"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ლიგის თასის მოგების შემთხვევაში აღლუმს არ გამართავს.
"იუნაიტედი" ამ კვირას "უემბლიზე" "ნიუკასლს" დაუპირისპირდება. ეს იქნება "წითელი ეშმაკების" შესაძლებლობა, აღმართონ პირველი ტიტული 2017 წლის შემდეგ.
Daily Mail-ის ცნობით, "ნიუკასლი" მომავალ სამშაბათს თავისი ქალაქის ცენტრში გამოვა ღია ავტობუსით გულშემატკივრებთან, თუ ისინი ლიგის თასის მოგებას მოახერხებენ, თუმცა "იუნაიტედი" მსგავს არაფერს გეგმავს ამ ეტაპზე.
ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკები" მხოლოდ სეზონის ბოლოს გამოვლენ აღლუმზე იმ პირობით, თუ ლიგის თასის გარდა ისინი სხვა თასის მოგებასაც შეძლებენ.
შეგახაენებთ, რომ, "იუნაიტედი" რჩება ევროპის ტოპ 5 ლიგაში ერთადერთ გუნდად, რომელიც კვლავ აგრძელებს ამ სეზონში შესაძლო ოთხი ტიტულისთვის ბრძოლას.