გუნდის ახალწვეული მენეჯერი ერიკ ტენ ჰაგი, "მანჩესტერ იუნაიტედის" გაძლიერებას სატრანსფერო პოლიტიკის დაწყებით გეგმავს. ნიდერლანდელს კლუბში ახალი სახეების ხილვა სურს.
ნემანია მატიჩი, პოლ პოგბა, ხუან მატა, ჯესი ლინგარდი და ედინსონ კავანი - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია რომლებიც ინგლისურ გრანდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვებენ. შესაძლოა მათ რიცხვს კიდევ რამოდენიმე სახელი მიემატოს.
რაც შეეხება ახალ სახეებს, ტენ ჰააგის ნომერ პირველი სამიზნე კატალონიური "ბარსელონას" შუახაზელი ფრენკი დე იონგია, თუფცა მოთამაშე ჭირვეულობს, ბუნებრივია მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ტურნირი რომელშიც "წითელი ეშმაკები" მომავალ წელს ვერ იასპარეზებენ.
საუბარია ასევე ნგოლო კანტეზე, ლონდონელთა მუშა ფუტკარი მართლაც რომ შესანიშნავი ახლო წარსულით დაიკვეხნის, თუმცა ფრანგი 31 წლის გახლავთ და ასევე ტრაული პერიოდების სიხშირეც ფიქსირდება მის საფეხბურთო კარიერაში რამაც შეიძლება რისკი შექმნას გუნდისთვის რომელიც შენებას ახლიდან იწყებს.
დეკლან რაისი - კიდევ ერთი სამიზნე, თუმცა "ჩაქუჩები" მის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვენ, რამდენად იქნება მზად "გლეიზერების" კლუბი მასშტაბურ თანხებს გაწვდეს ამ ეტაპზე უცნობია.
ხოლო თავდასხმის ხაზის გაძლიერება დარვინ ნუნიეშის ტრანსფერით იგეგმება. ფეხბურთელს დე იონგის მსგავსად კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგაზე აქვს აღებული, როგორ იმოქმედებს ახალი პროექტისა და ტენ ჰააგის ფაქტორი აღნიშნულ საკითხებზე სულ მალე გახდება ცნობილი. ინფორმაციას Goal.Com ავრცელებს.