თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2012, 18:15
ავტორი: APeX,
ნანახია: 2319,
კომენტარები: 16
სერ ალექსს ფიქრი მოუწევს
ფართო არჩევანი თავდასხმაში...
სერ ალექსს ფიქრი მოუწევს
სერ ალექს ფერგიუსონს წესით და რიგით ბევრი ფიქრი მოუწევს ძირითადი შემადგენლობის დაყენებისას შემდეგ შეხვედრაში, რადგან "იუნაიტედის" ოთხივე წამყვანმა ფორვარდმა: უეინ რუნიმ, რობინ ვან პერსიმ, დენი უელბეკმა და ხავიერ ერნანდესმა თავი გამოიჩინეს თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში.

ჩვეულებრივ, საფეხბურთო კლუბის მწვრთნელები დიდ რისკზე მიდიან, როდესაც თავიანთ ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდებში უშვებენ, მაგრამ სერ ალექსის სახეზე ალბათ ღიმილს შევნიშნავდით მას შემდეგ რაც მას ოთხივე ფორვარდი საღი და უვნებელი დაუბრუნდა.

ჩიჩარიტომ, რომელმაც ამასწინათ აღნიშნა, რომ ის "გოლების გატანით შეპყრობილი არ იყო", მექსიკის ეროვნული ნაკრების ორივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა და თავის გუნდს გაიანასა და ელ სალვადორის წინააღმდეგ გამარჯვება მოუტანა, რაც მისი დონის თავდამსხმელისთვის რთული სულაც არ უნდა ყოფილიყო.

ვან პერსიმ - კაცმა, რომლის ტრანსფერიც "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ზაფხულში ყველაზე სენსაციური გამოდგა - ასევე გამოიჩინა თავი, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მაისურრით 31-ე გოლი გაიტანა და თავის გუნდს რუმინეთის წინააღმდეგ 4 -1 გამარჯვებაშჲ დაეხმარა.

სისულელე იქნება არ აღვნიშნოთ რუნისა და უელბეკის დუეტის კიდევ ერთი გამობრწყინება როი ჰოჯსონის ინგლისში. სან მარინოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში რუნიმაც და უელბეკმაც ორ-ორი გოლი მიითვალეს მათ ანგარიშზე, პოლონეთის წინააღმდეგ კი რუნიმ სტივენ ჯერარდის ჩამოწოდების შემდეგ შესანიშნავი თაურით გაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

სანამ სერ ალექსის გუნდი შაბათს "სტოკს" დაუპირისპირდება მას ძალიან ბევრი ფიქრი მოუწევს. შოტლანდიელის ოთხივე თავდამსხმელი შესანიშნავ ფორმაშია და ოთხივეს ყურადღება "მეთუნეების" კარისკენ იქნება მიბყრობილი. მოკლედ, სერ ალექსს ფიქრი მოუწევს - ეს გარდაუვალია!

სერ ალექსმა აღნიშნა, რომ მისი ოთხივე თავდამსხმელი ძლიან მაღალი დონის შემსრულებელია, მაგრამ თუ რომელ კომბინაციას აირჩევს ის ჯერ არ გაუმხელია.

“ვან პერსის მოსვლა ყველას უბიძგებს წინ, - განუცხადა სერ ალექსმა ManUtd.com-ს. “ჩიჩარიტოს ცუდი არაფერი გაუკეთებია, უელბეკი კი ძალიან იმედისმომცემია, რაც მან ინგლისის ნაკრებშიც დაამტკიცა. ის ახლა ზუსტად ჩიჩარიტოს დონის ფეხბურთელია და ვფიქრობ, ისინი ჯერ სასტარტო შემადგენლობისთვის მზად არ არიან.

“ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სულ ასე იქნება, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია. ისინი ახალგაზრდები არიან და ყველანაირად შეეცდებიან ძირითადში ადგილი დაიმკვიდრონ. სწორედ ეს არის კონკურენცია.

“ჩვენ გვქონდა ეს 1999-ში. ამან ძალიან დადებითად იმოქმედა ენდი კოულზე და დუაით იორკზე, რადგან მათ იცოდნენ, რომ ტედი შერინგემსა და ოლე განერ სოლშერსაც სურდათ თამაში. ისინი ძალიან ბევრს შრომობდნენ და ხანდახან შემეძლო მათი შეცვლა."


ამ პერიოდის ხსენების შემდეგ გვახსენდება, რომ კოული და იორკი უფრო ხშირად უწევდნენ ერთმანეთს პარტნიორობას, ვიდრე შერინგემი და სოლშერი, მაგრამ შანსი ყველას ეძლეოდა.

“ბევრი უნდა იშრომო და შანსი აუცილებლათ მოგეცემა, - განაცხადა კოულმა. "როდესაც შენ მენეჯერს გაიცნობ აღმოაჩენ, რომ თუ შენ სერ ალექსისთვის გოლებს გაიტან - შეინარჩუნებ ადგილს ძირითადში."

არსებითად, პასუხი ადვილია: გაიტანე გოლები და შენ ძირითადში მოხვდები. მაგრამ რა ხდება როცა ყველას გააქვს; ვის ირჩევს ბოსი ამ შემთხვევაში?

წყარო: manutd.com
სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Robin Van Persie )))
18 ოქტომბერი 2012 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
რავიცი მე ტაკტიკა 1 თავდამსხმელიანი მირჩევნია პერსი წინ თან მაგას ცვევია ეგრე თამაში და რა რუნი ქვევით ჩამოიწეევს თან არ უჩირს მაგას თამაში და რავიცი ჩემი აზრით კარსაც კარგად შევინახავთ და პერსიც გაარჭობს და ავლენ ხოლმე ზევით რუნი და კაგავა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Believe
№12
ავტორი: Vittou
18 ოქტომბერი 2012 20:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 140
4-3-3 არა : )

4-4-2 - ველბეკი, პერსი , რუნი უკან დაიწევს , ვალენსია, კაგავა იანგი ... აი ეს მგონია მე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
We will keep that red flag flyin high
№13
ავტორი: Red Hooligan
18 ოქტომბერი 2012 20:59
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
არ გაუჭირდება ფერგის არჩევა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№14
ავტორი: zatara
18 ოქტომბერი 2012 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
მე ეხლა რუნი და ჩიჩა მინდა ძირითადში... და მერე შემოვიდეს პერსი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№15
ავტორი: Vittou
18 ოქტომბერი 2012 21:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 140
zatara,
ჩიჩა ზამენის კაცია ჩემი აზრით ჯერჯეობით რა , მარა ძაან დიდი იმედებს ვამყარებ მე პირადად : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
We will keep that red flag flyin high
№16
ავტორი: SAF
19 ოქტომბერი 2012 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
და მაინც პერსი რუნი likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top