თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2023, 19:54
ავტორი: Billy,
ნანახია: 1909,
კომენტარები: 13
მეისონ გრინვუდი ოფიციალურ საიტზე დააბრუნეს
გრინვუდი პირველი გუნდის ფეხბურთელების სიაში გამოჩნდა.
მეისონ გრინვუდი ოფიციალურ საიტზე დააბრუნეს
მეისონ გრინვუდის პროფილი კვლავ გამოჩნდა კლუბის ოფიციალურ საიტზე პირველი გუნდის ფეხბურთელების სიაში, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ სეზონში.

როგორც მოგეხსენებათ, 21 წლის გრინვუდი 2022 წლის იანვარში დააკავეს მეგობარი გოგონას ფიზიკური დაზიანებისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. შემდეგ ის კვლავ დააკავეს გირაოს პირობების დარღვევის სანაცვლოდ. მისი სასამართლო პროცესი 2023 წლის ნოემბერში იყო ჩანიშნული, თუმცა დღეს მანჩესტერის პოლიციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ფეხბურთელს ყველა ბრალდება მოხსნილი აქვს.

კლუბმა გრინვუდის პირველი დაკავების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით ამოიღო იგი პირველი გუნდის სიიდან. ბრალის მოხსნის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება გრინვუდის მომავალთან დაკავშირებით, თუმცა ის კვლავ დააბრუნეს ოფიციალურ საიტზე პირველი გუნდის ფეხბურთელების სიაში.

ფორმალურად 2001 წლის ოქტომბერში დაბადებული გრინვუდი 21 წლამდე ფეხბურთელად ითვლება და კლუბს არ სჭირდება მისი 25 კაციან განაცხადში დარეგისტრირება, რათა მან პრემიერ ლიგის ამ სეზონში ითამაშოს. თუმცა რეალურად რას გადაწყვეტს „იუნაიტედი“ გრინვუდთან დაკავშირებით, მოგვიანებით გამოჩნდება.

წყარო: Goal.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Old Red Devil
4 თებერვალი 2023 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
რეში,თავად არ წავა.გრინვუდი გააგრძელებს ყომარს.საქართველო გაბრწყინდება
0
№12
ავტორი: dzia_David
6 თებერვალი 2023 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: bero123
ციტატა: PaLoMo
როგორც ჩანს წელს გრინვუდი არ დაბრუნდება.კლუბის აზრი 2ად არის გაყოფილი ზოგს უნდა დაბრუნება ზოგს არაო.
პსჟ კიდე რეშფორდს 850.000ფუნტს სთავაზობს კვირაშიო ხა თუ 80მილიონს გადაგვიხდიან გაყიდონ რა.

რას ამბობ ძმაო ძლივს ფორმა აკრიფა და დაიწყო გოლების გატანა და ეხლა მაგის გაყიდვა იქნება


80 მილიონი კვეკვესკირს ადევს უკვე ლამის :დდ
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
15 თებერვალი 2023 13:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დიდი არაფერი შეღავათი :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top