის მიზეზი უბრალოდ უიღბლობა იყო, მე რაიან შოუკროს ვმეურვეობდი, მან მოულოდნელად ხელი მკრა , რის შემდეგაც თავი ვერ შევიკავე და ბურთს მივარტყი. საბედნიეროდ, მე ეს ეპიზოდი, უკან დავტოვე და არ მივეცი უფლება ჩემს თამაშზე ამას ემოქმედა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ". - განაცხადა რუნიმ MUTV_ისთან ინტერვიუში.

"ჯერ-ჯერობით მე კარგად გამოვიყურები, მე არ ვღელავ იმაზე ვიტან თუ არა გოლებს "იუნაიტედში". რა თქმა უნდა, ფორვარდს ყოველთვის უნდა გოლების გატანა, მაგრამ ჩემი მიზანია გუნდს დავეხმარო, რითიც შევძლებ. გახარებული ვარ, რომ ამ სეზონში საკუთარი გოლების სერია გავხსენი. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ არის და თუ მე შევძლებ მაღალ დონეზე წარმოვაჩინო ჩემი თავი, კარგად ვითამაშო და ბევრი ვიშრომო გუნდში, ჩემთვის ეს ყველაფერი მისაღები იქნება".

რუნიმ ასევე "სტოკის" კარში პირველი გოლის თანაავტორზეც ისაუბრა. რუნიმ ვან პერსის შესანიშნავი ჩამოწოდების შემდეგ თავით გადაგზავნა ბურთი ბადეში.

"ვფიქრობ, რომ როცა გუნდში შენ ისეთი დონის ფეხბურთელი გყავს, როგორიც ვან პერსია, რომელსაც შეუძლია შესანიშნავად ჩამოაწოდოს ბურთი, შენ მხოლოდ ახლოს უნდა შეიჭრა კართან და გადაგზავნო ბურთი ბადეში. რობინმა შესანიშნავი ჩაწოდება განახორციელა, და საბედნიეროდ მე ეს გოლად გადავაქციე. ეს პირველად მოხდა, როცა ჩვენ ორივე თავიდანვე სახიფათოდ ვუტევდით და ორივემ მოვახერხეთ გატანა. მე მჯერა, რომ დრო და დრო ჩვენ ერთად უფრო კარგად და კარგად ვიასპარეზებთ. ჩვენ უბრალოდ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. მე არამარტო შეტევას ვგულისხმობ არამედ დაცვასაც. ჩვენ ორივე კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ მიდის საქმეები. ასევე არშეიძლება არ აიღნიშნოს ჩვენი ორი ახალგაზრდა ფორვარდი დენი ველბეკი და ჩიჩარიტო. ჩვენ ძალიად დიდი შეტევის პოტენციალი გვაქვს და მწვრთენლს ისღა დარჩენია სწორედ შეარჩიოს ფეხბურთელი". - დაასრულა უეინმა.

წყარო:ManUtd.Ru
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: razma21
21 ოქტომბერი 2012 13:56
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
საკუთარ კარში გატანილი გოლის მიუხედავად შესანიშნავად ითამაშ და საუკეთესოც იყო...

რაც შეეხება შემტევ ხაზს, ჩემი აზრით ასეთი შემტევი ხაზი არცერთ გუნდს არ ყავს მსოფლიოში! derphappycry
0
№2
ავტორი: VaRdo
21 ოქტომბერი 2012 13:57
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რუნიიი love საგიჟეთ ფორმაშია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Red Hooligan
21 ოქტომბერი 2012 13:59
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
დასვენებამ მაგრა იმოქმედა ამაზე, ცოლსან კაი უქნა ისე likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№4
ავტორი: rooney-nika
21 ოქტომბერი 2012 14:15
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
არც უნდა მოეხდინა შენზე გავლენა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№5
ავტორი: VaRdo
21 ოქტომბერი 2012 14:33
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ViVi,

ნუ ფლუდავ! ისაუბრე სიახლეზე და მასთან არსებულ თემაზე. არ მაინტერესებს არც ვალდესი და არც მისი პიჟონი გუნდი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: love united
21 ოქტომბერი 2012 15:15
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რუნიი... love მაგრად ითამაშა...
0
№7
ავტორი: w.rooney
21 ოქტომბერი 2012 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
მაგარი კაცია რუნი
0
№8
ავტორი: APeX
21 ოქტომბერი 2012 16:59
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
ეხლა რა მაგარია და შემდეგში რუნის და პერსის წყვილი იქნება უკეთესი უუკეთესიი
0
№9
ავტორი: Ví Ví
21 ოქტომბერი 2012 17:17
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
VaRdo,
პიჟონზე გეთანხმები პიჟOნების ბანდაა მაგრამ არ ვფლუდავ რუნის ავტოგოლზე გამახსენდა პროსტა :D თან ორივე გუშIნ იყო :D
0
№10
ავტორი: Amanda Seyfried
21 ოქტომბერი 2012 21:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
იმედია პიველი და უკანასკნელი იქნება ეგ ავტოგოლი angry
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top