თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2022, 04:19
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2227,
კომენტარები: 15
ტრანსფერების მოლოდინში
ტენ ჰაგს სია შედგენილი აქვს.
ტრანსფერების მოლოდინში
გუნდის ახალწვეული მენეჯერი ერიკ ტენ ჰაგი, "მანჩესტერ იუნაიტედის" გაძლიერებას სატრანსფერო პოლიტიკის დაწყებით გეგმავს. ნიდერლანდელს კლუბში ახალი სახეების ხილვა სურს.

ნემანია მატიჩი, პოლ პოგბა, ხუან მატა, ჯესი ლინგარდი და ედინსონ კავანი - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია რომლებიც ინგლისურ გრანდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვებენ. შესაძლოა მათ რიცხვს კიდევ რამოდენიმე სახელი მიემატოს.

რაც შეეხება ახალ სახეებს, ტენ ჰააგის ნომერ პირველი სამიზნე კატალონიური "ბარსელონას" შუახაზელი ფრენკი დე იონგია, თუფცა მოთამაშე ჭირვეულობს, ბუნებრივია მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ტურნირი რომელშიც "წითელი ეშმაკები" მომავალ წელს ვერ იასპარეზებენ.

საუბარია ასევე ნგოლო კანტეზე, ლონდონელთა მუშა ფუტკარი მართლაც რომ შესანიშნავი ახლო წარსულით დაიკვეხნის, თუმცა ფრანგი 31 წლის გახლავთ და ასევე ტრაული პერიოდების სიხშირეც ფიქსირდება მის საფეხბურთო კარიერაში რამაც შეიძლება რისკი შექმნას გუნდისთვის რომელიც შენებას ახლიდან იწყებს.

დეკლან რაისი - კიდევ ერთი სამიზნე, თუმცა "ჩაქუჩები" მის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვენ, რამდენად იქნება მზად "გლეიზერების" კლუბი მასშტაბურ თანხებს გაწვდეს ამ ეტაპზე უცნობია.

ხოლო თავდასხმის ხაზის გაძლიერება დარვინ ნუნიეშის ტრანსფერით იგეგმება. ფეხბურთელს დე იონგის მსგავსად კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგაზე აქვს აღებული, როგორ იმოქმედებს ახალი პროექტისა და ტენ ჰააგის ფაქტორი აღნიშნულ საკითხებზე სულ მალე გახდება ცნობილი. ინფორმაციას Goal.Com ავრცელებს.
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Old Red Devil
8 ივნისი 2022 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ტენ ჰააგს რატო დაუკავშირეს არ მესმის.ტიპი მოსული არ იყო დაიწერა ამათზე.ჰოლანდიელი ფიქრადაც არ იყო მანჩეს დეკლანს რო აწერდნენ და დავიჯერო ერიკი აიაქსიდან დეკლანზე ფიქრობდა?!ვინ წყვეტს იმას ვინ მოვა?იავნად მწვრთნელი არა.
2
№2
ავტორი: ManchesterU
8 ივნისი 2022 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
წელს რაღაც არ ვფიქრობ რო კარგი სატრანსფერო წელი გვექნება ლიგაზე არ ყოფნიდან გამომდინარე მაგრამ იმედია შემდეგ წელს 4 ეულში მაინც მოვხვდებით, იქნებ ევროპა ლიგას და ფა ქაფს მაინც გამოვკრათ ხელი.
0
№3
ავტორი: defender2
8 ივნისი 2022 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
იქნებ აკადემიელებს დაეყრდნოს? ჯეიმს გარნერი, ჰანიბალი, სხვები...
0
№4
ავტორი: shotkin
8 ივნისი 2022 18:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მე არ მესმის რა საჭიროა ხმაურიანი ტრანსფერები? დავიჯერო ტენ ჰააგს მითუმეტეს გაუჭირდება მაგარი ახალგაზრდების მონახვა? საერთოდ არააქვს სახელი მოხვეჭილი იმ ბენფიკას 9 იანს მინიესია თუ ვინცაა და მისნაირი კიდე რამდენია, გუნდისთვისაც კაი იქნება და ნაკლები წნეხი იქნება, გუნდში მაინც არიან გამოცდილი მოთამაშეები და აღარაა საჭირო ეს სახელოვანი მოთამაშეების დამატება დაიმატოს უბრალო მაგრამ საქმის ხალხი ეგრე უფრო ეშველება ამ კლუბს ვიდრე დე იონგისნაირების დამატება , ტიპს ბარსაში უნდა დარჩენა და ესენი მაინც არ ეშვებიან ეგეთი არაფერი გამიგია.
0
№5
ავტორი: defender2
8 ივნისი 2022 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
ერთ რამეზე მაუნტერესებს თქვენი აზრი, ფილოსოფოსობაში არ ჩამომართვათ, მიმაჩნია რომ დღევანდელ ფეხბურთში 90% არის მწვრთნელი, დიდ გუნდებში აღზრდილი ფეხბურთელების პრობლემა ტენქნიკა და ფიზ მომზადება ვერ იქნება, მთავარია მწვრთნელი და მონდომება, თან აკადემიაში აღზრდილს მეტად უყვარს გუნდი, ამიტომ სჯობს აკადემიელებს დაეყრდნოს.
0
№6
ავტორი: ikeoni
8 ივნისი 2022 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11439
ციტატა: defender2
ერთ რამეზე მაუნტერესებს თქვენი აზრი, ფილოსოფოსობაში არ ჩამომართვათ, მიმაჩნია რომ დღევანდელ ფეხბურთში 90% არის მწვრთნელი, დიდ გუნდებში აღზრდილი ფეხბურთელების პრობლემა ტენქნიკა და ფიზ მომზადება ვერ იქნება, მთავარია მწვრთნელი და მონდომება, თან აკადემიაში აღზრდილს მეტად უყვარს გუნდი, ამიტომ სჯობს აკადემიელებს დაეყრდნოს.

