თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2022, 18:01
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 2420,
კომენტარები: 16
ნევილი გულშემატკივრებს არ ეთანხმება
გარის საკუთარი მოსაზრება აქვს.
ნევილი გულშემატკივრებს არ ეთანხმება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა გარი ნევილი გამოეხმაურა "იუნაიტედის" გულშემატკივართა მოლოდინებს ერიკ ტენ ჰააგთან დაკავშირებით, მას მიაჩნია, რომ კლუბისთვის უკეთესი მწვრთვნელი მაურისიო პოჩეტინო იქნებოდა.

როგორც მოგეხსენებათ ჰოლანდიელი ინგლისური კლუბის ფავორიტი კანდიდატია, რომელიც ძალიან ახლოსაა მთავარ მწვრთვნელობასთან.

პოჩეტინო "იუნაიტედთან" მიმართებაში ორჯერ გახდა აქტუალური კანდიდატი, პირველ ჯერზე ეს მოურინიოს გუნდიდან გაშვების დროს მოხდა, მეორედ სულშერის დათხოვნისას გააქტიურდა საუბრები არგენტინელ სპეციალისტზე, თუმცა ამჟამად მან უკანა პლანზე გადაიწია და ამაში დიდი როლი "პსჟ"-ს წარუმატებელმა გამოსვლამ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე.

გარი ნევილი საკმაოდ აქტიური პიროვნებაა, როგორც სოც ქსელებში, ასევე ჟურნალისტებთან კონტაქტშიც, შესაბამისად მისი მოსაზრებები ხშირად მზეურდება ხოლმე სხვადასხვა საკითხებში, ნევილი აქტიურად საუბრობდა ტუხელის ვარიანტზეც, თუმცა ეს თემა ამჯერად გადაფარა მისმა პოსტმა "თვითერში", სადაც მან საჯარო გამოკითხვაც კი მოაწყო, რათა გაიგოს რომელ კანდიდატს უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს, ტენ ჰააგს თუ პოჩეტინოს.

აღნიშნულ გამოკითხვაში 81%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა ერიკ ტენ ჰააგმა, რის საპასუხოდაც მალე გარი ნევილმა დადო ახალი პოსტი, სადაც შეაჯამა შედეგი და თქვა, რომ მიუხედავად გულშემატკივართა ასეთი გადაწყვეტილებისა, იგი მხარს მაინც პოჩეტინოს უჭერს, თუმცა მიიჩნევს, რომ ორივე შესანიშნავი არჩევანია კლუბისთვის.

გარი ნევილის მოსაზრებს შეგიძლიათ გაეცნოთ მის ოფიციალურ თვითერის გვერდზე.

წყარო:metro.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
16 კომენტარი
№11
ავტორი: glory28
25 მარტი 2022 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ნევილი რაც იყო მწვრთვნელი ყველას კარგად გვახსოვს არც ექსპერტია დიდად რამე გააჩერდეს ეს და სკაის მიეხედოს რის პოჩეტინო რა პოჩეტინო მესი მბაპე ნეიმარი დიმარითი ვერ გააკეთა ვერაფერი და ჩვენთან რის გამკეთებელია , თუ გვინდა რომ გიჟური და ამბიციური გუნდი ვიყოთ შემტევი მწვრთვნელი უნდა მოდიეს და არაა პოჩეტინო რომელიც თამაშოს მდროე ფეხბურთს
0
№12
ავტორი: Malboro463
25 მარტი 2022 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
ეს #ლეა ბიჭებო ნერვები არ მოიშალოთ.
ამას მაგრი გაუმართლა ფერგის ხელში რომ მოხვდა თორე ვესტ ჰემის დონეს ძლივს აკმაყოფილებდა.
ამისთანების გამოა ინგლისმა რამე შედეგი რომ ვერ დადო ნახევარ გუნდს რომ არ ელაპრაკებოდა ეს ბოღმიანი დე დით #ლე
0
№13
ავტორი: giorgisamnidze99
25 მარტი 2022 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ანჩელოტის დანიშვნის წინააღმდეგი ხართ?
0
№14
ავტორი: PaLoMo
26 მარტი 2022 01:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: giorgisamnidze99
ანჩელოტის დანიშვნის წინააღმდეგი ხართ?

