თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2022, 18:01
ავტორი: Georgi Tsintsadze,
ნანახია: 2420,
კომენტარები: 16
ნევილი გულშემატკივრებს არ ეთანხმება
გარის საკუთარი მოსაზრება აქვს.
ნევილი გულშემატკივრებს არ ეთანხმება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა გარი ნევილი გამოეხმაურა "იუნაიტედის" გულშემატკივართა მოლოდინებს ერიკ ტენ ჰააგთან დაკავშირებით, მას მიაჩნია, რომ კლუბისთვის უკეთესი მწვრთვნელი მაურისიო პოჩეტინო იქნებოდა.

როგორც მოგეხსენებათ ჰოლანდიელი ინგლისური კლუბის ფავორიტი კანდიდატია, რომელიც ძალიან ახლოსაა მთავარ მწვრთვნელობასთან.

პოჩეტინო "იუნაიტედთან" მიმართებაში ორჯერ გახდა აქტუალური კანდიდატი, პირველ ჯერზე ეს მოურინიოს გუნდიდან გაშვების დროს მოხდა, მეორედ სულშერის დათხოვნისას გააქტიურდა საუბრები არგენტინელ სპეციალისტზე, თუმცა ამჟამად მან უკანა პლანზე გადაიწია და ამაში დიდი როლი "პსჟ"-ს წარუმატებელმა გამოსვლამ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე.

გარი ნევილი საკმაოდ აქტიური პიროვნებაა, როგორც სოც ქსელებში, ასევე ჟურნალისტებთან კონტაქტშიც, შესაბამისად მისი მოსაზრებები ხშირად მზეურდება ხოლმე სხვადასხვა საკითხებში, ნევილი აქტიურად საუბრობდა ტუხელის ვარიანტზეც, თუმცა ეს თემა ამჯერად გადაფარა მისმა პოსტმა "თვითერში", სადაც მან საჯარო გამოკითხვაც კი მოაწყო, რათა გაიგოს რომელ კანდიდატს უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს, ტენ ჰააგს თუ პოჩეტინოს.

აღნიშნულ გამოკითხვაში 81%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა ერიკ ტენ ჰააგმა, რის საპასუხოდაც მალე გარი ნევილმა დადო ახალი პოსტი, სადაც შეაჯამა შედეგი და თქვა, რომ მიუხედავად გულშემატკივართა ასეთი გადაწყვეტილებისა, იგი მხარს მაინც პოჩეტინოს უჭერს, თუმცა მიიჩნევს, რომ ორივე შესანიშნავი არჩევანია კლუბისთვის.

გარი ნევილის მოსაზრებს შეგიძლიათ გაეცნოთ მის ოფიციალურ თვითერის გვერდზე.

წყარო:metro.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
23 მარტი 2022 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
კი არაა პოჩეტინო ცუდი ვარიანტი მაგრამ მაინც ტენჰააგი მირჩევნია თავის სათამაშო სტილიდან გამომდინარე
0
№2
ავტორი: bendzela
23 მარტი 2022 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
მე მაინც ჰოლანდიელი ქეცბაია მირჩევნია პოჩეტინოს და იმედია მოვა ჩვენთან და დიდი ხნით დარჩება . წარმოიდგინეთ რა ცხელი ზაფხული გველოდება თუ ქეცბაია მოვიდა
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 მარტი 2022 19:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მაინც ტენ ჰაგი!
1
№4
ავტორი: kashmara
23 მარტი 2022 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Isetive legenda es rogori komentarebiiii qq areas drops AR me vase bids dame am as Cancaraaa brain if merchivna araferi igroki es AR yofila erti ubralod im legendarul akademis nawlia da meti araferi... Imediamale moyvanem tenhags shemtevel fexburts mainc vnaxavt sxva tuaraferi tore mokvdi10 am svarkis yurebit
0
№5
ავტორი: dzia_David
23 მარტი 2022 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
პოჩეტინო არის და იქნება საშუალო გუნდების კალიბრის ტრენერი, არაა ეგ იმ გამარჯვებული მენტალიტეტის კაცი მანიუს რო თავის ფეხბურთი ათამაშოს.
0
№6
ავტორი: manubro
24 მარტი 2022 08:15
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
აი ოპოზიცია როა მუდმივი არ იცის რატო უბრალოდ ყველა უნდა აკრიტიკოს ეხლა ქომაგები გააკრიტიკა ტექნიკურად! დავუჯდებოდი ერთი ერთზე და მაინტერესეს რა დადებით მხარეებით გადაწვიტა რომ პოჩე უკეთესი ვარიანტია?.. ფილოსოფია აქ თავისი? ტაქტიკა აქ თავისი ან ტაქტიკური გენიოსია? ხასიათი აქ გამარჯვებულის? ტიტული აქვს უფრო მეტი? ვარსკვლავებთან მუშაობა იცის? ახალგაზრდებთან მუშაობაზე თუ მიდგა საქმე არამგონია აქ ჰააგს აჯობოს.

დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მისგან პასუხებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№7
ავტორი: Mishiko82
24 მარტი 2022 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
რა თქმა უნდა ტენ ჰააგი.
0
№8
ავტორი: Roberto
24 მარტი 2022 09:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 480
რიგ მომენტებში იმენნა ძაან სირულად იქცევიან ეს ყოფილი მოთამაშეები,ეს არავითარი ლეგენდა არ იყო,იყო რიგითი ყოფილი მოთამაშე და შემდგომში გამოდგა ჩამოსხმა,ბაჯაღლო.
2
№9
ავტორი: Roberto
25 მარტი 2022 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 480
პორტუგალიის თამაშს თუ უყურეთ წუხელ მეგობრებო?მე რაც დავინახე ისაა რომ რონალდუ უკვე დაბერდა და იმედების დამყარება მასზე შეცდომად მიმაჩნია.ასევე ბრუნომ საგრძნობლად უკლო ხარისხს,რაც მის ფორმის დაკარგვაზე მიგვანიშნებს.იუნაიტედი ფიზიკურად ვეღარ შეძლებს მგონია ოთხეულში შესვლას
0
№10
ავტორი: PaLoMo
25 მარტი 2022 13:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Roberto
პორტუგალიის თამაშს თუ უყურეთ წუხელ მეგობრებო?მე რაც დავინახე ისაა რომ რონალდუ უკვე დაბერდა და იმედების დამყარება მასზე შეცდომად მიმაჩნია.ასევე ბრუნომ საგრძნობლად უკლო ხარისხს,რაც მის ფორმის დაკარგვაზე მიგვანიშნებს.იუნაიტედი ფიზიკურად ვეღარ შეძლებს მგონია ოთხეულში შესვლას

ვერ შევა ძმა ვერა. არაენალი გვისწრებს და -1მატჩი აქვს რეზერვში.იდეაში ლიგის გარეშე დარჩენა იმიტოა ცუდი რო ვისაც ლიგაზე უნდა თამაში ისეთ ხალხს ვერ მოიყვან.ნუ რო ალდუ თუ პსჟმ წაიყვანა იდელაური ინება რასგან მერე მაინც გადაერთვებიან კეინზე ან ჰალანდზე. თუმცა ჰალანდიც აგენტივით ჩათლახი ტიპია ეტყობა მაგას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top