ნამდვილად არაა აზრს მოკლებული ეგ მოსაზრება პირიქით მაგრამ 2-3 ხმაურიანი ტრანსფერი მაინც საჭიროა და დარწმუნებული ვარ იქნება
0
№7
ავტორი: defender2
8 ივნისი 2022 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
ციტატა: ikeoni
ციტატა: defender2
ერთ რამეზე მაუნტერესებს თქვენი აზრი, ფილოსოფოსობაში არ ჩამომართვათ, მიმაჩნია რომ დღევანდელ ფეხბურთში 90% არის მწვრთნელი, დიდ გუნდებში აღზრდილი ფეხბურთელების პრობლემა ტენქნიკა და ფიზ მომზადება ვერ იქნება, მთავარია მწვრთნელი და მონდომება, თან აკადემიაში აღზრდილს მეტად უყვარს გუნდი, ამიტომ სჯობს აკადემიელებს დაეყრდნოს.

ნამდვილად არაა აზრს მოკლებული ეგ მოსაზრება პირიქით მაგრამ 2-3 ხმაურიანი ტრანსფერი მაინც საჭიროა და დარწმუნებული ვარ იქნება


ალბათ, თუმცა მაინც მგონია რომ მანჩესტერის დონის გუნდში, მითუმეტეს ტენ ჰააგის პირობებში, მოიძებნება კარგი კონტიგენტი, შეიკვრება გუნდი, დღეს მწვრთნელი იგებს, ამის მაგალითია ანჩელოტი, დაქცეული რეალი გააცოცხლა, ამის მაგალითია გვარდიოლა, კლოპი, ტუხელი, ანუ დღევანდელ ფეხბურთში, თან ასეთ გუნდში, ბურთთან ურთიერთობის მცოდნე ხალხის პოვნა ძნელი არაა, მთავარია ტაქტიკა, შეკვრა, დანახვა, დაბალანსება...
0
№8
ავტორი: PaLoMo
8 ივნისი 2022 23:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
სიტიში ჰალანდი მივიდა და ვფიქრობ ჟესუსზე ჩალიჩის ცდა შეილება რადგან ჰალანდი მის ნომერს ითხოვს.ნუნიესში 100მილიონის გადახდია ვარიანტი არ მხიბლავს და ვფიქრობ ჟესუსი უფრო გამოცდილია და თან პრემიერ ლიგასაც შეგუებულია.საქმე ისაა მოოინდომებს თუ არა აქ მოსვლას და რენსბუნდა თუ არა.

თან აიტი 60მილიონს ითხოვს და ვფიქრობ არაა ძვირი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: Malboro463
8 ივნისი 2022 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
ციტატა: defender2
იქნებ აკადემიელებს დაეყრდნოს? ჯეიმს გარნერი, ჰანიბალი, სხვები...


18-19 წლის ტალანტები უკვე გუნდს ლიდერობენ და ნაკრებშიც თამაშობენ
ჩვენ აკადემიაში ვის ხედავ მასეთს ფიზიკაც არ უვარგათ ვინც მოიყვანენ ისინიც გასაგდები არიან
0
№10
ავტორი: kOsTiA
9 ივნისი 2022 10:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
რაშფორდი რო გავუშვათ და სონი მოვიყვანოთ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top