თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2012, 18:15
ავტორი: APeX,
ნანახია: 2320,
კომენტარები: 16
სერ ალექსს ფიქრი მოუწევს
ფართო არჩევანი თავდასხმაში...
სერ ალექსს ფიქრი მოუწევს
სერ ალექს ფერგიუსონს წესით და რიგით ბევრი ფიქრი მოუწევს ძირითადი შემადგენლობის დაყენებისას შემდეგ შეხვედრაში, რადგან "იუნაიტედის" ოთხივე წამყვანმა ფორვარდმა: უეინ რუნიმ, რობინ ვან პერსიმ, დენი უელბეკმა და ხავიერ ერნანდესმა თავი გამოიჩინეს თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში.

ჩვეულებრივ, საფეხბურთო კლუბის მწვრთნელები დიდ რისკზე მიდიან, როდესაც თავიანთ ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდებში უშვებენ, მაგრამ სერ ალექსის სახეზე ალბათ ღიმილს შევნიშნავდით მას შემდეგ რაც მას ოთხივე ფორვარდი საღი და უვნებელი დაუბრუნდა.

ჩიჩარიტომ, რომელმაც ამასწინათ აღნიშნა, რომ ის "გოლების გატანით შეპყრობილი არ იყო", მექსიკის ეროვნული ნაკრების ორივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა და თავის გუნდს გაიანასა და ელ სალვადორის წინააღმდეგ გამარჯვება მოუტანა, რაც მისი დონის თავდამსხმელისთვის რთული სულაც არ უნდა ყოფილიყო.

ვან პერსიმ - კაცმა, რომლის ტრანსფერიც "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ზაფხულში ყველაზე სენსაციური გამოდგა - ასევე გამოიჩინა თავი, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მაისურრით 31-ე გოლი გაიტანა და თავის გუნდს რუმინეთის წინააღმდეგ 4 -1 გამარჯვებაშჲ დაეხმარა.

სისულელე იქნება არ აღვნიშნოთ რუნისა და უელბეკის დუეტის კიდევ ერთი გამობრწყინება როი ჰოჯსონის ინგლისში. სან მარინოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში რუნიმაც და უელბეკმაც ორ-ორი გოლი მიითვალეს მათ ანგარიშზე, პოლონეთის წინააღმდეგ კი რუნიმ სტივენ ჯერარდის ჩამოწოდების შემდეგ შესანიშნავი თაურით გაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

სანამ სერ ალექსის გუნდი შაბათს "სტოკს" დაუპირისპირდება მას ძალიან ბევრი ფიქრი მოუწევს. შოტლანდიელის ოთხივე თავდამსხმელი შესანიშნავ ფორმაშია და ოთხივეს ყურადღება "მეთუნეების" კარისკენ იქნება მიბყრობილი. მოკლედ, სერ ალექსს ფიქრი მოუწევს - ეს გარდაუვალია!

სერ ალექსმა აღნიშნა, რომ მისი ოთხივე თავდამსხმელი ძლიან მაღალი დონის შემსრულებელია, მაგრამ თუ რომელ კომბინაციას აირჩევს ის ჯერ არ გაუმხელია.

“ვან პერსის მოსვლა ყველას უბიძგებს წინ, - განუცხადა სერ ალექსმა ManUtd.com-ს. “ჩიჩარიტოს ცუდი არაფერი გაუკეთებია, უელბეკი კი ძალიან იმედისმომცემია, რაც მან ინგლისის ნაკრებშიც დაამტკიცა. ის ახლა ზუსტად ჩიჩარიტოს დონის ფეხბურთელია და ვფიქრობ, ისინი ჯერ სასტარტო შემადგენლობისთვის მზად არ არიან.

“ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სულ ასე იქნება, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია. ისინი ახალგაზრდები არიან და ყველანაირად შეეცდებიან ძირითადში ადგილი დაიმკვიდრონ. სწორედ ეს არის კონკურენცია.

“ჩვენ გვქონდა ეს 1999-ში. ამან ძალიან დადებითად იმოქმედა ენდი კოულზე და დუაით იორკზე, რადგან მათ იცოდნენ, რომ ტედი შერინგემსა და ოლე განერ სოლშერსაც სურდათ თამაში. ისინი ძალიან ბევრს შრომობდნენ და ხანდახან შემეძლო მათი შეცვლა."


ამ პერიოდის ხსენების შემდეგ გვახსენდება, რომ კოული და იორკი უფრო ხშირად უწევდნენ ერთმანეთს პარტნიორობას, ვიდრე შერინგემი და სოლშერი, მაგრამ შანსი ყველას ეძლეოდა.

“ბევრი უნდა იშრომო და შანსი აუცილებლათ მოგეცემა, - განაცხადა კოულმა. "როდესაც შენ მენეჯერს გაიცნობ აღმოაჩენ, რომ თუ შენ სერ ალექსისთვის გოლებს გაიტან - შეინარჩუნებ ადგილს ძირითადში."

არსებითად, პასუხი ადვილია: გაიტანე გოლები და შენ ძირითადში მოხვდები. მაგრამ რა ხდება როცა ყველას გააქვს; ვის ირჩევს ბოსი ამ შემთხვევაში?

წყარო: manutd.com
სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: rooney-nika
18 ოქტომბერი 2012 18:29
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
ბაბუს არ გაუჭირდება აღჩევა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№2
ავტორი: UTD-Rule
18 ოქტომბერი 2012 18:31
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ბაბუს არაფერი გაუჭირდება laughing
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: MUFC#1
18 ოქტომბერი 2012 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
საინტერესო სტატიაა ! სგ აბტორ რაგაც პატარა შეცდომებიაა და შEასწორე fellow
0
№4
ავტორი: Ví Ví
18 ოქტომბერი 2012 18:42
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
UTD-Rule,
+11111111111111111111111
0
№5
ავტორი: Amerigo
18 ოქტომბერი 2012 18:42
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
siaxle damidet
0
№6
ავტორი: VaRdo
18 ოქტომბერი 2012 19:10
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჩემი აზრით რუნის ისევ ნახევარზე ათამაშებს და წინ ვან პერსი ველბეკი იქნებიან. ფლანგზე იანგი ვალენსია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: red devil
18 ოქტომბერი 2012 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
rooney persi da chicha daiwyebs me ese mgonia mere welbeksac shemoushvebs
0
№8
ავტორი: w.rooney
18 ოქტომბერი 2012 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
აბა შენ იცი ფერგი კაი კამანდა დააყენე და გატენე სტოკი
0
№9
ავტორი: love united
18 ოქტომბერი 2012 19:37
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
4-ივე დააყენე ფერგი... wink დაცვაში მაინც არ გვექნება პრობლემა... wink
0
№10
ავტორი: razma21
18 ოქტომბერი 2012 19:50
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
რუნი-ჩიჩა-პერსი და 4-3-3 ტაქტიკა მინდა მე ერთი ჩამშლელი და ვალე კაგავა ჩამშლელის წინ ცადოს რა :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top