თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2023, 09:55
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1267,
კომენტარები: 11
ლიგის თასის მოგების შემთხვევაში "იუნაიტედი" აღლუმს არ გამართავს
მხოლოდ ერთი პირობით..
ლიგის თასის მოგების შემთხვევაში
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ლიგის თასის მოგების შემთხვევაში აღლუმს არ გამართავს.

"იუნაიტედი" ამ კვირას "უემბლიზე" "ნიუკასლს" დაუპირისპირდება. ეს იქნება "წითელი ეშმაკების" შესაძლებლობა, აღმართონ პირველი ტიტული 2017 წლის შემდეგ.

Daily Mail-ის ცნობით, "ნიუკასლი" მომავალ სამშაბათს თავისი ქალაქის ცენტრში გამოვა ღია ავტობუსით გულშემატკივრებთან, თუ ისინი ლიგის თასის მოგებას მოახერხებენ, თუმცა "იუნაიტედი" მსგავს არაფერს გეგმავს ამ ეტაპზე.

ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკები" მხოლოდ სეზონის ბოლოს გამოვლენ აღლუმზე იმ პირობით, თუ ლიგის თასის გარდა ისინი სხვა თასის მოგებასაც შეძლებენ.

შეგახაენებთ, რომ, "იუნაიტედი" რჩება ევროპის ტოპ 5 ლიგაში ერთადერთ გუნდად, რომელიც კვლავ აგრძელებს ამ სეზონში შესაძლო ოთხი ტიტულისთვის ბრძოლას.
ახალი ამბები, ჭორები, სხვა
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
26 თებერვალი 2023 18:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორიცაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top