თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2023, 19:54
ავტორი: Billy,
ნანახია: 2069,
კომენტარები: 13
მეისონ გრინვუდი ოფიციალურ საიტზე დააბრუნეს
გრინვუდი პირველი გუნდის ფეხბურთელების სიაში გამოჩნდა.
მეისონ გრინვუდი ოფიციალურ საიტზე დააბრუნეს
მეისონ გრინვუდის პროფილი კვლავ გამოჩნდა კლუბის ოფიციალურ საიტზე პირველი გუნდის ფეხბურთელების სიაში, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ სეზონში.

როგორც მოგეხსენებათ, 21 წლის გრინვუდი 2022 წლის იანვარში დააკავეს მეგობარი გოგონას ფიზიკური დაზიანებისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. შემდეგ ის კვლავ დააკავეს გირაოს პირობების დარღვევის სანაცვლოდ. მისი სასამართლო პროცესი 2023 წლის ნოემბერში იყო ჩანიშნული, თუმცა დღეს მანჩესტერის პოლიციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ფეხბურთელს ყველა ბრალდება მოხსნილი აქვს.

კლუბმა გრინვუდის პირველი დაკავების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით ამოიღო იგი პირველი გუნდის სიიდან. ბრალის მოხსნის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება გრინვუდის მომავალთან დაკავშირებით, თუმცა ის კვლავ დააბრუნეს ოფიციალურ საიტზე პირველი გუნდის ფეხბურთელების სიაში.

ფორმალურად 2001 წლის ოქტომბერში დაბადებული გრინვუდი 21 წლამდე ფეხბურთელად ითვლება და კლუბს არ სჭირდება მისი 25 კაციან განაცხადში დარეგისტრირება, რათა მან პრემიერ ლიგის ამ სეზონში ითამაშოს. თუმცა რეალურად რას გადაწყვეტს „იუნაიტედი“ გრინვუდთან დაკავშირებით, მოგვიანებით გამოჩნდება.

წყარო: Goal.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: levionok
2 თებერვალი 2023 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
კარგახანია საგეხბურთო სამყაროში ასე არაფერი გამხარებია (ჩემს მოგვარეს არ ვთვლი) როგორც ეს ნიუსი❤️❤️❤️ძალიან მეცოდებოდა ეს ბიჭი ინგრევდა თუ უნგრევდნენ ბავშვია და არა მარტო კარიერა არამედ ცხოვრება დანგრეული ქონდა(( წარმატებებს ვუსურვებ და ეს დიდი გაკვეთილი იყოს მის ცხოვრებაში…
1
№2
ავტორი: ikeoni
2 თებერვალი 2023 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
imedia am sezonshive daiwyebs gundtan ertad varjishs
1
№3
ავტორი: PaLoMo
2 თებერვალი 2023 23:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
მთავარია ახლა როგორ ხიდზე დაბრუნდება. პირველ რიგში ფსიქოლოგიურად დანარჩენს მოევლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: PaLoMo
3 თებერვალი 2023 00:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
წავიკითხე ზაფხულში მანჩესტერი ვალვერდეში 80მილიონს გადაიხდიან და ეგ თუ სიმართლეა რას ფიქრობთ?მე რატომღაც მომწონს ვალვერდეში თამაში თამ კაზესთამ ერთად მაგარი ცენტრი გვეყოლება თუმცა მე მაინც დე კინგის ნაირი ნახევარმცველი მირჩევნია კაზეს გვერდით აი შექმნაც რომ შეუძლია და დაცვასაც ასე თუ ისე რომ აკონტროლებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: ikeoni
3 თებერვალი 2023 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: PaLoMo
წავიკითხე ზაფხულში მანჩესტერი ვალვერდეში 80მილიონს გადაიხდიან და ეგ თუ სიმართლეა რას ფიქრობთ?მე რატომღაც მომწონს ვალვერდეში თამაში თამ კაზესთამ ერთად მაგარი ცენტრი გვეყოლება თუმცა მე მაინც დე კინგის ნაირი ნახევარმცველი მირჩევნია კაზეს გვერდით აი შექმნაც რომ შეუძლია და დაცვასაც ასე თუ ისე რომ აკონტროლებს

albat erti proceti araa imis shansi ro realma eg gayidos tore dzalian magari iqneba magis moyvana
0
№6
ავტორი: PaLoMo
4 თებერვალი 2023 13:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
როგორც ჩანს წელს გრინვუდი არ დაბრუნდება.კლუბის აზრი 2ად არის გაყოფილი ზოგს უნდა დაბრუნება ზოგს არაო.
პსჟ კიდე რეშფორდს 850.000ფუნტს სთავაზობს კვირაშიო ხა თუ 80მილიონს გადაგვიხდიან გაყიდონ რა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: LASHQARA
4 თებერვალი 2023 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
https://livesport365.net/match/manchester-united-vs-crystal-palace-1629116644.ht
ml თამაშის ლინკი am
0
№8
ავტორი: bero123
4 თებერვალი 2023 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: PaLoMo
როგორც ჩანს წელს გრინვუდი არ დაბრუნდება.კლუბის აზრი 2ად არის გაყოფილი ზოგს უნდა დაბრუნება ზოგს არაო.
პსჟ კიდე რეშფორდს 850.000ფუნტს სთავაზობს კვირაშიო ხა თუ 80მილიონს გადაგვიხდიან გაყიდონ რა.

რას ამბობ ძმაო ძლივს ფორმა აკრიფა და დაიწყო გოლების გატანა და ეხლა მაგის გაყიდვა იქნება
0
№9
ავტორი: Lev
4 თებერვალი 2023 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ეს ანტუნი ნაღმია რა , ბომბია, ბევრჯერ ჩაგვიჯვავს თავისი ფარჩაკი ხასიათით, კონფლიქტურია და არაფრის მაქნისი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№10
ავტორი: Methadon
4 თებერვალი 2023 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ბიჭო რა თამაში გააფუჭეს კინაღამ, ჩემი გულის ცემა მეზობლებს ესმოდათ, შეწუხდნენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top