ანჩელოტის ფილოსოფია არ არის შეტევა.
თან ბიჭო რა მიკვირს იცი?რეალი რო იცვლის ამდენ მწვრთბელს ჩვენ რატო ვაკვდებით ხოლმე ისეთს რომელბსაც ეტყობათ არაფეის მაქნისობა მიკვირს.სადაც მოიესი გააგდეს 9თვეში სხვა მწვრთნელები რატო დატოვეს ამდენ ხანს? ნუ კაი მოუმ ეუროპა მოიგო და მე2ზე გავიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№15
ავტორი: Lalana
26 მარტი 2022 01:57
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: PaLoMo
ციტატა: giorgisamnidze99
ანჩელოტის დანიშვნის წინააღმდეგი ხართ?

ანჩელოტის ფილოსოფია არ არის შეტევა.
თან ბიჭო რა მიკვირს იცი?რეალი რო იცვლის ამდენ მწვრთბელს ჩვენ რატო ვაკვდებით ხოლმე ისეთს რომელბსაც ეტყობათ არაფეის მაქნისობა მიკვირს.სადაც მოიესი გააგდეს 9თვეში სხვა მწვრთნელები რატო დატოვეს ამდენ ხანს? ნუ კაი მოუმ ეუროპა მოიგო და მე2ზე გავიდა

იმიტომ რომ ახალ ფერგის ეძებენ და ეგაა მაგათი პრობლემა.ნუ ვან გაალი უფრო იმის გამო მოიყვანეს რომ სრულიად თავიდან აეშენებინა გუნდი,მაგრამ ჰოლანდიელი უკვე ისეთ ასაკში იყო რომ მისთვის ასეთი სამუშაოს გაწევა ურთულესი იქნებოდა,ფეხბურთიდან მიდიოდა,ანებებდა სამწვრთნელო კარიერას თავს და ამათმა აქ მოიყვანეს,მისი სამწვრთნელო წლები კი კარგა ხნის გასული იყო,ყოველ შემთხვევაში საკლუბო დონეზე მაინც.
მერე იყო და კრიზიში მყოფი მოურინიო მოიყვანეს,რომელსაც აშკარად სერიოზული დაღმასვლა ჰქონდა სამწვრთნელო საქმიანობაში,შეიძლება რაღაც წავიფართხალეთ და რამდენიმე თასიც მოვიგეთ,მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ის მივიღეთ რაც საბოლოოდ მან მიიღო ჩელსიში ბოლო სეზონში.მერე კი უკვე ოლე გამოჩნდა(ისიც აშკარა იყო რომ თვითონ ფერგიმ ურჩია ხელმძღვანელობას მისი მოყვანა,თორემ ნორვეგიაში მყოფი ოლე არამგონია ვუდვორდს გახსენებოდა),აი მანდ კი ნამდვილად ფერგისეული მეტაფორა ჩაერთოთ,სრული მხარდაჭერაც გამოუცხადეს და საკმაოდ დიდი ფინანსებიც გამოუყვეს,საბოლოოდ კი ისევ ერთ ადგილზე ვბუქსაობთ.ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც კი არ უცდიათ ვინმე შემტევი ფილოსოფიის მწვრთნელი მოეყვანათ,რომელიც ტოტალური ფეხბურთის იდენტობას დანერგავდა გუნდში,ახლა კი ზუსტად მასეთი ვარიანტია ტენ ჰააგი,მაგრამ აგერ გარი ნევილს რომ კითხო პოჩეტინო ურჩევნია,მაგრამ ალბათ რომ კითხო რატომო პასუხს ვერ გაქცემს.

ბოლოს კი ერთს დავამატებ,ფერგის წასვლის შემდეგ ერთ მილარდზე მეტი დახარჯა გუნდმა და ახლოსაც კი არ ვყოფილვართ პირველ ადგილთან.ეს კი მენეჯმენტის პრობლემაზეც მეტყველებს და იმაზეც რომ გუნდს არ აქვს სპორტული განვითარების გეგმა,ამიტომაც ვფიქრობ რანგნიკი უნდა ჩაერთოს გუნდის განვითარების პროცესში,ამ მხრივ უზარმაზარი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ მომდევნო მწვრთნელსაც ამ მხრივ ბევრ ასპეკტში დაეხმარება,უბრალოდ მთავარია გუნდი რამდენად მისცემს ამის საშუალებას.ისე კი ბევრჯერ დაიწერა რომ თვითონ რანგნიკის ფავორიტია ტენ ჰააგი და მისი რჩევით გახდა ფავორიტი ამ გუნდში მწვრთნელად დანიშვნის.აქამდეც აკვირდებოდნენ,მაგრამ მაქამდე მაინც პოჩეტინო იყო ფავორიტი
0
№16
ავტორი: gaga1987
26 მარტი 2022 10:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ახალი გუნდი თუ გვინდა რო ავაწყოთ, რა თქმა უნდა ტენ ჰააგი უნდა მოვიდეს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top